"ძვირფასო მშობლებო, ვეცდები გასაგებად აგიხსნათ..." - ინგა მამუჩიშვილი დღეს გავრცელებულ ვირუსზე
"ძვირფასო მშობლებო, ვეცდები გასაგებად აგიხსნათ..." - ინგა მამუჩიშვილი დღეს გავრცელებულ ვირუსზე
ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს გავრცელებულ ვირუსთან დაკავშირებით აფრთხილებს:

"ამ პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა იმ ტელეფონის ზარებმა, რომელიც განუწყვეტლივ შემოდის. ძვირფასო მშობლებო, შევეცდები ავხსნა პოპულარულად... ვირუსულ ინფექციას ახასიათებს ხშირად ჰიპერთერმია, რომელიც თქვენ ძალიან გაშინებთ. დაავადების პირველი 48 საათის განმავლობაში ტემპერატურა რთულად ექვემდებარება დაწევას, იმიტომ რომ ვირუსი მრავლდება, ორგანიზმი კი სიცხის მეშვეობით ებრძვის მას. არ არის საჭირო ტემპერატურასთან დაუნდობელი ბრძოლის გამოცხადება, ამით თქვენ აქვეითებთ ორგანიზმის უნარს იბრძოლოს ვირუსის წიააღმდეგ. ტემპერატურას არ შეებრძოლოთ მინიმუმ 38, 5 გრადუსამდე, გააგრილეთ ბავშვი, არ მისცეთ სიცხის დამწევი
8 საათიან ზოგჯერ 6 საათიან ინტერვალზე ადრე. გამოიყენეთ ის ბუნებრივი საშუალებები, რასაც თქვენი ექიმი გირჩევთ, არ გამოიყენოთ ანტიბაქტერიული პრეპარატები, ისინი არ მოქმედებენ ვირუსზე, დაელოდეთ ექიმის გადაწყვეტილებას. სიცხე ვირუსული ინფექციის დროს არის ორგანიზმის სიგნალიც (განგაში) და ამავდროულად თავდაცვაც. ნუ შეგეშინდებათ, ვირუსის ელიმინაციას (გამოსვლას) ორგნიზმიდან ჭირდება 5-7დღე, თუ დამოუკიდებლად დაიწყებთ მკურნალობას, შეიძლება პირიქით, გაართულოთ. ვირუსს არ ჭირდება მკურნალობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკონტროლოდ დატოვოთ. დატვირთეთ ბავშვი ვიტამინებით მდიდარი საკვებით, თუმცა, არ დააძალოთ. მიეცით სითხეები. დაბანეთ კიდეც და ჰაერზეც გაიყვანეთ, ხშირად გაანიავეთ ბინა. იყავით კონტაქტში ექიმთან. ნუ შეშინდებით." - წერს მამუჩიშვილი

44350
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
საინტერესოა
0
ესე ადრე 90იან წლებში არ მახსოვს ასე მასიურად სიცხეები ქონიყოთ ბავშვებს მიუხედავდ იმისა რომ არც ცხელი წყალი იყო და არც გათბობა.. ეხლა კი ყოველ ზამთარს სიცხეები ვირუსები გრიპები არადა მეტი კომფორტი აქვს ხალხს მაშინდელთან შედარებით..
20:51 / 21-12-2018
...
0
39 გრადუსიანი სიცხიანი ბავშვის დაბანა არ მიმაჩნია სწორედ შეიძლება ანთება განუვითარდეს გაუმწვავდეს გტიპი ან ვირუსი .აგრამ სუფთა ჰაერი კარგია უმეტესად კი სიცხიან ბავშვს არ აქვს თავი სეიფნობის უმჯობესია ოთახის განიავება წოლითი რეჟიმი ისე ბავშვი ოდნავ თუ კარგად გრძნობს თავს მაშინვე იწყებს თამაშს მაგრამ აი ეს ცალსახა მიდგომაც არაა კარგი რომ უნდა აბანაო და გარეთ გაიყვანო გავიგეთ რომ არაა საშიში მაგრამ არც აუცილებელია სიცხიანის სეირნობა მითუმეტეს ზამთრის კინუს გრადუსებში მე არ მესმის უბრალოდ თუ ადამიანს თვითონ ყავს ბავშვი აქვს გამოცდილება სიცხიანს როგორ მოექცეს .. იმაში ვეთანხმები რომ სიცხის დამწევები 38.4 დან უნდა მივცეთ რომ ორგანიზმმა ისწავლოს ბრძოლა..სიცხიანს კი უმეტესად სიწყნარე სჭირდება სუფთა განიავებული ოთახი..სიცხე რომ დაუკლებს ანუ რომ მორჩება მერე აჭყუმპალავეთ წყალში!
15:29 / 16-12-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```