იმუნიტეტის გასაძლიერებელ წამლებზე მრავალი მითი არსებობს შემოდგომის დადგომისთანავე თითქმის ყველა მშობელი ბავშვის იმუნიტეტზე ზრუნვას იწყებს. რა საშუალებები არსებობს იმუნიტეტის გაძლიერებისთვის, რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან, რამდენად ეფექტურად გვიცავენ და როგორ გავარჩიოთ მათი ხარისხი. ამ და ბევრ სხვა საინტერესო კითხვაზე "სახალხო აფთიაქის" ფარმაცევტი ნანა ხურციძე პასუხობს.
- თავს არ შეგაწყენთ იმაზე საუბრით, რას ნიშნავს ბავშვის ჯანმრთელობისათვის ჯანსაღი კვება, სუფთა ჰაერზე სეირნობა, სრულფასოვანი ძილი. ამის გარდა უამრავი სარეკლამო საშუალება გვპირდება ჩვენი შვილების იმუნიტეტის გაძლიერებას და შემოდგომა-ზამთრის უსაფრთხოდ გადატანას. იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალებები ერთმანეთისაგან განსხვევდება შედგენილობით, ხარისხით და კითხვას, რომელი სჯობს, ყოველდღე ჩემს აფთიაქში უამრავი მომხმარებელი მისვამს. მე მათ ვეუბნები, თუ ბავშვი კარგად იკვებება, მადა კარგი აქვს, სუფთა ჰაერზე ატარებს დროს, კარგად ძინავს - არაფერი სჭირდება. თუ ბავშვი ცუდად იკვებება, ხშირად ავადმყოფობს და მშობელი ექიმის დანიშნულების გარეშე აპირებს ყიდვას, ვცდილობ, ისეთი ვიტამინი შევურჩიო, რომელიც არანაირ ქიმიურ დანამატს არ შეიცავს და ვიტამინების და მინერალების დოზები დიდი სიფრთხილით არის შერჩეული. ასევე მშობლებს ვურჩევ ვაქცინაციას და ანტიბიოტიკების მაქსიმალურად თავიდან აცილებას. რეცეპტებში ვხედავ, რომ ბავშვებს ხშირად ჭარბად ენიშნებათ ანტიბიოტიკები, რაც უარყოფითად აისახება შემდგომში მათ იმუნურ მდგომარეობაზე.
- მართალია, რომ იმუნიტეტის გასაძლიერებელ წამლებზე მრავალი მითი არსებობს. აფთიაქში შესვლისას თქვენ მრავალ სხვადასხვაგვარ პრეპარატს წააწყდებით, რომლებიც სასწაულებს გვპირდებიან. ახდენენ კი ისინი სასწაულებს? რა თქმა უნდა, არა. არ არსებობს ისეთი პრეპარატი ან მედიკამენტი, რომელიც ასი პროცენტით დაგვიცავს ავად გახდომისაგან. მაგრამ გვეხმარებიან ისინი? დიახ. და ეს მრავალი კვლევითაა დადასტურებული.
იმუნური დაცვა კომპლექსური მექანიზმია და მასში უამრავი უჯრედი, ანტისხეული და მედიატორია ჩართული. ეს კი დიდ "საწვავს" მოითხოვს ორგანიზმისგან. ამგვარი "საწვავი" ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტებისთვის არის ვიტამინები და ზოგიერთი მიკროელემენტი, რაც ერთ პრეპარატში ქიმიური დანამატების გარეშე უნდა იყოს მოცემული, მაგალითად "ველკიდი". შესაბამისად, მათი მიღებით, ჩვენ ვკვებავთ ჩვენს იმუნურ სისტემას და ვაძლიერებთ მას ყველაზე ბაზისურ დონეზე. ეს გვეხმარება თავი დავიცვათ როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული ინფექციისგან და ავიცილოთ შემდგომი გართულებებიც.
