სიცხიან ბავშვს პერიოდულად ხელ-ფეხი ეყინება ალბათ ყველა მშობელს შეუმჩნევია, რომ სიცხიან ბავშვს პერიოდულად ხელ-ფეხი ეყინება. თუ ლაპარაკი იცის, გეუბნებათ, რომ ძალიან სცივა. არადა თერმომეტრი გეუბნებათ, რომ სიცხე აქვს. მშობელი ამ დროს იბნევა - იცის, რომ სიცხიანი ბავშვის ჩათბუნება არ შეიძება, არადა პატარა აშკარად გაყინულია.
დაიმახსოვრეთ:
სანამ ხელ-ფეხი ცივია, ტემპერატურა ზემოთ იწევს. ამ დროს შეგიძლიათ მისცეთ სიცხის დამწევი, მაგრამ ჯერ არ გამოიყენოთ დაზელვა-გაგრილების მეთოდი.