სიცხის დამწევი გამოიყენოს თუ სანთლები? მაღალი სიცხის დროს მშობლები პატარებისთვის ძალიან ხშირად იყენებენ სანთლებს და უმეტესობა კმაყოფილიცაა. რა თქმა უნდა, ვიყენებთ სიცხის დამწევ პრეპარატებსაც. როცა ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, მშობელი ხშირად იბნევა - სიცხის დამწევი გამოიყენოს თუ სანთლები?
ექიმი კამაროვსკი ამ ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა...
- ეფექტის მისაღებად სანთლის დადნობა საკმარისი არაა. სამკურნალო პრეპარატი სისხლმა უნდა შეიწოვოს. მართალია, მაღალი სიცხის დროს სანთელი სწრაფად დადნება, მაგრამ რამდენად სწრაფად შეიწოვება ორგანიზმის მიერ? აი, ესაა მთავარი კითხვა. სწრაფად დადნობა და სწრაფად შეწოვა სულ სხვადასხვა რამაა.
საქმე იმაშია, რომ მაღალი სიცხის დროს, როცა ორგანიზმში სითხის დაბალი დონეა, შეიძლება სისხლის მიმოქცევა დაირღვეს, რაც ხელ-ფეხის გაციებით გამოიხატება ხოლმე. ორგანიზმი თვლის, რომ სისხლი უნდა მიეწოდოს, სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ორგანოებს - ტვინი, ფილტვები... ნაწლავებსა და კანს კი - ნაკლები.
მაღალი ტემპერატურის დროს, სპაზმის გამო სწორი ნაწლავიდან შეწოვა იკლებს. ამიტომ, სიცხის დამწევი სანთლის გამოყენებისას მისი ეფექტი შენელებული იქნება. მაგრამ კუჭი სწორ ნაწლავთან შედარებით უფრო აქტიური ორგანოა და წყალს უფრო ადვილად შეიწოვს.
ორიენტირი მაღალ ტემპერატირაზე კი არა, ბავშვზე უნდა აიღოთ. თუ პატარას თბილი და ვარდისფერი ტერფები აქვს, სისხლის მიმოქცევა დარღვეული არაა და შეგიძლიათ სიცხის დამწევი სანთელი გამოყენოთ, ხოლო თუ პატარას გაცრეცილი და ცივი ტერფები აქვს, უმჯობესია, სიცხის დამწევი საშუალება დაალევინოთ.