"ეს უსაფრთხოა... ანალიზებს იტალიაში ვაგზავნით" - ჯანდაცვის მინისტრის განცხადება
 "ეს უსაფრთხოა... ანალიზებს იტალიაში ვაგზავნით" - ჯანდაცვის მინისტრის განცხადება
ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის დასადგენად კვლევა გახანგრძლივდა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შარშან ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტყვიის შემცველი წყაროების შესახებ ქვეყანაში პოტენციური საფრთხეები არსებობდა, რის შემდეგაც სამინისტრომ კვლევა დაიწყო.

„კვლევა მნიშვნელოვანია. მის დაწყებამდე, შარშან ზაფხულში ინფორმაცია გააქტიურდა, რომ ტყვიის შემცველი წყაროების შესახებ ქვეყანაში პოტენციური საფრთხეები არსებობს, რაც განსაკუთრებით ბავშვებს საფრთხეს უქმნის. ამ საფრთხეების შემხვედრ ნაბიჯად
ჩვენ კვლევა დავიწყეთ, რომელიც აუცილებელია, რათა გავიგოთ, ეს მომატებული საფრთხე მართლა თუ არსებობს და რა წყაროებიდან მოდის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას მიმართა, ანალიზების გაკეთებაზე უარი არ თქვან.

„ეს უსაფრთხოა. ანალიზებს იტალიაში სპეციალიზირებულ ლაბორატორიაში ვაგზავნით. იმის მოლოდინი არ გვქონდა, რომ 100%-ით დამყოლობა იქნებოდა, მაგრამ 60% დამყოლობა ძალიან დაბალია. ამიტომ ჩვენ ამ კვლევას იქამდე გავაგრძელებთ, ვიდრე ვალიდურ რაოდენობას არ დავაგროვებთ. თუ ნაკლები ადამიანი ჩაერთვება, ამ კვლევას უფრო დიდი ხანი დასჭირდება და პასუხს უფრო გვიან მივიღებთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 11 დეკემბერს განაცხადა, რომ ჯამში 1500 ბავშვის სისხლის ანალიზები უნდა აიღონ. ამ დროისთვის
კი მხოლოდ 1 300-მდე ბავშვს აუღეს სინჯები.





3087
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```