შესაძლოა ამ ინფორმაციამ სიკვდილს გადაგარჩინოთ... შესაძლოა ამ ინფორმაციამ სიკვდილს გადაგარჩინოთ...
ყოველ წელს ინსულტისგან თითქმის ორჯერ მეტი ქალი იღუპება, ვიდრე სარძევე ჯირკვლის სიმსივნით.
ხშირად რისკის ზონაში ხვდებიან ქალები ჰორმონალური ფონის ცვლილებების გამო : ესტროგენი, სპეციფიური "ქალური" ჰორმონი ზაგავლენას ახდენს სისხლძარღვის ელასტიურობაზე და მისმა რხევამ სისხლში შეიძლება გაზარდოს ინსულტის განვითარების რისკი. განსაკუთრებით დაუცველები არიან ქალები, რომლებიც იღებენ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს, ეწევიან, რეგულარულად იღებენ ალკოჰოლს ან აქვთ ზედმეტი წონა.
არსებობს ინსულტის რამდენიმე სიმპტომი - დამახასიათებელი მხოლოდ ქალებისთვის. საჭიროა ამ სიმპტომების ცოდნა და ექიმის დროულად გამოძახება.
გულყრა
გულყრას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: მოულოდნელი შიში, დაბალი სისხლის წნევა, ორსულობა. ინსულტი დგება მაშინ, როდესაც თავის ტვინში მიმავალ სისხლძარღვებში გაძნელებულია სისხლის მიწოდება. ამ დროს ხშირად ემართებათ გულყრა. ამიტომ, გონების დაკარგვის შემთხვევაში, უნდაც ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა.
ხასიათის შეცვლა
თუ გრძნობთ, რომ სხვანაირად რეაგირებთ გარემო ფაქტორებზე, გახდით აგრესიული, ფეთქებადი- აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება
თავბრუსხვევა და გულისრევის შეგრძნება- არ არის ინსულტის გავრცელებული სიმპტომი, მაგრამ ქალებში გვხვდება ხშირად. ხშირად ამ სიმპტოპმებს კვებით ინტოქსიკაციას უკავშირებენ. განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩამონათვალიდან რომელიმე დაემატება ამ სიმპტომს- აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
კრუნჩხვა
კრუნჩხვა - თავის ტვინის დაზიანების ერთ- ერთი ნიშანია. ამიტომ, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია.
ძალიან ძლიერი თავის ტკივილი
ქრონიკული შაკიკი 50%-ით ზრდის ინსულტის განვითარების რისკს. თუ თავის ტრკივილი რეგულარულად გაწუხებთ, ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილია სისხლძარღვების გამოკვლევა და აკონტროლეთ არტერიული წნევა.
სლოკინი
თუ სლოკინი არ გადის დიდ ხნის მანძილზე, ეს შეიძლება ინსულტის ერთ-ერთი ნიშანი იყოს. დიახ, შეიძლება ეს უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენს ექიმს.