როგორც უწყებაში განმარტავენ, აუცრელი ბავშვების მშობლებს მხოლოდ რეკომენდაცია ეძლევათ, დროულად უზრუნველყონ შვილებისთვის აცრების ჩატარება.
„წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის № 41 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აღნიშნული პროცესისათვის ხელშეწყობის
აღნიშნული ხორციელდება სკოლის ექიმების მიერ ყველა კლასში. აუცრელი ბავშვების მშობლებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროულად უზრუნველყონ შვილებისთვის აცრების ჩატარება.
მოსწავლის სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალში არ არის გეგმიური აცრების ჩატარების თაობაზე გაცემული ცნობა“, - აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, წითელას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არც საბავშვო ბაღებში იქნება სავალდებულო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა, კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა. მისი თქმით, ბაღების სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით მოქმედებს, რომლის მიხედვითაც აცრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ბავშვის ბაღში მიღებისას აუცილებელი არ არის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში წითელას ვაქცინაცია 40 წლამდე ასაკის