"თუ სიცხე ყოველ 4 საათში იწევს, შეგვიძლია გაორმაგებულად ჩავრთოთ სიცხის დამწევი საშუალებები" - თემურ მიქელაძე გავრცელებულ ვირუსზე
"თუ სიცხე ყოველ 4 საათში იწევს, შეგვიძლია გაორმაგებულად ჩავრთოთ სიცხის დამწევი საშუალებები" - თემურ მიქელაძე გავრცელებულ ვირუსზე
ზამთრის დადგომისთანავე თავი იჩინა სეზონისთვის დამახასიათებელმა ვირუსებმა, რაც მაღალი სიცხით, ყელის ტკივილით, ცემინებით და სხვა არაერთი სიმპტომით გამოიხატება. როგორ ვებრძოლოთ სეზონურ ვირუსებს, როგორ ავიცილოთ თავიდან მათი გავრცელება, ამ და სხვა საინტერესო საკითხზე პედიატრმა, პროფესორმა თემურ მიქელაძემ "მედიაცენტრ მთავარში" გავართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. გთავაზობთ ამ საუბრის ძირითად ნაწილს.

რამდენ ხანს გაგძელდება ვირუსის გავრცელება

ჩვენი ქვეყანა ზომიერი კლიმატის ქვეყანაა. სეზონური გრიპის ვირუსი მიმდინარეობს ნოემბრის შუა რიცხვებიდან და გრძელდება მომდევნო წლის აპრილის ბოლომდე. შარშან თუ უფრო გვიან დაიწყო და ძირითადად B ტიპის ვირუსით, წელს შედარებით
ადრე დაიწყო A ტიპის ვირუსით. როგორც მოგახსენეთ, ვირუსის დაწყება მოხდა უფრო ადრე, ნოემბრის ბოლოდან, ამიტომ გაგრძელდება აპრილის შუა რიცხვებამდე, ან მარტის ბოლომდე.
წელს ნამდვილად არის მომართვიანობა გაზრდილი. ყველას აქვს ერთნაირი სიმპტომები, მაღალი ცხელება, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, ცემინება, ხველა, ზოგ შემთხვევაში დიარეა, ღებინება, სახსრების ტკივილი. განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვები არიან მივარდნილები, ადინამიურები და მშობელს პირველ, ან მეორე დღესვე მოჰყავს ასეთი ბავშვი. როგორც მოგეხსენებათ, ვირუსის მკურნალობა არ არსებობს. ამიტომ მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა მიმდინარეობს. განსაკუთრებული რისკ ჯგუფის მქონე პაციენტებში ჩვენ ვიყენებთ გრიპის საწინააღმდეგო, ანტივირუსულ პრეპარატებს, როგორიცაა მაგალითად ტამიფლუ. ორსულებში ვიყენებთ საინგალაციო გრიპის საწინააღმდეგო საშუალებებს. რისჯ
გუფის მქონე პაციენტები არიან გულსისხლძარღვთა სისტემის მქონე პაციენტები, შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანები, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე ადამიანები, ბრონქული ასთმით მოავადენი, 65 წელს გადაცილებული ასაკის მქონე პაციენტები, ორ წლამდე ასაკის ბავშვები, ხშირად მოავადე ბავშვები და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ გრიპის საწინააღმდეგო ვირუსული პრეპარატი.

როგორ ავიცილოთ თავიდან ვირუსი

თუ ვირუსისგან თავდაცვა გვინდა, ვიყენებთ მხოლოდ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა ჩავატაროთ ეპიდემიის დაწყებამდე, ანუ გრიპის კლინიკურ გამოვლინებამდე. მაგალითად ოქტომბრის ბოლოს, თუმცა არც ახლაა გვიან.

