როცა პატარა სიმაღლეში ჩამორჩება, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება - პედიატრის რჩევები - მშობლები

როცა პატარა სიმაღლეში ჩამორჩება, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება - პედიატრის რჩევები

2018-12-20 14:56:35+04:00

არსებობს სპეციალური ფორმულები ვაჟებისა და გოგონებისათვის, რომლებიც ბავშვის სავარაუდო სიმაღლეს განსაზღვრავს

სპეციალურად პედიატრ თამარ ობგაიძის ბლოგისთვის, მისმა კოლეგამ, ბავშვთა ენდოკრინოლოგმა, ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური და სქესობრივი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია რეხვიაშვილმა პატარების ზრდა-განვითარების შესახებ პოსტი დაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

როცა პატარა სიმაღლეში ჩამორჩება

ნორმალური ფიზიკური განვითარება სხვადასხვა ორგანოთა სისტემების ურთიერთკოორდინირებული ფუნქციონირების შედეგია, განაპირობებს ძვლების ხაზოვან ზრდას და ადვილად შეიძლება დაირღვეს სხადასხვა ავადმყოფობების და არასახარბიელო ფაქტორების ზეგავლენით.

ზრდაში ჩამორჩენის მიზეზები მრავალფეროვანია, მრავალრიცხოვანია ის დაავადებები თუ მდგომარეობები, რომლებიც ხასიათდებიან ზრდაში ჩამორჩენით. მათ შორის შეიძლება გამოვყოთ:

კვების და ზოგადად მონელება-შეწოვის დარღვევები სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები. ზრდის ჰორმონის დეფიციტით გამოწვეული ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები ჰორმონული დისბალანსი ფსიქო-ნევროლოგიურ ფაქტორები გენეტიკურ ფაქტორები მაგ. ტანდაბლობის ოჯახური განწყობა

altსიმაღლეში მოსამატებელი ხალხური რეცეპტი - რომელი საკვები უშლის ხელს ზრდას

alt როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვის სიმაღლეში ზრდას - პროფესორი მანანა რუხაძე