როგორ მივიტანოთ ეჭვი ფილტვების ანთებაზე - სიმპტომები, რომლებიც არ უნდა გამოგეპაროთ
როგორ მივიტანოთ ეჭვი ფილტვების ანთებაზე - სიმპტომები, რომლებიც არ უნდა გამოგეპაროთ

სიტუაცია - საბავშვო ბაღის მასწავლებელი მოულოდნელად სამსახურში გირეკავს - პატარას სიცხე აქვს, ძალიან ახველებს... გულგახეთქილი გარბიხარ და პირველი, რასაც ფიქრობ - ფილტვების ანთება ხომ არ აქვს? სადღაც გაგიგია, რომ პნევმონია ადრეულ ასაკში ერთ-ერთი „მკვლელი“ დაავადებაა, ამიტომაც ძალიან გეშინია.
პნევმონია, ანუ ფილტვის ქსოვილის ანთება სხვადასხვა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს, თუმცა ბავშვთა ასაკში, ძირითადად გვხვდება, როგორც ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების გართულება.
წარმოშობის მიხედვით ორი ტიპის პნევმონიას ვარჩევთ - საზოგადოებაში შეძენილს და საავადმყოფოსშიდა ინფექციას. ეს უკანასკნელი ვითარება ჰოსპიტალიზაციის დროს კლინიკაში არსებული რომელიმე მიკრობის
ზეგავლენით.
პნევმონიას, როგორც ზოგადად, სასუნთქი გზების ინფექციებს, ახასიათებს ხველა, ცხელება, თუმცა მხოლოდ ამ ნიშნებით მასზე ეჭვის მიტანა ძნელია.
დაავადების დიაგნოსტირება, რა თქმა უნდა, ექიმის საქმეა, მაგრამ ეჭვის მიტანა ამ დაავადებაზე ყველა დედამ უნდა იცოდეს.

ამისათვის დათვალეთ სუნთქვის სიხშირე

როგორ დავთვალოთ სუნთქვა?

სუნთქვის აქტი ორი ფაზისგან შედგება - შესუნთქვა და ამოსუნთქვა. ამ ორი ფაზის დათვლით ვიღებთ 1 სუნთქვით აქტს.
უკვე გიამბეთ, რომ ადრეული ასაკის ბავშვები ხშირად სუნთქავენ. პნევმონიის დროს სუნთქვის სიხშირე კი განსაკუთრებით მატულობს.

სუნქვის გახშირება ქვედა სასუნთქი გზების დაავადებების, მათ შორის პნევმონიის, ბრონქოსპაზმის მთავარი ნიშანია და ამიტომ დახმარებისათვის ექიმს დაუყოვნებლად უნდა მიმართოთ.
მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე
2804
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```