"დიდი ხანია მინდოდა დამეწერა, რომ სიკვდილი გაახლაგაზრდავდა... შეიხედეთ ლეიკემიიის და ონკო ცენტრებში..."
"დიდი ხანია მინდოდა დამეწერა, რომ სიკვდილი გაახლაგაზრდავდა... შეიხედეთ ლეიკემიიის და ონკო ცენტრებში..."

წერილი ყველას

ადამიანებო... მე სიკვდილთან იმაზე მეტად ახლოს ვარ ვიდრე წარმოგიდგენიათ - ჩამომიხსნია სუიციდისტი თოკიდან და მისი გადაჭრილი ვენებიდან სახეც შემღებვია... მიწანწალია მორგებში როცა ვეძებდი შვილს და ღმერთისთვის მითქვამს რომ ის - ღმერთი - არ არსებობს და იმას - ღმერთს, იმავე საღამოს დაუმტკიცებია ჩემთვის, რომ ის - ღმერთი არსებობს...

ამიტომ სიკვიდილს საერთოდ, თავისი "შუტკებით" არ ვაღიარებ...
სხვა რამ მინდა გითხრათ....

არავინ, სულ არავინ, ამ დედამიწაზე მისიის გარეშე არ მოვდივართ, ჭიანჭველაც კი ამბის გადამტანია...

ამ ერთ თვეში სამი ადამიანი წავიდა სწრაფად და
მოულოდნელად...
1. დაიძინა და არ გაიღვიძა - ტრომბი
2. დაიძინა და არ გაიღვიძა - გული
3. ოც დღეში მოსპო ფილტვის კიბომ

მათ არ ჩამოვთვლი...

დიდი ხანია მინდოდა დამეწერა, რომ სიკვდილი გაახლაგაზრდავდა და მეტიც გამობავშვდა...
შეიხედეთ ლეიკემიიის და ონკო ცენტრებში...
დიახ, აუხსენით თქვენს ირგვლივ ყველას, რომ სიკვდილი გახალგაზრდავდა და ეს ძირითადად სტრესების და საკვების ბრალია...

არ ჭამოთ არაფერი:
გაყინული და დიდხანს ნადები მაღაზიის დახლებზე...
არ ჭამოთ ტრანსცხიმბეინაი რძის პროდუქტები...
არ მიეძალოთ ხორცს და საფუარიან პურს...
კიდევ ბევრ რამეს... ცელოფნაში შეფუთულებს... და მკვდარ არაცოცხალ პორდუქტებს....

დააკვირდით ეტიკეტებზე შემადგენლობებს, კანცეროგენებს და ემულგატორებს.

არ ინერვიულოთ... (ეს ყველაზე
ძნელია) და მიმოიხედეთ, რამდენ საინტერესო ახალ და სასრგებლო საკვებს გვაძლევს ეს დალოცვილი დედამიწა.
ხილი - ეცადეთ ჭიანს მიეძალოთ და ნამდვილს შეუწამლავს.
მწვანილი კარგად რეცხეთ საკვებად მიღებამდე.
რძის პროდუქტებზე - მოითხოვეთ ცხოველის ჯანმრთელობის ცნობა (ბრუცელიოზი, მასტიტი, ნაწლავის ჩხირები).
წაიკითხეთ ეტიკეტზე, რომ არ არის ტრანსცხიმებიანი (ქოქოსის ცხიმი, პალმის ცხიმი).

და ბოლოს - ჩვენი რეალობის ყველაზე დიდი სიმსივნე და სტრესი.
სიცოცხლე გამიმწარეს პოლიტიკის გამო, უახლოესი და უსაყვარლესი ადამიანების კედლებზე ვერ შევდივარ.... საშინელ სიტყვებს ეუბნებიან ერთმანეთს...
პირდაპირ კლავენ, მერწმუნეთ, არც ერთი კარცეროგენი არ მოქმედებს ასე, როგორც ეს შეურაცხმყოფელი სიტყვები.

სტრესიც კლავს. გამოუსწორებლად და სასტიკად!

ბიჯო, გაუფრთხილდით ამ სიცოცხლეს, ამის დედაც ჯეკ!

მე მიყვარხართ შემიყვარეთ თქვენც.

ანა მიქაძე-ჩიქვაიძე
3142
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
123
0
ვერ გავიგე მთავრობა რისთვის არის, ისევ ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ ყველაფერი? საავადმყოფოები რომ გაივსო მიზეზი ისევ ჩვენ უნდა ვიპოვოთ? აი სადამდე მივედით
16:18 / 23-10-2018
ნენე
0
სხვათაშორის მართალია... საქართველოში ეს ფაქტი ხშირია სავსეა ონკოლოგიური კლინიკების დერეფნებში რიგები. ჰაერის და წყლის მოწამვლაა საშინელი :/ რაღაც რადიაციულმა ზონებმა იმატა ომის დროს დატოვებულებმა და ნახევრად დაფლულებმა მიწაში ...ხალხს საერთოდ არ ადარდებს ეს რატომ დგანან ამ რიგებში და ან რატომ მოიმატა ასე ... მთავრობასაც ფეხებზე ჰკიდია როცა ხედავს ხალხი არ აპროტესტებს გარემოს ასეთ ცვლილებას ... ევროპაში კერძოდ იტალიაში ონკოლოგიური კაბინეტები ცარიელია და 110 წლამდე ცხოვრობენ თითქმოს. იქ პირიქით სიბერემ იკლო და მუდმივად ახალგაზრდებივით გამოიყურებიან ნუ ცხოვრებოს ჯანსაღი წესიც აქვთ პლიუს დამკვიდრებული მაგრამ აი კავკასიაში ონკოლოგიური პაციენტების რიცხვი საგრძნობლად მომატებულია :/ რატომ დუმს ხალხი?
22:50 / 08-10-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```