მაღალი ხარისხის ინტოქსიკაცია და ძლიერი ტკივილი - გორის საავადმყოფოს ობობას მიერ დაკბენილმა რამდენიმე ადამიანმა მიმართა
მაღალი ხარისხის ინტოქსიკაცია და ძლიერი ტკივილი - გორის საავადმყოფოს ობობას მიერ დაკბენილმა რამდენიმე ადამიანმა მიმართა
ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრ "გორ­მედს" ობო­ბის ნაკ­ბე­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით რამ­დე­ნი­მე პა­ცი­ენ­ტმა მი­მარ­თა. ერთ ერთი პა­ცი­ენ­ტი, სო­ფელ თორ­ტი­ზა­ში მცხოვ­რე­ბი ან­ჟე­ლა აკო­ფი­ა­ნი "გორ­მე­დის" თე­რა­პი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის სტა­ცი­ო­ნარ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ქალ­ბა­ტო­ნი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა შე­იყ­ვა­ნა. პა­ცი­ენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ მას ობო­ბამ უკბი­ნა.
"და­ძი­ნე­ბას ვა­პი­რებ­დი, რო­დე­საც ბარ­ძა­ყის არე­ში ტკი­ვი­ლი ვიგ­რძე­ნი. ოთახ­ში სი­ნათ­ლე ავან­თე და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ სა­წოლ­ში მცი­რე ზო­მის შავი ფე­რის ობო­ბა იყო, რო­მელ­მაც მი­კ­ბი­ნა. სო­ფელ­ში ვცხოვ­რობ, მაგ­რამ ასე­თი ობო­ბა სხვა დროს არ მი­ნა­ხავს. მა­ლე­ვე, ტკი­ვი­ლი ისე გაძ­ლი­ერ­და, გა­უ­საძ­ლი­სი გახ­და. ფე­ხის დად­გმას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ­დი (პა­რა­ლი­ზე­ბის
შეგ­რძნე­ბა მქონ­და) და გარ­და ამი­სა, მუც­ლის არე­ში კი­დევ უფრო ძლი­ერ­დე­ბო­და ტკი­ვი­ლი, სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ობო­ბის ნაკ­ბე­ნი ასეთ შე­დეგს გა­მო­იწ­ვევ­და. მე­ო­რე დღეა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვწე­ვარ, ინ­ტენ­სი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა მი­ტარ­დე­ბა, ახლა უკეთ ვარ, მაგ­რამ ფე­ხის გა­დად­გმა ჯერ კი­დევ მი­ჭირს", - გა­ნა­ცხა­და ან­ჟე­ლა აკო­ფი­ან­მა.

alt"აეროპორტში გახდა ცუდად, მოწამლული ჰქონდა მთელი ორგანოები" - ქართველი გოგონა თურქეთში, სავარაუდოდ, ტარანტულმა იმსხვერპლა

ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენტს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ინ­ტოქ­სი­კა­ცია აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

და­ვით ყა­ზა­იშ­ვი­ლი, სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრ "გორ­მე­დის" კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი: "პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბო­და ნაკ­ბე­ნი ბარ­ძა­ყის არე­ში, ზო­გა­დი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რი­სი და ძლი­ე­რი ნევ­რალ­გი­უ­რი ტკი­ვი­ლი. მო­ვა­თავ­სეთ სტა­ცი­ო­ნარ­ში. ხორ­ცი­ელ­დე­ბა ინ­ტოქ­სი­კა­ცი­უ­რი და სიმპტო­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა. ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­და იმის­თვის,
რომ მოგ­ვეხ­დი­ნა იმ სიმპტო­მე­ბის ნი­ვე­ლი­რე­ბა, რაც ფიქ­სირ­დე­ბო­და - ქა­ვი­ლი, ტკი­ვი­ლი, ზო­გა­დი ინ­ტოქ­სი­კა­ცია. პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ­ჟა­მად უკე­თე­სია, თუმ­ცა სრუ­ლად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი არ არის და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა გრძელ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ობო­ბას თუ სხვა მწე­რის ნაკ­ბენს, და­ვუშ­ვათ კრა­ზა­ნა, ფუტ­კა­რი... რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნის კბე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა ერთ ადა­მი­ან­ში მხო­ლოდ ქა­ვი­ლი წარ­მო­იქ­მნას და სხვა შემ­თხვე­ვა­ში უმ­ძი­მე­სი შე­დე­გი დად­გეს. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა კონ­კრე­ტუ­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის იყოს პერ­სო­ნა­ლუ­რი აუ­ტან­ლო­ბა ამ მწე­რის მი­მართ და სხვა ადა­მი­ა­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ამ ტი­პის გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი არ და­ფიქ­სირ­დეს".

ან­ჟე­ლა აკო­ფი­ა­ნის გარ­და, ობო­ბის ნაკ­ბე­ნის გამო, სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა "გორ­მედ­ში" კი­დევ ერთ პა­ცი­ენტს დას­ჭირ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში ქა­რე­ლი­დან გა­და­იყ­ვა­ნეს.

ია თი­ნი­კაშ­ვი­ლი
2468
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```