- ადამიანები ხშირად იბნევიან, როდესაც საქმე ბაქტერიებსა და ვირუსებს ეხება. ეს ორი, აბსოლუტურად განსხვავებული პოპულაციაა და ისინი სხვადასხვა დაავადებებს იწვევენ. შეუძლებელია, ანტიბაქტერიულმა პრეპარატმა დაგვიცვას ვირუსული ინფექციისაგან და პირიქით. ამიტომ, როდესაც ცხვირში წასასმელ საცხებზე ვსაუბრობთ, უპირველესად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რას ვებრძვით : ბაქტერიას, თუ ვირუსს. საცხებს თავისთავად აქვს ეფექტი, განსაკუთებით მაშინ, თუ ცხვირის ლორწოვანი დაზიანებულია, რის გამოც ადვილდება ინფექციური აგენტის შეჭრა ორგანიზმში კანის გზით. მე ჩემს მომხმარებელს ვურჩევ, რომ როდესაც ბავშვი სახლიდან გადის, სკოლაში ან ბაღში მიდის, ცხვირში შეასხურეთ რინოსანის სპრეი. აგიხსნით, რატომ: ცხვირის ლორწოვანი გარსი ამოფენილია უწვრილესი წამწამებით, რომელიც გამოდევნის ცხვირიდან მიკრობებს, მტვერს, რომ ისინი ბრონქებსა და ფილტვებში არ მოხვდეს. ეს არის ერთგვარი ცოცხი. მტვრის გაწმენდა ან იატაკის დაგვა ნამიანი ცოცხით ან სველი ტილოთი ხომ უკეთესია, ამიტომ თუ ცხვირის ლორწოვანის წამწამებს დავატენიანებთ, ისინი უკეთ დაიცავენ ბავშვის სასუნთქ გზებს. გარდა ამისა, რონოსანი აძლიერებს და აჯანსაღებს ცხვირის ლორწოვან გარსს, რაც მასში ვირუსების შეღწევას უშლის ხელს.
- მართალია, მრავალ ინფექციურ დაავადებას სეზონურობა ახასიათებს, მაგრამ იმუნიტეტის გაძლიერებას სეზონურობა არ სჭირდება. ძლიერი იმუნიტეტი ჩვენ გვჭირდება ყოველთვის და შესაბამისად, სჯობს გრიპის სეზონს "მომზადებული" შევხვდეთ და არა პირველ სექტემბერს დავიწყოთ ამაზე ზრუნვა.
- ვიტამინ C-ს მარაგი ორგანიზმში ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ მისი მიღება დღიური რეკომენდებული დოზის ფარგლებში შეიძლება ყოველდღე დანამატის ან ბუნებრივი სახით, მაგალითად ციტრუსებით მთელი წლის განმავლობაში და არა მხოლოდ სეზონურად. ვიტამინ C-ს მიღების დროს დრაჟეს ის უპირატესობა აქვს აბთან შედარებით, რომ ნაკლებად იწვევს კუჭის გაღიზიანებას.
- მე ჩემს მომხმარებელს ვურჩევ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ისეთ ვიტამინს, რომელიც არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატს და ყველაფერს შეიცავს, რაც აუცილებელია ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერებისათვის. ასეთი ვიტამინი ერთადერთია - ველკიდის სიროფი და საღეჭი პასტილები 4 წლამდე და 4 წლის ზემოთ ბავშვებისათვის.
- ბევრი ადამიანი ერთმანეთში ურევს დეზინფექციისა და სტერილიზაციის ცნებას. სტერილიზაცია ანუ აბსოლუტურად ყველა ბაქტერიის მოკვლა აუცილებელი არაა, ვინაიდან ბავშვის ორგანიზმს შეუძლია მათთან გამკლავება. გარდა ამისა ბავშვებში, გადაჭარბებულმა ჰიგიენამ შესაძლებელია იმუნური სისტემის დაავადებებიც კი გამოიწვიოს. ჩვეულებრივი სისუფთავე შესაძლებელია გაცილებით ეფექტური იყოს ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ზოგიერთ სიტუაციაში შესაძლოა ამგვარი ხელსახოცი გამოსადეგი იყოს, მაგალათად მგზავრობისას, ეზოში თამაშისას. სკოლაში მერხის გაწმენდაც შეიძლება, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ამის საჭიროება არაა, ისინი ანადგურებენ იმ ბაქტერიებს რომლებიც ჩვენს კანზე, ჩვენთან ჰარმონიაში ცხოვრობენ და ვერ გვიცავენ გაციების და გაციების ვირუსისაგან.