"ეს წამლები ენტეროვირუსს არ შველის" - ფარმაცევტის რჩევები წამლებზე, რომლებსაც ამ დროს აფთიაქებში ვეძებთ
"ეს წამლები ენტეროვირუსს არ შველის" - ფარმაცევტის რჩევები წამლებზე, რომლებსაც ამ დროს აფთიაქებში ვეძებთ
შეუძლოდ ყოფნისას ყოველთვის ექიმს არ მივმართავთ. ტკივილს, სურდოს, ფაღარათს თუ სხვა შედარებით მსუბუქ სიმპტომებს ვცდილობთ, თავად ვუშველოთ. ზაფხული ენტეროვირუსის სეზონია და ამ დროს უამრავი ადამიანი აკითხავს აფთიაქებს, რათა მდგომარეობის შესამსუბუქებელი საშუალებები შეიძინოს. ამ დროს, რა თქმა უნდა, კარგად უნდა იცოდეთ, რას ყიდულობთ. კუჭნაწლავის მოსაწესრიგებელი საშუალებების შესახებ ჩვენი რუბრიკის ხშირი სტუმარი, "სახალხო აფთიაქის" ფარმაცევტი ნანა ხურციძე გვესაუბრება.

აფთიაქებში უამრავი საშუალებაა, რომელსაც ენტეროვირუსის, ფაღარათის ან ღებინების საწინააღმდეგოდ გვთავაზობენ. რეალურად, რას წარმოადგენს ეს საშუალებები

- რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავისი მოქმედებით? - დარწმუნებული ვარ, ყველამ
იცის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ენტეროვირუსი ნიშნავს ნაწლავების ვირუსულ ინფექციას. ენტეროვირუსის დროს ნაწლავების მოქმედება გახშირებულის, ადამიანს აწუხებს გულისრევის შეგრძნება, ღებინება, საერთო სისუსტე... ლოგიკურად ვიმსჯელოთ -ორგანიზმში არის ნაწლავების ვირუსი, რომელიც გამოყოფს ტოქსინებს. ამ დროს დიარეა გარკვეულწილად არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია, რომ მავნე, ტოქსიური ნივთიერებები ორგანიზმიდან გამოიდევნოს. აფთიაქში ამ დროს გვთავაზობენ - დიარეის შემამცირებელ, რეჰიდრატაციულ და ნაწლავური ფლორის, ანუ სასარგებლო ბაქტერიების შემცველ საშუალებებს. დიარეის საწინააღმდეგოდ ყველაზე ხშირად მომხმარებელი ითხოვს ლოპერამიდს. ამ ნივთერებების შემცველი საშუალებების რეკლამა ძალიან ხშირად გადის ტელევიზიით. ის ამცირებს ნაწლავების გახშირებულ მოქმედებას. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ორგანიზმი ცდილობს ფაღარათის გზით გამოდევნოს ტოქსინები და
მავნე ნივთიერებები, თქვენ კი ამ დროს დიარეის შესაჩერებელ მედიკამენტს ღებულობთ.

altრატომ არა აქვთ დღევანდელ წამლებს ძალა - ფარმაცევტის განმარტებები

იმისათვის რომ მიიღოთ ლოპერამიდი, კუჭის აშლიდან 6 საათი მაინც უნდა იყოს გასული, ანუ ორგანიზმმა რომ მოასწროს ტოქსინების გამოდევნა, გარდა ამისა ლოპერამიდი არ ინიშნება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. ჩემი რჩევა ასეთია: ფარმაცევტი ვერ დაადგენს, დიარეა ენტეროვირუსით არის გამოწვეული თუ სხვა მიზეზი აქვს. მას შეუძლია მართოს ჩივილი - არის დიარეა, ორგანიზმი კარგავს სითხეს. ამ დროს მთავარია დაკარგული სითხის შევსება - ჩემს მომხმარებელს ყოველთვის ვუხსნი სითხეების მიღების აუცილებლობას, განსაკუთრებით ბავშვებში და ვთავაზობ ფხვნილს, რომელიც წყალში იხსნება და ორგანიზმს სითხით და დიარეის დროს დაკარგული მინერალებით ამარაგებს. გარდა ამისა შევახსენებ იდეალურ დიეტას - ბრინჯი, ბანანი, ვაშლი და ორცხობილა. ასევე ყოველთვის ვახსენებ ექიმთან ვიზიტის აუცილებლობას.

