დატილიანება ბავშვებში - აქტუალური პრობლემა შემოდგომაზე სკოლებსა და ბაღებში
დატილიანება ბავშვებში - აქტუალური პრობლემა შემოდგომაზე სკოლებსა და ბაღებში
პედიკულოზი ბავშვებში დიდი ხანია აღარ არის სოციალური მოვლენა. სტატისტიკურად, პედიკულოზის ძირითადი კერა სკოლებია. ტილები არარ მიიჩნევა მოუვლელი ბავშვების პრობლემად, ტილები შეიძლება ჰყავდეთ ზღვის სანაპიროებზე დასვენებულ, შეძლებული მშობლების შვილებსაც.

პედიკულოზი ბავშვებში

პედიკულოზი, ანუ დატილიანება - პარაზიტული დაავადებაა, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ მორალური დისკომფორტია. საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ პედიკულოზი უსუფთაო ადამიანებს ემართებათ. თუ ეს ფაქტი გამოვლინდა, ეს დაფარული უნდა იყოს მეზობლებისა და მეგობრებისაგან. ფაქტის დამალვას კი მოჰყვება ერთი ბავშვიდან მეორეზე, მეორედან მესამეზე პარაზიტის უსასრულოდ გადასვლა.

"თქვენს გოგონას ტილები ჰყავს", - გვერდზე გამიყვანა კლასის
დამრიგებელმა, ფურცელი მომაწოდა და ჩუმად ჩამჩურჩულადა. ფურცელზე სკოლის ექთნის მიერ დაწერილი იყო დიაგნოზი: "პედიკულოზი". "ღმერთო, საიდან?!"- ძალიან შემრცხვა.

ჩემი რეაქცია არასწორი იყო. შემოდგომაზე სკოლები და საბავშვო ბაღები პედიკულოზის ძირითად კერას წარმოადგენენ.

იცოდით, რომ პედიკულოზი ბავშვებში - ევროპაში ნორმად ითვლება?

აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ძლიერი "დატილიანების" მქონე ქვეყნა დიდი ბრიტანეთია. ინგლისის სკოლებსა და ბანაკებში პედიკულოზი ჩვეულებრივი მოვლენაა. არავინ არ აცხადებს კარანტინს. თუ ბავშვს ტილები სასწავლო წლის პერიოდში აღმოაჩნდა, მშობელი ინფორმირებულია პედაგოგის მხრიდან. მასწვლებელი ასევე რეკომენდაციას აძლევს მშობელს, თუ როგორ გაათავისუფლოს ბავშვი ამ პარაზიტებისგან. თუ როგორ მოიქცევა მშობელი - მისი საქმეა.

დანიაშიც პედიკულოზთან მიმართებაში "ყველაფერი რიგზეა". დანიაში
მასწავლებელმა გამოიგონა მტვერსასრუტზე გასაკეთებელი სპეციალური სავარცხელი, რომელიც ტილებს შეაგროვებდა. წარმოიდგინეთ "დატილიანების" მასშტაბები, როცა ბავშვებს მტვერსასრუტით უსუფთავებენ თავს.

საფრანგეთშიც ანალოგიური სიტუაციაა და არც ერთ ქვეყანაში აზრადაც არ მოსდით კარანტინის გამოცხადება.

როგორ ვუმკურნალო?

ჩვენს ბავშვობაში პედიკულოზს დუსტით და ნავთით "მკურნალობდნენ". საბედნიეროდ, დღეს ეს საშუალებები აღარ არის აქტუალური. რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი ამ დროს თმების გადაპარსვაა. ბიჭების შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, მაგრამ პირველკლასელი გოგონას გადაპარსვა - ბავშვისთვის დამამცირებელია. ამიტომაც 2 კვირა მოვანდომეთ პარაზიტებისგან თავის დაღწევას. აფთიაქის ქიმიური საშუალებები კლავს მხოლოდ ცოცხალ ტილებს. კვერცხებს კი ვერაფერს აკლებს, რადგან ისინი (სანამ არ გამოიჩეკებიან) არ სუნთქავენ. ამიტომ მათზე ეს საშუალებები არ მოქმედებენ. კვერცხები სავარცხლის მეშვეობით უნდა გაეცალოს თმიდან.

აუცილებელი პირობა წვრილკბილა სავარცხლით დამუშავებაა.

მეორე შინაური საშუალება ძმრის ხსნარია: 9%-იანი ძმარი (არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ძმრის ესენცია!) 1:2 პროპორციით (1 წილი ძმარი, 2 წილი წყალი )გააზავეთ წყალში. ღრუბლით დაამუშავეთ თმა ძირიდან მთელ სიგრძეზე. ამასთან, ეცადეთ რაც შეიძლება ნაკლები ხსნარი მოხვდეს თავის კანზე. ამის შემდეგ თავი შეიხვიეთ ცელოფნის პაკეტით 30 წუთით. შემდეგ სპეციალური სავარცხელით თმის ძირიდან მთელ სიგრძეზე უნდა ჩამოივარცხნოთ თმა. ეს პროცედურა სჯობს ჩატარდეს აბაზანაში. ყოველი ჩამოვარცხნის შემდეგ, გადაავლეთ სავარცხელს. დამუშავება სჯობს, 3-4 დღეში ერთხელ ჩაატაროთ.

თეთრეული უნდა გაირეცხოს 60-90 გრადუსზე (ტილები და კვერცხები 50-55 გრადუსზე იღუპებიან). ასევე ძმიანი ხსნარით უნდა დამუშავდეს ბალიში, მატრასი, დივანი, ხალიჩა, ქუდი და ა. შ.

პედიკულოზის დროს როგორ მოიქცეს დედა, რომელიც ბავშვს ძუძუთი კვებავს?

თმის საღებავი, რომელიც შეიცავს წყალბადის ზეჟანგს, დახოცავს როგორც ტილებს, ასევე კვერცხებს. იგივე მეთოდი შეიძლება გამოიყენონ ორსულებმაც ექიმთან შეთანხმებით.


ეს ცნობილი პრეპარატი ტილების საწინააღმდეგოდ არ უნდა გამოიყენოთ!


2687
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?