"მაღალი სიცხისას სანთლის გაკეთებას ზოგჯერ აზრი არა აქვს" - კომაროვსკის განმარტება
"მაღალი სიცხისას სანთლის გაკეთებას ზოგჯერ აზრი არა აქვს" - კომაროვსკის განმარტება
მაღალი სიცხის დროს მშობლები პატარებისთვის ძალიან ხშირად იყენებენ სანთლებს და უმეტესობა კმაყოფილიცაა. რა თქმა უნდა, ვიყენებთ სიცხის დამწევ პრეპარატებსაც. როცა ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, მშობელი ხშირად იბნევა - სიცხის დამწევი გამოიყენოს თუ სანთლები?

სიცხის დამწევი თუ სანთელი? - ამ საკითხს ექიმი კომაროვსკი ასე განმარტავს:

თუ ბავშვს 38 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა აქვს და ხელ-ფეხი ცივი აქვს, მისთვის სიცხის დამწევი სანთლის გამოყენებას აზრი არა აქვს. სამაგიეროდ, კუჭში მოხვედრილი სიცხის დამწევი უფრო სწრაფად გააგრილებს სხეულს. მას სამედიცინო განათლებს მქონე მშობლები შეეკამათნენ: მათი აზრით, თუ
სიცხიან ბავშვს სანთელს გავუკეთებთ, ის სწრაფად და ადვილად დადნება. ასეთია ფიზიკის კანონი.
ექიმი კამაროვსკი ამ ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა...
sicxis damwevi,santlebi,komarovski
- ეფექტის მისაღებად სანთლის დადნობა საკმარისი არაა. სამკურნალო პრეპარატი სისხლმა უნდა შეიწოვოს. მართალია, მაღალი სიცხის დროს სანთელი სწრაფად დადნება, მაგრამ რამდენად სწრაფად შეიწოვება ორგანიზმის მიერ? აი, ესაა მთავარი კითხვა. სწრაფად დადნობა და სწრაფად შეწოვა სულ სხვადასხვა რამაა.

საქმე იმაშია, რომ მაღალი სიცხის დროს, როცა ორგანიზმში სითხის დაბალი დონეა, შეიძლება სისხლის მიმოქცევა დაირღვეს, რაც ხელ-ფეხის გაციებით გამოიხატება ხოლმე. ორგანიზმი თვლის, რომ სისხლი უნდა მიეწოდოს, სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ორგანოებს - ტვინი, ფილტვები... ნაწლავებსა და კანს კი -
ნაკლები.
მაღალი ტემპერატურის დროს, სპაზმის გამო სწორი ნაწლავიდან შეწოვა იკლებს. ამიტომ, სიცხის დამწევი სანთლის გამოყენებისას მისი ეფექტი შენელებული იქნება. მაგრამ კუჭი სწორ ნაწლავთან შედარებით უფრო აქტიური ორგანოა და წყალს უფრო ადვილად შეიწოვს.

ორიენტირი მაღალ ტემპერატირაზე კი არა, ბავშვზე უნდა აიღოთ. თუ პატარას თბილი და ვარდისფერი ტერფები აქვს, სისხლის მიმოქცევა დარღვეული არაა და შეგიძლიათ სიცხის დამწევი სანთელი გამოყენოთ, ხოლო თუ პატარას გაცრეცილი და ცივი ტერფები აქვს, უმჯობესია, სიცხის დამწევი საშუალება დაალევინოთ.

2178
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```