როგორ მივხვდეთ რომ ანევრიზმა გვაქვს - პროფესორი კოტე ყიფიანი "ჩუმი სიკვდილის" გამომწვევ მიზეზებზე
როგორ მივხვდეთ რომ ანევრიზმა გვაქვს - პროფესორი კოტე ყიფიანი "ჩუმი სიკვდილის" გამომწვევ მიზეზებზე
ანევ­რიზ­მა ყვე­ლა­ზე სა­ში­ში გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ხში­რად ფა­ტა­ლუ­რად სრულ­დე­ბა. სხვა­დას­ხვა ტი­პის ანევ­რიზ­მა არ­სე­ბობს, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მუც­ლის აორ­ტის ანევ­რიზ­მაა. რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ თავი ამ ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბის­გან, ამის შე­სა­ხებ "რე­ი­ტინგს" ბო­ხუ­ას კლი­ნი­კის ან­გი­ო­ქი­რურ­გი, პრო­ფე­სო­რი კოტე ყი­ფი­ა­ნი ესა­უბ­რა.

- ანევ­რიზ­მე­ბი, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, სის­ხლძარ­ღვთა ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის გამო ჩნდე­ბა. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რი მუც­ლის აორ­ტის ანევ­რიზ­მაა. პრო­ცენ­ტუ­ლად, მას­ზე, ანევ­რიზ­მა­თა, და­ახ­ლო­ე­ბით, 80% მო­დის. ანევ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, სის­ხლძარ­ღვთა კედ­ლის ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი გა­დაგ­ვა­რე­ბაა. მა­გა­ლი­თად, თუ ჯან­მრთე­ლი აორ­ტის დი­ა­მეტ­რი 2 სან­ტი­მეტ­რია, 3 ან 4 სან­ტი­მეტ­რის შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მე
უკვე ანევ­რიზ­მას­თან გვაქვს. თუ ანევ­რიზ­მის დი­ა­მეტ­რი 5 სმ-მდეა, მას სჭირ­დე­ბა არა­ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა და დაკ­ვირ­ვე­ბა დი­ნა­მი­კა­ში, მაგ­რამ თუ უფრო დიდი ზო­მაა, მისი გას­კდო­მის ალ­ბა­თო­ბა დი­დია და ამი­ტომ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ჩვენ გვქო­ნია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პა­ცი­ენტს მუც­ლის აორ­ტის 13 სმ-იანი დი­ა­მერ­ტის ანევ­რიზ­მა ჰქონ­და. ეს თით­ქმით მთე­ლი მუც­ლის ღრუა.

- უფრო ხში­რად რა ასაკ­ში ვლინ­დე­ბა ეს და­ა­ვა­დე­ბა?


- ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ანს ეს და­ა­ვა­დე­ბა არ ემარ­თე­ბა. მუც­ლის აორ­ტის ანევ­რიზ­მა გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მა­მა­კა­ცებ­ში, ვიდ­რე ქა­ლებ­ში. შე­ფარ­დე­ბა 1/10-ზეა. მისი სა­შუ­ა­ლო ასა­კია 65 წელი. 55 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ­მა ყვე­ლა მა­მა­კაც­მა უნდა გა­ი­კე­თოს ექოს­კო­პია და შე­ა­მოწ­მოს, ხომ არ არის ამ და­ა­ვა­დე­ბის რიკს-ჯგუფ­ში. რისკ-ჯგუ­ფებ­ში პირ­ველ
რიგ­ში ის ადა­მი­ა­ნე­ბი ხვდე­ბი­ან, ვი­საც ეს და­ა­ვა­დე­ბა გე­ნე­ტი­კა­ში აქვს, ასე­ვე მწე­ვე­ლე­ბი, ვი­საც ათე­როსკლე­რო­ზი აქვს.

- რა შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა, ათე­როსკლე­რო­ზის პრე­ვენ­ცი­ი­სათ­ვის გა­ა­კე­თოს?


- ათე­როსკლე­რო­ზის პრე­ვენ­ცია ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სია. წნე­ვის კონ­ტრო­ლი, სი­გა­რე­ტის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა და რაც მთა­ვა­რია, ჯან­სა­ღი კვე­ბა. ადა­მი­ან­მა უნდა მი­ი­ღოს ბოსტნე­უ­ლი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით. ნაკ­ლე­ბად უნდა მი­ი­ღოს ქო­ლეს­ტე­რი­ნის შემ­ცვე­ლი საკ­ვე­ბი, კვერ­ცხი, ღო­რი­სა და სა­ქონ­ლის ხორ­ცი, შემ­წვა­რი და ა.შ. ხან­ში­შე­სულ­მა ადა­მი­ან­მა წე­ლი­წად­ში ერთხელ ან ორ­ჯერ უნდა ჩა­ი­ტა­როს სკრი­ნინ­გი (მუც­ლის ღრუს ექოს­კო­პია). ეს მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ თუ ათე­როსკლე­რო­ზი გა­მოჩ­ნდა, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე გა­და­ვი­დეთ და შე­ვა­ჩე­როთ მისი გან­ვი­თა­რე­ბა. ათ­როსკლე­რო­ზის მკურ­ნა­ლო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა შე­ჩე­რე­ბა - შე­საძ­ლე­ბე­ლი... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
5298
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```