როგორ პოულობენ დონორების ბავშვები ნათესავებს დნმ-ს მეშვეობით ხელოვნური განაყოფიერება ბოლო პერიოდში ჩვეულებრივ რეალობად იქცა და ხსნად უამრავი ოჯახისთვის. ხშირად ხელოვნური განაყოფიერებისთვის ქართველი წყვილებიც იყენებენ დონორების გენეტიკურ მასალას. შესაბამისად, სპერმას და კვერცხუჯრედს ადგილობრივი ახალგაზრდებისგან ქართული კომპანიებიც "იბარებენ". დონორის სპერმის საკითხს კი გარკვეული სიფრთხილეები ახლავს როგორც ჩვენთან, ისე მსოფლიო მასშტაბით.
სპერმის დონაციისა და სუროგაციის ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლის, თამარ გვაზავას ინფორმაციით, ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი მოთხოვნაა კვერცხუჯრედზე, ვიდრე სპერმაზე, მაგრამ, ამის მიუხედავად, გარკვეული ბაზა მაინც არსებობს. სპერმის.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, საინტერესოა, უცხოეთში შექმნილი ის პრობლემები და უხერხულობები, რაც სპერმის დონაციამ გამოიწვია. ერთ მშვენიერ დღეს იგივე პრობლემის წინაშე შეიძლება ქართველი ახალგაზრდებიც დადგნენ. მაგალითად, ბილოგიურმა და-ძმებმა შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობა დაამყარონ, გახშირდეს გენეტიკური დაავადებები და ა.შ. აი, რა რეალობასთან მოუწიათ შეჯახება სპერმის დონორისგან ჩასახულ ბიოლოგიურ და-ძმებს.
რამდენიმე თვის შემდეგ, ვან ხალენმა არა მარტო გაიგო ბიოლოგიური მამის ვინაობა, არამედ შეიტყო ნიდერლანდებში 60 და-ძმის არსებობის შესახებ. მათ შორის რამდენიმე მის სამეზობლოში ცხოვრობდა.
ივოს ბიოლოგიური მამა 20 წლის მანძილზე რეგულარულად აბარებდა სპერმას ნიდერლანდის სამ კლინიკაში, რომლიდანაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ქალები სარგებლობდნენ. წინასწარი შეფასებით, ამ მამაკაცის ბიოლოგიური გოგონებისა და ვაჟების რაოდენობა შეიძლება 1000-მდე ავიდეს.
როდესაც ერთმანეთს გამოელაპარაკნენ, აღმოაჩინეს, რომ ორივე ანონიმური დონორის სპერმის შედეგად იყო მოვლენილი ქვეყანაზე.
მსგავსება იმდენად დიდი იყო, რომ გოგონებმა გადაწყვიტეს თავიანთი დედებისგან გაეგოთ დონორის საიდენტიფიკაციო ნომრები. აღმოჩნდა, რომ ნომრები დაემთხვა ერთმანეთს.
"ყოველ ჯერზე, როდესაც ვპოულობ ახალ და-ძმას, ვფიქრობ: ოდესმე დამთავრდება თუ არა ეს?"
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე შემოიღეს შეზღუდვები შთამომავლობის გაგრძელების რაოდენობაზე, რომელიც შეიძლება ერთმა დონორმა დატოვოს. მაგალითად ამერიკაში და კანადაში ასეთი შეზღუდვები არ არის. საზოგადოება კი ძალიან შეშფოთებულია ამ ფაქტით. ჯერ ერთი, სისხლით ნათესავებმა (რომლებმაც არ იციან ამის შესახებ), შეიძლება ერთმანეთთან სასიყვარულო ურთიერთობა გააბან. მეორე - მამაკაცები, რომლებიც აბარებენ თავის გენეტიკურ მასალას - ამას ანონიმურად აკეთებენ. ასევე შუძლიათ დამალონ მემკვიდრეობითი დაავადებების არსებობა. სამედიცინო ჟურნალში აღწერილი იყო შემთხვევები, როდესაც და-ძმები ერთმანეთს პოულობდნენ მაშინ, როდესაც ერთი და იგივე იშვიათი გენეტიური დაავადებების შესახებ ეძებდნენ მკურნალობის მეთოდებს.
ამ მხრივ არც საქართველოშია სახარბიელო მდგომარეობა. არსებობს სპეციალური სააგენტოები, სადაც მამაკაცები თანხის სანაცვლოდ აბარებენ სპერმას. ერთჯერადი ჩაბარების ფასი 150-200 ლარია. გენეტიკურ მასალას ექიმები იყენებენ როგორც საქართველოში ხელოვნური განაყოფიერების მსურველი წყვილებისთვის, ასევე უცხოელი პაციენტებისთვისაც. ეს არის პრობლემა რომელზეც ახლა არ ხდება დიდი ყურადღების მიქცევა, მაგრამ ეს ფაქტი სამომავლოდ აუცილებლად მოგვცემს ძალიან უარყოფით შედეგებს.