როგორ დავიცვათ თავი ძუძუს კიბოსგან - ცნობილი მამოლოგის, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებლის, პროფესორ გია ნემსაძის რჩევები ქალებს - მშობლები

როგორ დავიცვათ თავი ძუძუს კიბოსგან - ცნობილი მამოლოგის, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებლის, პროფესორ გია ნემსაძის რჩევები ქალებს

2018-10-09 10:17:47+04:00

ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ მივ­მარ­თეთ ცნო­ბილ მა­მო­ლოგს, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, ონ­კო­ქი­რურგს, პრო­ფე­სორ გია ნემ­სა­ძეს ცხოვ­რე­ბის არა­ჯან­სა­ღი წესი, გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი, რა­დი­ა­ცი­უ­ლი ფონი, ხში­რი სტრე­სი და ნერ­ვი­უ­ლო­ბა, შო­ბა­დო­ბის შემ­ცი­რე­ბა - ეს ყვე­ლა­ფე­რი და კი­დევ არა­ერ­თი პრობ­ლე­მა მსოფ­ლი­ო­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ძუ­ძუს კი­ბოს გახ­ში­რე­ბის მი­ზე­ზია. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­შუ­ა­ლოდ 10 000 ადა­მი­ა­ნი­დან 50 ძუ­ძუს კი­ბო­თია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბამ გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით იკლო, რაც დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ მივ­მარ­თეთ ცნო­ბილ მა­მო­ლოგს, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, ონ­კო­ქი­რურგს, პრო­ფე­სორ გია ნემ­სა­ძეს.

- რა არის ძუ­ძუს კი­ბოს გა­მომ­წვე­ვი ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რე­ბი და სა­ი­დან იღებს ეს და­ა­ვა­დე­ბა სა­თა­ვეს?

- მრა­ვა­ლი გა­რე­გა­ნი ფაქ­ტო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ძუ­ძუს კი­ბოს გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი. ყვე­ლა­ფე­რი გარ­კვე­უ­ლი დო­ზით მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე. და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი და გა­რე­მო, ში­ნა­გა­ნი სტრე­სი და ნერ­ვი­უ­ლო­ბა, ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი, ად­რე­უ­ლი მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლი, გვი­ან მშო­ბი­ა­რო­ბა, ლაქ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დის არ ქონა, გვი­ან­დე­ლი მე­ნო­პა­უ­ზა, გე­ნე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა - ეს ყვე­ლა­ფე­რი ძუ­ძუს კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის ნე­გა­ტი­ურ ფონს ქმნის.

altეს კოსმეტიკა ქალებში საშვილოსნოსა და ძუძუს კიბოს რისკს ზრდის - ტუში, პომადა კბილის პასტა, ანტიპერსპირანტები

ცხოვ­რე­ბის სტი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძუ­ძუს კიბო უფრო ხში­რია ჩრდი­ლო­ე­თის ქვეყ­ნებ­ში, ნაკ­ლე­ბად გვხვდე­ბა სამ­ხრე­თის ქვეყ­ნებ­ში, ჩი­ნეთ­სა და ია­პო­ნი­ა­ში. კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში უფრო ნაკ­ლე­ბია აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში, რად­გან ჩვენს მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში შო­ბა­დო­ბა შე­და­რე­ბით უფრო მა­ღა­ლია.

- აქვს თუ არა ძუ­ძუს კი­ბოს პირ­ვე­ლა­დი სიმპტო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ქალს ამ­ცნობს, რომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბა საფრ­თხე­შია?

- და­ა­ვა­დე­ბის აღ­მო­ჩე­ნის პირ­და­პი­რი გზა არ არ­სე­ბობს. ძუ­ძუს კი­ბოს პრე­ვენ­ცი­ი­სა და ად­რე­ულ ეტაპ­ზე აღ­მო­ჩე­ნის­თვის დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა სკრი­ნინგ-პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ბედ­ნი­ე­როდ, და­ნერ­გი­ლია.

თავ­და­პირ­ვე­ლად, სა­სურ­ვე­ლია, ქა­ლებ­მა ყო­ველ­თვი­უ­რად, მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ერ­თსა და იმა­ვე დროს ჩა­ი­ტა­რონ თვით­გა­სინ­ჯვა. თუ აღ­მო­ა­ჩი­ნეთ სიმ­კვრი­ვე ან სარ­კე­ში შე­ნიშ­ნეთ ძუ­ძუს დე­ფორ­მა­ცია, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მი­მარ­თოთ სპე­ცი­ა­ლისტს. უფრო ხში­რად, ძუ­ძუს კი­ბოს შემ­ჩნე­ვა ხდე­ბა კვან­ძით, რო­მელ­თა 80% კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნია.

აგ­რეთ­ვე, თუ გაქვთ ძუ­ძუს კი­ბო­სად­მი მემ­კვიდ­რუ­ლი გან­წყო­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია წე­ლი­წად­ში ერთხელ მი­მარ­თოთ მა­მო­ლოგს და ჩა­ი­ტა­როთ პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბი.

სხვა ცალ­სა­ხა ნიშ­ნე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ძუ­ძუს კი­ბოს არ გა­აჩ­ნია. მას სა­წყის სტა­დი­ებ­ზე ტკი­ვი­ლიც არ ახა­სი­ა­თებს. სა­დაც ტკი­ვი­ლია, იქ კიბო არაა.

altდასახელდა საუკეთესო პროდუქტი მკერდის და საკვერცხეების კიბოს პროფილაქტიკისთვის

ძუ­ძუს კი­ბოს აღ­მო­სა­ჩე­ნად არ­სე­ბობს კვლე­ვის ორი მე­თო­დი: ექოს­კო­პია და რენტგე­ნო­მა­მოგ­რა­ფია, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე ხდე­ბა სარ­ძე­ვე ჯირ­კვლე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა.

- რა ასა­კის ქა­ლე­ბი არი­ან ძუ­ძუს კი­ბოს მა­ღალ რისკ ჯგუფ­ში?

- ძუ­ძუს კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კი არ­სე­ბობს 40-დან 60 წლამ­დე ქა­ლებ­ში. მე­ნო­პა­უ­ზის შემ­დეგ და­ა­ვა­დე­ბის გა­ჩე­ნის რის­კი იზ­რდე­ბა.

განაგრძეთ კითხვა