- გვესაუბრეთ საფრთხეების შესახებ, რომლებიც თვითნებურად დაწყებულ დიეტებს ახლავს...
- პირველ რიგში, ალბათ უნდა განვსაზღვროთ რა არის დიეტა, დიეტა ეს არის სწორი, ბალანსირებული, რაციონალური, ჯანსაღი კვება, რომელიც აუცილებელია დაიცვას ყველამ განურჩევლად ასაკისა, სქესისა ცხოვერბის ნებისმიერ ეტაპზე,
- ბევრი ქალისთვის პრობლემური საკითხია მშობიარობის შემდეგ სასურველ ფორმაში ჩადგომა. თუ დედა ბუნებრივად კვებავს ბავშვს, რომელ დიეტას ურჩევდით? რომელი საკვები შეუძლია გამორიცხოს ან არ უნდა გამორიცხოს რაციონიდან?
- როგორც უკვე აღნიშნეთ, დიეტა არის სწორი კვება, ამიტომ აუცილებელია კვების სწორი პრინციპი დაიცვან ორსულებმაც, რომ არ მოხდეს ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება ორგანიზმში, რაც უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ნაყოფზე, ასევე ორსულის ორგანიზმზე. რაც შეეხება ორსულობის შემდგომ კვებას, მეძუძურობის პერიოდში
- არსებობს თუ არა საფრთხე, რომ დიეტის გამო მეძუძურ დედას რძე შეუწყდეს?
- რა თქმა უნდა, ეს საფრთხე არ არსებობს, რადგან დიეტა ანუ სწორი კვება აუცილებელია ამ დროს, როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვისაც.
- როგორ შეაფასებთ თანამედროვე ბავშვების კვების რაციონს, სად უშვებენ მშობლები შეცდომებს?
- მშობლები შეცდომას უშვებენ ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდშივე. თუ ორსული დედა იცავს სწორი კვების პრინციპებს, გარკვეული ჩვევები უკვე უმუშავდება ბავშვს მუცლადყოფნისას და შემდგომ, რა თქმა უნდა, 1-3 თვე აუცილებელია ბავშვს ჩამოვუყალიბოთ რეჟიმი, ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუ გადაგვყავს ხელოვნურ კვებაზე, საკვები იყოს ყოველგვარი დანამატის გარეშე, ანუ უშაქრო და უმარილო.
- ყველაზე ხშირად, რა იწვევს ჭარბწონიანობას ბავშვებში?
- რა თქმა უნდა, ეს გახლავთ დიდი რაოდენობით ნახშირწყლების მიღება: შოკოლადები, პურ-ფუნთუშეული და ტკბილი გაზიანი სასმელები
- რამდენად კავშირშია ჩვენი კვებით გამოწვეული პრობლემები ტრადიციულ ქართულ კერძებთან?
- შეიძლება ითქვას, რომ სოციალურ მდგომარეობასთან ბევრად არის კავშირი, ვიდრე ჩვენს ტრადიციულ კერძებთან. თუ სწორი კვების პრინციპებს დავიცავთ და შესაბამისად მივმართავთ ზომიერებას, შეგვიძლია მივირთვათ ყველაფერი. ყველა ტრადიციული კერძი კალორიულია და ბევრი - რთულად მოსანელებელიც, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აუცილებელია ზომიერების დაცვა.
- როგორც დიეტოლოგი, რა ცვლილებებს შეიტანდით ქართულ სუფრაში და ყველაზე მეტად რომელ კერძებს მიიჩნევთ სასარგებლოდ?
- ცვლილებებს ნამდვილად არ შევიტანდი, რადგან მეც გურმანი ვარ და მიყვარს ქართული კერძები, უბრალოდ, შევცვლიდი სუფრის წესებს და ყველა ქართულ კერძს ერთ სუფრაზე არ მოვათავსებდი. უნდა შევეცადოთ, თუ მივირთმევთ ხინკალს, იმ დღესვე არ მივირთვათ ხაჭაპური ან საცივი.
რუსკა კილასონია