როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს კომაროვსკის რჩევა:
თამბაქოთი მოწამვლის ორი მთავარი მიზეზი არსებობს:
აქტიური ან პასიური მოწევის შედეგად, ნიკოტინის ინჰალაციური გზით შესუნთქვა თამბაქოს ჩაყლაპვა ბავშვების მიერ, მათ შორის ნიკოტინის საღეჭი რეზინიდან, პლასტირებიდან და ელექტრონული სიგარეტებიდან. ⠀
ჩივილები: მოუსვენრობა (აგზნებადობა), გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი; მომატებული ოფლის გამოყოფა; ძლიერი მოწამვლისას- უჰაერობა, გულის რიტმის დარღვევა, კრუჩხვა;
გადაუდებელი დახმარება: ნიკოტინის ინჰალაციური გზით მოწამვლისას დახმარება იგივეა, რაც გაზით მოწამვლის დროს. მთავარია - ბავშვის სწრაფად გაყვანა სუფთა ჰაერზე. თუ ეს არ არის შესაძლებელი - გამოაღეთ ფანჯრები და კარები.
თამბაქოს მოწევა ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის!
თუ ბავშვმა გადაყლაპა თუთუნი - ხელოვნურად გამოიწვიეთ ღებინება: იმისათვის, რომ გამოიწვიოთ ღებინება, დაალევინეთ ბავშვს 1-2 ჭიქა წყალი ან რძე. შემდეგ კი ხელი ჩაუყავით ხახაში, გაამოძრავეთ თითები და გამოიწვიეთ ღებინება. თითები შეიძლება ჩაანაცვლოთ კოვზით, რომელიც უნდა დააჭიროთ ენის ძირს; ბავშვის წინააღმდეგობის მიუხედავად, აუცილებლად გამოიწვიეთ ღებინება.
ყურადღება! 1 წლამდე ბავშვის მოწამვლისთვის საკმარისია ½ თუთუნის ჩაყლაპვა. 1 შეჭმული სიგარეტი - საშიში დოზაა 1 წლის ზევით ბავშვისთვისაც კი.
თუთუნით მოწამვლის პროფილაქტიკა: იქონიეთ სინდისი - ნუ მოწევთ შენობაში, სადაც იმყოფებიან ბავშვები. ნუ მიაგდებთ აქეთ-იქით თქვენს სიგარეტებს, შეინახეთ ბავშვისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!!!