ბავშვები განსხვავებული ტემპითა და არაანაბარზომიერად იზრდებიან - "ნახტომი სიმაღლეში" გვაქვს 5-6 წლის, 9-10 წლის და 13-15 წლის ასაკში. სწორედ ამ პერიოდებში იზრდება ყველაზე სწრაფად ბავშვის კიდურები და სწორედ ამ დროს უჩივიან ერთი შეხედვით უმიზეზო ტკივილს კიდურების არეში. ამას ზრდის ტკივილი ეწოდება და საშიში არ არის,
ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ტკივილის მიზეზი ძვლებშია, რომლებიც სწრაფად იზრდებიან. ძვალზედა ქსოვილი კი ამ დროს ვერ "ეწევა" ზრდაში, იჭიმება და ტკივილის რეცეპტორებს აღიზიანებს.

როგორც აღვნიშნეთ ასეთი ტკივილი საშიში არ არის და თავისით გაივლის ზრდის პერიოდის შემდეგ, თუმცა იგი მოქმედებს ბავშვის განწყობასა და ცხოვრების ხარისხზე. ტკივილის მოთმენა კი პატარისთვის ნამდვილად არ გახლავთ ადვილი. ამ დროს მშობლის მთავარი ამოცანაა, ბავშვს ტკივილი შეუმსუბუქოს.
ზრდის ტკივილის გარდა კუნთების ტკივილის მიზეზი შეიძლება გახდეს კუნთის დაჭიმულობა ან გაცივება, რომელიც ძალიან ცნობილი პრობლემაა სპორტით დაკავებული ბავშვებისთვის. როგორ დავეხმაროთ ბავშვს ასეთ შემთხვევებში:
- ეცადეთ, ამ პერიოდში ბავშვი ფიზიკურად არ გადატვირთოთ
- დაუმასაჟეთ მტკივანი ადგილები.
- დაუთბილეთ მტკივნეული ადგილი სათბურით ან შალის სახვევით.
- ძალიან
დინდგელი კი ფუტკრის მიერ შემუშავებული რთული ქიმიური შემადგენლობის მქონე ნივთიერებაა, რომელსაც უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს, იგი ფართოდ გამოიყენება სახსრების და კუნთების ტკივილის სამკურნალოდ. დინდგელის (პროპოლისის) აქტიური ნივთიერებები აუმჯობესებს მალამოს ეფექტს და ამსუბუქებს სიმხურვალის შეგრძნებას, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს გამოყენების შემდეგ.
მალამო გამოიყენება 12 წლიდან, სახსრების და კუნთების ტკივილის დროს რეკომენდებულია მისი შეზელვა დღეში 2-3-ჯერ მტკივნეულ ადგილას მასაჟის სახით.