ფერმენტების და პრობიოტიკების შემცველ საშუალებებს რეალურად შესწევთ ძალა ენტეროვირუსთან ბრძოლის თუ უბრალოდ, დამხმარე საშუალებებია?

- ძალიან კარგი შეკითხვაა. - ცალსახად გეტყვით, არა. ვირუსი არის მიკროორგანიზმი და მასზე მოქმედებს მხოლოდ ანტივირუსული საშუალება. ენტეროვირუსის დროს მკურნალობა არის სიმპტომური -ეს ნიშნავს, რომ ვმკურნალობთ დაავადების დროს არსებულ სიმპტომებს და ვერ ვებრძვით დაავადების გამომწვევს. თუ ვირუსს სიცხე, სისუსტე და გახშირებული ღებინება ახლავს, აუცილებელია ექიმის ჩართვა, რადგან ამ დროს დაკარგული სითხის შესავსებად ე.წ. გადასხმა შეიძლება იყოს საჭირო.

alt„არ შეიძინოთ ისეთი თევზის ქონი/ომეგა -3, რომელშიც ეს ორი ინგრედიენტი მითითებული არ არის“ - ფარმაცევტის რჩევები, როგორ შევამოწმოთ წამლის ხარისხი

ენტეროვირუსის დროს ვირუსი აზიანებს ნაწლავებში არსებულ სასარგებლო ბაქტერიებს, ასევე მთლიანად კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ეს ყველაფერი როგორც წესი, თავისით აღდგება, თუმცა იმისათვის რომ უფრო სწრაფად გამოვჯანრთელდეთ, მომხმარებელს პრე და პრობიოტიკების შემცველ საშუალებას -პროკომბოს ვთავაზობ ხოლმე, საკვების მინელების გაუმჯობესებისათვის შეიძლება ფერმენტიც ვურჩიო, მაგრამ ყოველთვის არა.

როცა ექიმთან ვერ მივდივართ და ვცდილობთ, თავად ვუშველოთ კუჭის აშლას თუ ღებინებას, როგორი მედიკამენტის ყიდვა ჯობს. რას უნდა დავაკვირდეთ, რომ ეფექტი სწრაფი და რეალური იყოს?

- ჩემი რჩევა ასეთია: თუ დიარეა 2 დღეზე მეტხანს გაგიგრძელდათ, სიცხე გაქვთ, ან განავალში სისხლი შენიშეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ზოგადად ექიმის რჩევა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
თუ ექიმთან ვერ მიდიხართ და აფთიაქში მისვლას ახერხებთ, შეიძინეთ ფხვნილი რეჰიდრატაციისათვის და წესის მიხედვით დალიეთ. ამ დროს კარგია სმექტა -ის ბოჭავს ტოქსინებს და იცავს ნაწლავების გარსს, ასევე კარგია Saccharomyces ბოულარდი-ს შეცველი პრეპარატები -იომოგი და ენტეროლი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - დიეტა და სითხეების მიღება.

მოსახლეობაში ჯერ კიდევ პოპულარულია ლევომიცეტინი ფაღარათის დროს. რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია ეს პრეპარატი ამ დროს? იქნებ უკეთესი ალტერნატივაც არსებობს...

- დიარეის მრავალი მიზეზი არსებობს. ის შეიძლება გამოწვიოს ბაქტერიამ, ვირუსმა, საკვებით მოწამვლამ და ა.შ. როგროც წესი ზაფხულში დიარეას ყველაზე ხშირად ენტეროვირუსი იწვევს. ლევომიცეტინი არის ანტიბიოტიკი, ის არ მოქმედებს ვირუსზე, და მისი მიღება მხოლოდ გაართულებს მდგომარეობას. ენტეროვირუსის ან საკვებით მოწამვლის დროს ლევომიცეტინის ალტერნეტივა არის სითხეების მიღება და დიეტა. თუ ანტიბიოტიკი არის საჭირო და ამას ექიმი წყვეტს, ინიშნება ლევომიცეტინზე უსაფრთხო და ეფექტური პრეპარატები. ლევომიცეტის ბევრი გვერდითი მოვლენა ახასიათებს, მაგრამ რატომღაც მოსახლეობის ნაწილი კიდევ ითხოვს ლევომიცეტინს დიარეის დროს. ამ შემთხვევაში ყველა საქმეს გვერდით ვდებ და მომხმარებელს დეტალურად ვუხსნი, რატომ არ შეიძლება ლევომიცეტინის მიღება.

