საუბრობს მედიცინის დოქტორი მარინა ცაბაძე
სურდო ბევრს არასერიოზული დაავადება ჰგონია, თუმცა ის მრავალი უსიამოვნების მომტანია. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ფარმაცევტიკაში არსებული სხვადასხვაგვარი სპრეები თუ წვეთები დიდწილად ამსუბუქებს სურდოთი გამოწვეულ უსიამოვნებებს. ამ თემაზე "ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის" ექიმი, მედიცინის დოქტორი მარინა ცაბაძე საუბრობს:
– უნდა აღინიშნოს, რომ თავისთავად სურდო, რინორეა – ორგანიზმის დაცვითი რეაქციაა ვირუსული აბაქტერიული ინფექციის მიმართ. ცხვირის ღრუში გამოყოფილი ლორწო იცავს სასუნთქ გზებს მიკრობებისა და ვირუსების ზემოქმედებისაგან.
მოქმედების მიხედვით სურდოსა და ცხვირის გაჭედილობის სამკურნალო საშუალებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
სისხლძარღვების შემავიწროებელი; ცხვირის ლორწოვანი გარსის დამატენიანებელი; ანტიალერგიული, ანტიჰისტამინური; ანტიბაქტერიული; ვირუსის საწინააღმდეგო; ლორწოს გამათხელებელი; ჰორმონული; მცენარეული.
ისინი ძირითადად სპრეისა და წვეთების სახითაა წარმოდგენილი.
– ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამაზე არ არსებობს. ეს დამოკიდებულია პაციენტსა და მის დაავადებაზე. რიგი პარამეტრებით, სპრეი უფრო ეფექტიანია, რადგან პრეპარატი თანაბრად ნაწილდება ლორწოვანი გარსის მთელ ზედაპირზე. მეორე მხრივ, ის უკუნაჩვენებია 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის...
– ცხვირში სპრეის შესხურებისას შეიძლება ის არა მარტო ბავშვის ცხვირის ღრუში მოხვდეს, არამედ, მაგალითად, ევსტაქის მილში, რომელიც ბავშვებს მოზრდილებისაზე უფრო მოკლე აქვთ. სპრეისთაერთად შეიძლება იქ ბაქტერიებიც შევიდეს, რამაც ოტიტი აევსტაქიიტი გამოიწვიოს. სპრეი შეიძლება მოხვდეს ბრონქებშიც და ასფიქსია ასხვა მძიმე შედეგები განვითარდეს.
– უმთავრესია, რომ დამატენიანებელი წვეთები ზღვის მარილებს შეიცავდეს. არსებობს ასევე ბავშვებისთვის დასაშვები სისხლძარღვების შემავიწროებელი, სურდოს სამკურნალო საშუალებები, ისინი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ექიმმა ინდივიდუალურად უნდა შეურჩიოს პაციენტს.
– სურდოს ერთ-ერთი თვისება ცხვირისა და ცხვირ-ხახის ლორწოვნი გარსის სისხლძარღვების გაფართოებაა. ეს იწვევს შეშუპებასა და ცხვირის გაჭედილობას. სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებები მოქმედებს პერიფერიული სისხლძარღვების ადრენალინის რეცეპტორებზე, ავიწროებს მათ, ამის გამო შეშუპება მცირდება და ცხვირიც სუფთავდება. განაგრძეთ კითხვა