რატომ არ უნდა იჩქაროს მშობელმა ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანა

რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციას, ამას აქვს სპეციალური კლინიკური ნიშნები, რასაც აფასებს აუცილებლად ექიმი და ამ კლინიკური ნიშნების საფუძველზე ახდენს პაციენტის ჰოსპიტალიზაციას. გრიპისთვის დმახასიათებელია მაღალი სიცხე 39 გრადუსი და ხან 41 გრადუსამდეც ადის სიცხე. მკურნალობა არის სიმპტომური თერაპია. თუ ორგანიზმი ვერ ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებებს (შესაძლია გრიპის პირველ და მეორე დღის განმავლობაში ტემპერატურა ყოველ ოთხ საათში ავიდეს), შეგვიძლია გაორმაგებულად ჩავრთათ სიცხის დამწევი საშუალებები, განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებში. თუ პაციენტი არის მძიმე, ამ შემთხვევაში ვახდენთ მის ჰოსპიტალიზაციას და იქ უკეთდება სიმპტმური თერაპია, კეთდება რეჰიდრატაციული თერაპია, ანუ ე.წ გადასხმები. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის გამომშრალი, ვერ იღებს საკვებს და სითხეს, ასეთ შემთხვევაშიც ჰოსპიტალიზაცია საჭიროა. გრიპის დროს სასურველია ჰოსპიტალიზაცია მცირე დროით განხორციელდეს, ვინაიდან კლინიკაში სხვა პაციენტებიც არიან სხვადასხვა სომატური პათოლოგიებით და შესაძლოა გრიპის ვირუსმა მეტი ზიანი მიაყენოს მათ.
მხოლოდ 40 გრადუსი სიცხე არ არის იმის ნიშანი, რომ პაციენტი გადავიყვანოთ საავადმყოფოში. თავად მშობელმა არ უნდა გადაიყვანოს ბავშვი. უნდა გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. თუ პაციენტს არ აქვს სხვა ქრონიკული პათოლოგია, ის აუცილებლად უნდა იყოს სახლში, ბინის პირობებში, ვინაიან არ მოხდეს ამ ვირუსის გავრცელება ირგვლივმყოფებთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ პაციენტი არ არის ადინამიური, სითხეს და საკვებს იღებს ნორმალურად, ის უნდა დარჩეს სახლში.

რა დროს უნდა გამოვიყენოთ სიცხის დამწევი საშუალებები

ევროპის და ამერიკის აკადემიის რეკომენდაცია არის შემდეგი, სიცხის დამწევი საშუალებები არ გამოვიყენოთ 39 გრადუსამდე, ვინაიდან ცხელება არის ორგანიზმის დამცველობითი რეაქცია, რესპირაციული პათოგენის მოსაცილებლად. ამ ცხელებამ უნდა მოკლას გრიპის ვირუსი და ჩვენ ცხელებას არ უნდა ვებრძოლოთ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ პაციენტი იტანს ცხელებას და არ აქვს მას დამძიმებული ანამნეზი, არ არის საჭირო სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენება. მთავარია მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე. სწორედ ამ სითხეებით ავიცილებთ თავიდან გამოშრობას, გულყრებს და ა.შ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ვირუსის გავრცელება

იმისათვის, რომ გრიპის ვირუსი არ გავრცელდეს, საჭიროა ჰიგიენური ნორმების დაცვა. ხელები უნდა დავიბანოთ ხშირად. საბავშვო ბაღში მყოფ ბავშვებს 4-5-ჯერ უნდა დავბანოთ ხელი. აუცილებლად სველი წესით უნდა დამუშავდეს საკლასო ოთახები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები. დაახლოებით 4-5-ჯერ უნდა განიავდეს ოთახები, რომლებიც პრაქტიკულად საერთოდ არ ნიავდება. განიავების დროს ბავშვები საკლასო ოთახებში არ უნდა იყვნენ. დასუფთავების დროს უნდა გამოვიყენოთ ერთჯერადი მოვლის საშუალებები, ერთჯერადი ჰიგიენური საშულებები. მაგალითად საკლასო ოთახში იატაკიც და მაგიდის ზედაპირიც ერთიდაიგივე ტილოთი არ უნდა გაიწმინდოს. ეს სამწუხაროდ ხდება და მე შევსწრებივარ ამ პრობლემებს. თუ ყველა ჰიგიენურ ნორმას დავიცავთ, ვირუსის გავრცელებას ავირიდებთ თავიდან.
მერი ბლიაძე

23546
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
..
0
მე ვიცი რომ 38.4 გრადუსის მერე უნდ მივცეთ სიცხის დამწევი.. ბევრი ვერ იტანს სიცხეს აღრც სითხეებს იღებს და მივარდნილია. არაა სწორი რომ 39 და მეტს დაველოდოთ ამან უფრო ცუდი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს .. ეს ვირუსები კი არ მახსოვს ჩემს ბავშვობაში .
15:46 / 16-12-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```