გულისრევის დროს რომელი ჯგუფის პრეპარატებია ყველაზე ეფექტური?

- გულისრევის შეგრძნება ახლავს ნაწლავურ ინფექციებს. ამ დროს მცენრეული საშუალებებიდან ძალიან კარგია კოჭას, ანუ ჯინჯერის შემცველი წვეთები. მედიკამენტებიდან კი დომპერიდონს გირჩევთ.

altრად გარდაიქმნება კონსერვებში მოხვედრილი ასპირინი და ვისთვისაა საშიში ასეთი კონსერვი - ფარმაცევტ ნანა ხურციძის პასუხი

რაში გვეხმარება რეალურად რეგიდრონის ხსნარი? რა დროს გვჭირდება ის და როგორია მისი მიღების სწორი წესი? ბავშვებისთვის რა ასაკიდანაა დაშვებული?

- რეგიდროს ხსნარი გვეხმარება ძალიან, გახსოვდეთ, ის დიარეის დროს მთავარი სამკურნალო საშუალებაა. დიარეა საშიშია მდენად, რამდენადაც ადამიანი კარგავს სითხეს/წყალს, რისგანაც შედგება ჩვენი ორგანიზმის 80%. მათ შორის სისხლი. ამ დროს სითხესთან ერთსად იკარგებს ნატრიუმი, კალიუმი. ქლორი. ამ მინერალების გარეში კი ვერ მუშაობს კუნთები, გული, ნერვული სისტემა.... ბავშვებში უფრო საფრთხილოდ არის საქმე და რატომ : თუ მოზრდილებს 5 ლიტამდე სისხლი აქვთ, ბავშვებში სისხლის მოცულობა მცირეა და სითხის დაკარგვის დროს დიდია სისხლის გასქელების საშიშროება. რეჰიდრონი მიიღება ახალშობილობის ასაკიდან. რეჰიდრონი უნდა მივიღოთ ულუფებით დღის განმავლობაში, სანამ დიარეა არ გაივლის.

ფაღარათისა და გულისრევის დროს მინერალური ან სოდიანი წყალი რამდენად გამართლებულია?

- სოდიან წყალს ძირითადად იყენებენ მოწამვლის დროს ღებინების გამოსაწვევად. ფაღარათის დროს თუ აფთიაქში წასვლას ვერ ახერხებთ, დალიეთ გაზგასული მინერალური წყალი და ასევე სახლშიც შეგიძლიათ მოამზადოთ ასეთი სითხე -1 ლიტრ ანადუღარ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი შაქარი. მარილი და სასმელი სოდა.

თქვენი გამოცდილებით, ყველაზე ხშირად რაში ცდებიან მშობლები (მომხმარებლები) ენტეროვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების შეძენისას?

- ენტეროვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატების შეძენიას მომხმარებელი ყველაზე ხშირად ცდება, როდესაც:
  1. პრეპარატს ირჩევს მეზობლის რჩევით, მეზობელს, მეზობლის ბავშვს მოუხდა და მეც მომეცით ეს წამალი
  2. თავისი სურვილით ცდილობს ბისეპტოლის, ლევომიცეტინის შეძენას
  3. ჰგონია, რომ მთავარია წამალი დაალევინოს ბავშვს ან თვითონ დალიოს და წამალი ყველაფერს მოაგვარებს, სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია სითხეები, დიეტის დაცვა და საჭიროების შემთხვევაში ექიმის დროული კონსულტაცია.
  4. ფარმაცევტს არ აწვდის ზუსტ ინფორმაციას ჩივილების შესახებ, ისე კითხულობს და ყიდულობს წამალს, რომ არ ეუბნება ბავშვის ასაკს, რისთვის სურს და როგორ....
წესით და რიგით, ფარმაცევტმა წამლის გაცემისას ეს თავად უნდა გამოიკითხოს, მაგრამ არის შემთხვევა, როდესაც აფთიაქში რიგია, არ არის დრო ასეთი საუბრის. თუმცა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ როდესაც მომხმარებელი შემოდის ექიმის რეცეპტის გარეშე ჩივილით ან თავისი სურვილით კითხულობს წამალს, მე მასთან ხანგრძლივ დიალოგს ვაბამ - ვისთვის უნდა, რა ასაკისათვის, რა ჩივილისათვის... დეტალურად ვუხსნი ყველაფერს.
6437
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```