შეწყდება თუ არა სწავლა ვირუსების გამო - განმარტავს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი
შეწყდება თუ არა სწავლა ვირუსების გამო - განმარტავს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი
ზამთრის სეზონზე გავრცელებული დაავადებების გამო სულ უფრო და უფრო აქტიურდება კითხვები, რომელებიც აცრებს უკავშირდება. ბოლო დროს ხშირად გვწერენ იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ავიცრათ მენინგიტზე. ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე გვპასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი.

- მენინგიტი არის სინდრომი, რომელსაც იწვევს სხვადასხვა გამომწვევი. მაგ. პნევმოკოკის აცრა გვიდევს გეგმიურ ვაქცინაციაში. მოგეხსენებათ, პნევმოკოკი არის მენინგიტების გავრცელებული გამომწვევი. პირველ რიგში, როცა მენინგიტზე ვსაუბრობთ, უნდა გავარკვიოთ მის რომელ სახეობას
ვეხებით. კონკრეტულად მენინგიტზე აცრა, ეგეთი რაღაც არ არსებობს. არსებობს რამდენიმე მიკრობის საწინააღმდეგო აცრა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ მენინგიტი.

altმენინგიტის 10 სიმპტომი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს



- რას გვეტყვით წითელაზე, რა მდგომარეობა გვაქვს ამ ეტაპზე?


- წითელას შემთხვევების ერთი მესამედი ისე მიმდინარეობს, რომ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. გვყავს წითელას გამწვავებული და გართულებული ფორმით პაციენტები. მიუხედავად იმისა რომ წითელას ვაქცინა გვაქვს ქვეყანაში და ის შეთავაზებულია ყველა ასაკობრივი კონტიგენტისთვის, აქტივობა და მომართვიანობა არადამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება, ჩუტყვავილას, მასზე აცრა არ არის გეგმიური ვაქცინაციის ნაწილი. სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ აიცრან.

- გავრცელებული ვირუსების გამო, ხომ არ გეგმავთ მიმართოთ განათლების სამინისტროს დაითხოვონ მოსწავლეები და დაგეგმილზე უფრო ადრე შეწყდეს სწავლა?


- ეს მდგომარეობას არაფრით არ შეამსუბუქებს ავადობის
მხრივ, იმიტომ, რომ ახლა არის რესპირაციული ვირუსების გავრცელების აქტიური პერიოდი და რამდენიმე სახის ვირუსი ცირკულირებს, მათ შორის არის გრიპის ვირუსიც და სამწუხაროდ, სკოლებისა და ბაღების ადრე დათხოვნა არ არის გამოსავალი ავადობის შესამცირებლად. ამიტომაც ამ რეკომენდაციის საჭიროება არ არის. შემიძლია, რჩევის სახით ვთქვა, რომ სკოლებსა თუ ბაღებში ოთახები ხშირად განიავდეს და ადმინისტრაციამ ავადმყოფი ბავშვები არ დაუშვას. დანარჩენი ეს არის განათლების სამინისტროს კომპეტენცია, თუ ისინი თვლიან, რომ სასწავლო პროცესი სრულყოფილად ვერ მიმდინარეობს, მაშინ თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

რუსკა კილასონია
9721
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
მარი
0
ყველა დედამ თავად გადაწყვიტოს, ღირს თუ არა ბოლო კვირას ბავშვის სკოლაში ტარება
13:52 / 24-12-2018
მოქალაქე
0
არსებობს ინკუბაციური პერიოდი,რომლის დროსაც სიმპტომები არ არის გამოვლენილი,მაგრამ დაავადება გადამდებია. არ ახველებს,ცხვირიდან არ მოსდის,მაგრამ ავად არის უკვე და აფრქვევს ვირუსს.გრიპის ვირუსს მოკლე ინკუბაციური პერიოდი აქვს.რამოდენიმე საათი.ამ შემთხვევაში ან უნდა აიცრათ,ან ნიღბით იაროთ ან ერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს.
12:23 / 20-12-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```