არის თუ არა გამოყენებული ვაქცინებში აბორტისმიერი ნაყოფის ნივთიერება
არის თუ არა გამოყენებული ვაქცინებში აბორტისმიერი ნაყოფის ნივთიერება
ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია ცდილობს ის მითები და დეზინფორმაციები გააქარწყლოს, რაც აცრების საწინააღმდეგოდ ვრცელდება და რაც შეიძლება გასაგებად მიაწოდოს სწორი, გადამოწმებული და სმეცნიერო წყაროებით გამყარებული ინფორმაცია. ამჯერად ის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მითს გამოეხმაურა:


"შემდეგი მითი:
''ვაქცინაში აბორტისმიერი ნაყოფის ნივთიერებაა და ქსოვილები!!!11'' და იქვე მითითებულია WI-38 და MRC-5.

ცოტა უცნაურად ჟღეს თუმცა მოდი საშიში სიტყვები გამოვყოთ:

1 - ქსოვილები;
2 - ნაყოფის ნივთიერება (არ ვიცი რას ნიშნავს);
3 - მისტიკური აბრევიატურა
WI-38 და MRC-5;
4 - აბორტისმიერი (ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს დარბოდნენ მეცნიერები და აბორტებს აკეთებდნენ ამისთვის).

განვიხილოთ სათითაოდ:

ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ზოგადად, მედიცინაში გვამების შესწავლა და მათზე მუშაობა არის მიღებული პრაქტიკა, ასე რომ არ ყოფილიყო, დღეს არ გვეცოდინებოდა ანატომია, ქირურგია იქნებოდა ისევ ვარაუდის დონეზე და ვერც სხვადასხვა ნივთიერების მოქმედებებს გავიგებდით და ვერც სამედიცინო ექსპერტიზებს ჩავატარებდით.

ზოგადად ვაქცინების შემადგენლობაში ნანო ნაწილაკების სახით, მიკრო დოზებით გვხვდება დამზადებს პროცესში გამოყენებული ნივთიერებებიც და ისინი არიან კარგად გამოკვლეული და უსაფრთხო.

1 - სკოლისდროინდელი ბიოლოგია: ორგანოები შედგებიან ქსოვილებისგან და ქსოვილები უჯრედებისგან.
ქსოვილი - მრავალუჯრედიან ორგანიზმებში აგებულებითა და ფუნქციებით მსგავსი უჯრედების და მათ შორის არსებული უჯრედგარე სივრცის ერთიანობა.
ბევრი
რომ აღარ გავაგრძელო, როგორ წარმოგიდგენიათ ქსოვილი(!) ფიზიკურად იყოს ვაქცინაში?

2 - ნაყოფის ნივთიერება როგორც ტერმინი არ გვხვდება არც ერთ სამეცნიერო დარგში, ასეთ სიტყვათა თანწყობას უბრალოდ შინაარსი არ გააჩნია;

3 - WI-38 და MRC-5ეს არის ადამიანის უჯრედის შტამები (შტამი - მიკროორგანიზმების წმინდა კულტურა, ასევთქვათ "ასუფთავებული უჯრედი"), რომელიც გამოიყენება ვაქცინის დამზადებისას, სხვადასხვა ვირუსის კულტივირებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს ის ''იწმინდება'', საბოლოო პროდუქტში ნარჩენი ნანონაწილაკების, უკიდურესად მცირე, მიკროდოზების სახით შეიძლება შეგვხვდეს, ისიც არა ყველა ვაქცინაში და მაგალითად ისეთ სასიცოცხლო ვაქცინაში, როგორიცაა ცოფის ვაქცინა (აქვე შეგახსენებთ, რომ ცოფის, როგორც დაავადების სიკვდილიანობა 100%-ია).

4 - დიახ, საწყისი უჯრედები აღებულია მკვდარი ნაყოფისგან, მიღებული არაკრიმინალური (!) ან სპონტანური (!) აბორტით და აღებულია ის 60იან წლებში და არა, არ დარბიან მეცნიერები და ამის გამო აბორტებს არ აკეთებენ ყოველდღე, არ არის საჭირო რადგან ერთ-ერთი მიზეზი რატომაც გადაწყდა ეს ტაქტიკა არის ის, რომ ამ უჯრედების გამრავლება შესაძლებელია ლაბორატორიაში ძალიან დიდი რაოდენობით და მას მერე ლაბირატორიულად ხდება მათი მიღება და არ არსებობს კაცობრიობის ისტორიაში არც ერთი შემთხვევა რომ სპეციალურად ამისთვის გაეკეთებინათ აბორტი.
(აქვე მორალისტებს შევახსენებ რომ საქართველოში ლეგალური აბორტების რაოდენობა ყოველ წელს შეადგენს დაახლოებით 40 000-ს და არალეგალური კიდევ ცალკე რიცხვებია).

შესაბამისად:

რადგან ვაქცინის დამზადების პროცესიდან ნარჩენი უჯრედების შტამები WI-38 და MRC-5 არათუ ქსოვილებს, არამედ კლასიკური გაგებით უჯრედებსაც კი არ წარმოადგენენ;
რადგან 'ნაყოფის ნივთიერება' ასეთი ტერმინი ბუნებაში არ არსებობს;
და რადგან ვაქცინის დამზადება არასდროს ყოფილა აბორტის გაკეთების მიზეზი, წინადადება ''ვაქცინაში აბორტისმიერი ნაყოფის ნივთიერებაა და ქსოვილები WI-38, MRC-5!!!11'' არის მცდარი და უბრალოდ შინაარსი არ გააჩნია.

#მითებივაქცინებზე


წყაროები:
https://www.chop.edu/.../vaccine-ingredients/fetal-tissues

https://sciencebasedmedicine.org/aborted-fetal-tissue.../

https://en.wikipedia.org/wiki/WI-38

https://www.historyofvaccines.org/human-cell-strains

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5689800/

https://www.who.int/rabies/vaccines/human_vaccines/en/

https://en.wikipedia.org/wiki/MRC-5

https://www.cdc.gov/.../appendices/B/excipient-table-2.pdf


altამ სტატიას რომ წაიკითხავთ, აუცილებლად აცრით თქვენს შვილს და აღარ დაგებადებათ ეჭვები ვაქცინაციაზე!


2483
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
სტატია გათვლილია კატეგირიაზე " წყარის მაინც არავინ წაიკითხავს"... აბორტირებული ქსოვილის ფრაგმენტები MRC-5 და WI-38 წწყ(MMR) ს აბსოლიტურად ყველა ვაცინაშია და A ჰეპატიტის ვაქცინაში. უცხო ადამიანის დმნ-ის ე.წ. "ნანო ნაწილაკის" დონეზე შემორჩენა ვაქცინების საბოლოო ვარიანტში სასტიკად დაუშვებელია. აბა რა გინდათ მიკრო ნაწილაკებად იყოს უცხო დნმ? ეს დმნ-ის ნანო ნაწილაკი სავსებით საკმარისია იმისათვის რომ მოახსინოს ინტეგრირება მასპინძლის გენომში... გაბათილებაზე დაგეშბვას გიჯობთ მალები საფუძვლიანად შეისწავლოთ.
14:25 / 17-12-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```