ევროპულ ქვეყნებში არავის უკვირს ბავშვებში ტილიანობა პედიკულოზი ბავშვებში დიდი ხანია აღარ არის სოციალური მოვლენა. სტატისტიკურად, პედიკულოზის ძირითადი კერა სკოლებია. ტილები არარ მიიჩნევა მოუვლელი ბავშვების პრობლემად, ტილები შეიძლება ჰყავდეთ ზღვის სანაპიროებზე დასვენებულ, შეძლებული მშობლების შვილებსაც.
"თქვენს გოგონას ტილები ჰყავს", - გვერდზე გამიყვანა კლასის დამრიგებელმა, ფურცელი მომაწოდა და ჩუმად ჩამჩურჩულადა. ფურცელზე სკოლის ექთნის მიერ დაწერილი იყო დიაგნოზი: "პედიკულოზი". "ღმერთო, საიდან?!"- ძალიან შემრცხვა.
ჩემი რეაქცია არასწორი იყო. შემოდგომაზე სკოლები და საბავშვო ბაღები პედიკულოზის ძირითად კერას წარმოადგენენ.
დანიაშიც პედიკულოზთან მიმართებაში "ყველაფერი რიგზეა". დანიაში მასწავლებელმა გამოიგონა მტვერსასრუტზე გასაკეთებელი სპეციალური სავარცხელი, რომელიც ტილებს შეაგროვებდა. წარმოიდგინეთ "დატილიანების" მასშტაბები, როცა ბავშვებს მტვერსასრუტით უსუფთავებენ თავს.
საფრანგეთშიც ანალოგიური სიტუაციაა და არც ერთ ქვეყანაში აზრადაც არ მოსდით კარანტინის გამოცხადება.
აუცილებელი პირობა წვრილკბილა სავარცხლით დამუშავებაა.
მეორე შინაური საშუალება ძმრის ხსნარია: 9%-იანი ძმარი (არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ძმრის ესენცია!) 1:2 პროპორციით (1 წილი ძმარი, 2 წილი წყალი )გააზავეთ წყალში. ღრუბლით დაამუშავეთ თმა ძირიდან მთელ სიგრძეზე. ამასთან, ეცადეთ რაც შეიძლება ნაკლები ხსნარი მოხვდეს თავის კანზე. ამის შემდეგ თავი შეიხვიეთ ცელოფნის პაკეტით 30 წუთით. შემდეგ სპეციალური სავარცხელით თმის ძირიდან მთელ სიგრძეზე უნდა ჩამოივარცხნოთ თმა. ეს პროცედურა სჯობს ჩატარდეს აბაზანაში. ყოველი ჩამოვარცხნის შემდეგ, გადაავლეთ სავარცხელს. დამუშავება სჯობს, 3-4 დღეში ერთხელ ჩაატაროთ.
თეთრეული უნდა გაირეცხოს 60-90 გრადუსზე (ტილები და კვერცხები 50-55 გრადუსზე იღუპებიან). ასევე ძმიანი ხსნარით უნდა დამუშავდეს ბალიში, მატრასი, დივანი, ხალიჩა, ქუდი და ა. შ.
პედიკულოზის დროს როგორ მოიქცეს დედა, რომელიც ბავშვს ძუძუთი კვებავს?
თმის საღებავი, რომელიც შეიცავს წყალბადის ზეჟანგს, დახოცავს როგორც ტილებს, ასევე კვერცხებს. იგივე მეთოდი შეიძლება გამოიყენონ ორსულებმაც ექიმთან შეთანხმებით.
ეს ცნობილი პრეპარატი ტილების საწინააღმდეგოდ არ უნდა გამოიყენოთ!