თბილისში, საჯარო სკოლაში ტუბერკულოზის შემთხვევა გამოვლინდა - რა შემთხვევაშია დაავადება გადამდები
თბილისში, საჯარო სკოლაში ტუბერკულოზის შემთხვევა გამოვლინდა - რა შემთხვევაშია დაავადება გადამდები
თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში ტუბერკულოზის შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთ მოსწავლეს დაავადება ერთი თვის წინ დაუდგინდა. ის მკურნალობას სახლში განაგრძობს.

სკოლაში ამბობენ, რომ მომხდარის გამო სასწავლო ოთახები სველი წესით დაამუშავეს და შენობა კარგად გაანიავეს, რაც სპეციალისტების აზრით, საკმარისი უნდა იყოს დაავადების გავრცელების პრევენციისთვის.

ექიმებმა უკვე გამოიკვლიეს ის ბავშვები, რომლებსაც დაავადებულ მოზარდთან კონტაქტი ჰქონდათ.
მედიკოსების განმარტებით, შეიძლება ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია მოხვდეს სხვა, ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში და გამოიწვიოს დაინფიცირება, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს დაავადებას. ანუ მიკობაქტერიის სხვა ორგანიზმში მოხვედრა არ ნიშნავს იმას, რომ
ადამიანი უპირობოდ დაავადდება, ეს დამოკიდებულია პიროვნების იმუნურ სისტემაზე. როცა დაქვეითებულია იმუნური სისტემა, მაშინ უფრო მარტივად ხდება დაავადება.
ტუბერკულოზზე ეჭვი მიაქვთ გახანგრძლივებული ხველის, ოფლიანობის, წონაში კლების დროს.
დაავადება არ გადადის კარის სახელურებიდან, არც ნივთებიდან, არც ხელის ჩამორთმევით, გადადების გზა მხოლოდ და მხოლოდ დაავადებულ ადამიანთან ერთ სივრცეში ყოფნაა. წაიკითხეთ, რა უნდა იცოდეს მშობელმა ტუბერკულოზზე

altრა უნდა იცოდნენ მშობლებმა ტუბერკულოზის შესახებ და რას გვირჩევს სპეციალისტი

alt"თუ ეგ ბავშვი ბანკეტზე მოვა, ჩვენი შვილების მოსვლას არც ელოდოთო" - ტუბერკულოზის გამო გარიყულმა მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა

altთბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ტუბერკულოზის შემთხვევა გამოვლინდა


1827
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```