რა უნდა ვიცოდეთ ღეროვანი უჯრედების შესახებ, რომელიც ადამიანს მძიმე წუთებში უნარჩუნებს სიცოცხლეს
რა უნდა ვიცოდეთ ღეროვანი უჯრედების შესახებ, რომელიც ადამიანს მძიმე წუთებში უნარჩუნებს სიცოცხლეს
დღეს მთელი მსოფლიო საუბრობს ღეროვან უჯრედებზე, რომელშიც ბევრი ადამიანის ჯანმრთელ მომავალსაც კი ხედავს და ერთადერთ ხსნას მძიმე მომენტებში. მაინც რა არის ღეროვანი უჯრედი, რა უნდა იცოდეს მომავალმა დედამ, რომ თავის შვილს ღეროვანი უჯრედი შეუნარჩუნოს და რა ჯდება საქართველოში მსოფლიო მედიცინის ამ უდავო მიღწევით სარგებლობა?
ღეროვანი უჯრედი არის უჯრედი, რომელსაც აქვს როგორც თვითგანახლების, ასევე მომწიფებული სპეციალიზებული უჯრედების წარმოქმნის უნარი. ღეროვან უჯრედს გააჩნია ერთადერთი ფუქნცია - მომავალში მისგან პოტენციურად შეიძლება ნებისმიერი სახის უჯრედი წარმოიშვას. ჭიპლარის სისხლი მდიდარია ღეროვანი უჯრედებით, რომელთა გამოყენება უკვე
20 წელზე მეტია წარმატებით ხორციელდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. დღემდე ჩატარებულია 25000-ზე მეტი წარმატებული ტრანსპლანტაცია.
ჭიპლარის სისხლი მშობიარობის პროცესში გროვდება. ბავშვის დაბადებისა და ჭიპლარის გადაკვანძვის შემდეგ ექიმი პლაცენტიდან იღებს სისხლს, ათავსებს მას სპეციალურ კონტეინერში. აღნიშნული პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის. შეგროვებული სისხლი 24 საათის განმავლობაში უნდა მოხვდეს ლაბორატორიაში შემდგომი დამუშავებისა და ხანგრძლივი დროით შენახვისთვის. ღეროვანი უჯრედები ინახება -196 გრადუსზე. საჭიროების შემთხვევაში გაყინული უჯრედები გალღობისთანავე მზად არის გამოყენებისთვის. დაავადების დროს, ორგანიზმში უჯრედების შეყვანის შემდგომ, ღეროვანი უჯრედები მოძრაობენ სისხლთან ერთად, პოულობენ დაზიანებულ ქსოვილს და აღადგენენ მას.
მსოფლიოში სულ მცირე 150 ბანკია შექმნილი, სადაც ხორციელდება ჭიპლარის სისხლის დამუშავება და ხანგრძლივი დროით შენახვა. სადღეისოდ მსოფლიოში ერთ მილიონამდე ნიმუშია
შენახული.

mshoblebi
ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მშობელთა მიმართვიანობა ამ მიზნით დაბალია. თუ აშშ-ში მშობელთა 30% ინახავს შვილის ღეროვან უჯრედებს, რუსეთში – 2-5%, საქართველოში ეს რიცხვი 0-2%-ს შეადგენს. ამის მიზეზი შესაძლოა ეკონომიკური ფონი და ინფორმაციის სიმცირე იყოს.
თუ გსურთ, რომ თქვენს ბავშვს შეუნახოთ ჭიპლარის სისხლი, უნდა დაუკავშირდეთ სათანადო ორგანოს მშობიარობის სავარაუდო თარიღამდე 2-3 სამი კვირით ადრე. შეგროვებული ნიმუშის სხვადასხვა ბაქტერიულ და ვირუსულ გამომწვევებზე ტესტირება ხორციელდება. ამის შემდეგ მშობელს გადაეცემა ჭიპლარის სისხლის პასპორტი, იმის დასადასტურებლად, რომ მასალა ვარგისია შესანახად. შენახული ჭიპლარის სისხლი 25%-ში გამოდგება დედმამიშვილების სამკურნალოდაც.
როგორც გავარკვიეთ, ახალშობილის დაბადების შემდეგ ჭიპლარის სისხლის შეგროვების, მისგან ღეროვანი უჯრედების კონცენტრატის მიღების, მისი ბაქტერიულ და ვირუსულ გამომწვევებზე ტესტირების და საცავში შენახვის პირველი წლის გადასახდელი, შეადგენს 780 ევროს ეროვნულ ვალუტაში, რომლის გადახდა მსურველს შეუძლია როგორც პირდაპირ, ასევე უპროცენტო განვადებით. გაყინული ღეროვანი უჯრედების შენახვის ყოველწლიური საფასური 100 ევროა, რაც საშუალოდ დღეში 70 თეთრს შეადგენს. ხელშეკრულება 18 წლით ფორმდება. სრულწლოვანების შემდეგ მიჩნეულია, რომ ბავშვი თავად გადაწყვეტს, გააგრძელოს თუ არა საკუთარი ღეროვანი უჯრედების შენახვა. თუმცა დაგვეთანხმებით, სამწუხაროდ, საქართველოში ბევრს არ შეუძლია ამგვარი თანხების მოძიება. ისიც ფაქტია, რომ ვისაც შეუძლია, მასაც ან ნაკლები ინფორმაცია აქვს, ან ნაკლები ნდობა.
მსოფლიოს მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ 30 წლის ასაკიდან ადამიანს საკუთარი ჭიპლარის ღეროვან უჯრედებს მცირე დოზით, პერიოდულად შევუყვანთ ორგანიზმში, სიცოცხლეს გავუხანგრძლივებთ. ამ მიმართულებით კლინიკური კვლევები მალე დაიწყება.
დღეისთვის ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები გამოიყენება 80-მდე დაავადების სამკურნალოდ. მათ შორისაა სისხლის ონკოლოგიური დაავადებები. ლეიკემიის დროს ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სრულფასოვან ალტერნატივაა და განკურნების შანსი დაახლოებით 20%-ით იზრდება. ეს რიცხვი ონკოლოგიაში, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ძალიან მაღალია.

ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების გამოყენების პერსპექტივები:
  • ზურგის ტვინის და თავის ტრავმები
  • პარკინსონის დაავადება
  • გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
  • ინსულტი
  • ალცჰეიმერის დაავადება
  • ღვიძლის პათოლოგიები
  • სახსრების დეგენერაციული დაავადებები
  • მრავლობითი სკლეროზი და სხვა
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი შვილს ღეროვანი უჯრედების ყველაზე მდიდარ წყაროს, ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს არ უნახავს, როგორც სამედიცინო ნარჩენი, ის ნადგურდება.

მოამზადა სალომე გორგოშიძემ
14913
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (12)
Maiko
0
Sad inaxeba an ra jdeba saqartveloshi ???sarzeve kbili sad shevinaxot?tu icit vinmem?
11:52 / 15-12-2019
ნუგზარი
0
მოსახლეობის 80-90% არ იცის თუ რა სარგებელი შეუძლია მოუტანოს ახალშობილის ჭიპლარის სისხლმა, ჩემი აზრით უნდა მოხდეს ინფორმირება მოსახლეობის და ორსული ქალი როგორც კი დადგება აღრიცხვაზე მაშინვე უნდა ჩააყენოს საქმის კურსში ექიმმა და აუხსნასს, რომ შემდეგ ისარგებლოს ან საშუალებით.
17:08 / 10-01-2019
მსგავსი სიახლეები