ბავშვი, რაც არ უნდა მაძღარი, მშრალი და კარგ ხასიათზე იყოს, დედასთან მიდის, რომ მან ხელში აიყვანოს "3 თვის ხდება და ხელიდან ვერ ვუშვებ, ფაქტობრივად, არ იძინებს თუ არ ჩამეხუტა! ნამდვილი დიქტატორია. მიშველეთ რამე, მთელი დღე მტოვებს მშიერ-მწყურვალს და ისეთი მძიმეა, უკვე წელი მტკივა. როგორ გადავაჩვიო ხელში ყოფნას? ისე, რომ არ იყოს მისთვის მორალურად საზიანო..." - ეს ერთ-ერთი პოსტია სოციალური ქსელიდან და უამრავი დედის სათქმელს ამბობს.
ბევრი ოჯახისთვის ნაცნობია ასეთი სიტუაცია: ბავშვი, რაც არ უნდა მაძღარი, მშრალი და კარგ ხასიათზე იყოს, დედასთან მიდის, რომ მან ხელში აიყვანოს და მთელი დღე შეუძლია, ასე გაატაროს. ხოლო თუ დედა ჩამოსვამს და შეეცდება, თავისი საქმე გააკეთოს, ბავშვი ტირილს იწყებს და ისტერიკაც შეძლება მოაწყოს. როგორ გადავაჩვიოთ ბავშვს ხელში აყვანის მოთხოვნა...
უნდა გაითავისოთ, რომ ნახევარ შემთხვევაში ბავშვი ხელში აყვანას ჭირვეულობას გამო იწყებს. აი, რამდენიმე მიზეზი:
შიმშილი კოლიკა. (ასეთი მიზეზი 3-4 თვის ჩვილებში უფრო ხშირია). მაღალი ტემპერატურა მუცლის ტკივილი ჩასველება.
ბავშვმა შეიძლება იტიროს ნერვული გადაღლილობის გამო, რადგან მისი ნერვული სისტემა ჯერ კიდევ სუსტი და ჩამოუყალიბებელია. მაგრამ ხშირად, ტირილით ბავშვი მშობლებით მანიპულირებას ცდილობს.
მშობლის მიზანია, გაარკვიოს ჭირვეული ტირილი რაიმე მიზეზით გამოწვეულისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვს ხელში აყვანას ვერ გადააჩვევთ.
"ბავშვი კარგად გრძნობს, ოჯახის რომელი წევრი უფრო მგრძნობიარეა მისი ტირილისა და ისტერიკის მიმართ. თუ დაკვირვებიხართ, ბავშვი ისტერიკას არ აწყობს ავეჯისა და ტელევიზორის წინაშე, არამედ იმ ადამიანის წინაშე, ვინც იცის, რომ ხელებს გაუწვდის ასაყვანად.
ამიტომ ეცადეთ, არ შეიმჩნიოთ მისი ისტერიკა, გაუღიმეთ და თავი ისე დაიჭირეთ, თითქოს არ გაწუხებთ მისი ტირილი. ბავშვი ძალიან მალე იგრძნობს, რომ ხელში ასაყვანად ეს მეთოდი აღარ "მუშაობს" და დამშვიდდება" - ასეთია ექიმ კომაროვსკის შეფასება
თუ ბავშვი ხელში აყვანას გთხოვთ, როცა რაღაც აწუხებს, აშინებს, სიცხე აქვს ან სტკივა, აუცილებელიცაა, რომ დაამშვიდოთ. მაგრამ აუცილებელი არაა, ბავშვი მთელი დღე ხელში ატატებული ატაროთ.
რეალური ტკივილის, პრობლემის დროს ბავშვი ხელში აიყვანეთ, ზურგზე მოეფერეთ. ექიმების აზრით, ბავშვს ხელში აიყვანაზე უარი არ უნდა უთხრათ 6-8 თვემდე. ეს საზიანოც კი შეძლება იყოს ჩვილისთვის.
ჩვილი ხელით უნდა ატაროთ, ეს აუცილებელიცაა, მაგრამ ჩვილობის პერიოდის დასრულების თანავე, უნდა გადააჩვიოთ.
ისწავლეთ ბავშვის დამშვიდების განსხვავებული მეთოდი. გადაიტანეთ მისი ყურადღება სათამაშოზე, დაარწიეთ ეტლში, შეუცვალეთ სხეულის მდგომარეობა - ზურგზე გადააწვინეთ ან გვერდზე. მოზრდილ ბავშვს ალტერნატივა შესთავაზეთ: თქვენ გვერდით დაჯდომა, წიგნის დათვალიერება, დახატვა, მუსიკის მოსმენა ან სათამაშოებით თამაში. და ამ მომენტში აუცილებლად შეეხეთ: თავზე ხელი გადაუსვით, მოეფერეთ სხეულზე. აგრძნობინეთ ტაქტილური კონტაქტი. მაგრამ ხელში არაფრის დიდებით არ აიყვანოთ. ბავშვი მიხვდება, რომ დედა გვერდითაა, მისგან არსადა წასვლას არ აპირებს.
ტაქტიკის არჩევისას თავდაჯერებულად უნდა მოქმედებდეთ. ცოტა ხანში ბავშვი "ისტერიკას" აღარ მოგიწყობთ და აღარც ხელში აყვანას მოგთხოვთ. ამავდროულად, თქვენ გვერდით თავს კომფორტულად იგრძნობს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი საქმეებით ხართ დაკავებული.