შეიძლება თუ არა ნუროფენი ჩუტყვავილას დროს - ინგა მამუჩიშვილი მშობლების კითხვას პასუხობს
შეიძლება თუ არა ნუროფენი ჩუტყვავილას დროს - ინგა მამუჩიშვილი მშობლების კითხვას პასუხობს
მიმდინარე ზამთარი მშობლებისთვის რთული აღმოჩნდა. გრიპისა და გრიპისმაგვარ ვირუსებს ჩუტყვავილაც დაემატა. წელს დედების სოციალურ ჯგუფებში ჩუტყვავილა საკმაოდ განხილვადი თემა იყო და ბევრმა მშობელმა დაწერა, რომ ამ დაავადების დროს იბუპროფენის (ნუროფენი) გამოყენება უკუნაჩვენები იყო. მშობლები ძირითადად, უცხოურ მედია წყაროებს ასახელებენ და უკვირთ, რატომ არ აქვთ ამის შესახებ ინფორმაცია ქართველ პედიატრებს.
ამ სადაო კითხვაზე ზუსტი პასუხის მისაღებად ცნობილ პედიარტს ინგა მამუჩიშვილს დავუკავშირდით.

- ქალბატონო ინგა, მშობლებში გავრცელებულია აზრი, რომ ჩუტყვავილას დროს ნუროფენი მიცემა არ
შეიძლება. რამდენად არის ეს სიმართლესთან ახლოს და საიდან უნდა წარმოშობილიყო ეს აზრი. საერთოდ, არის მედიკამენტები, რომლებიც ბატონების დროს უკუნაჩვენებია?
- სიცხის რეგულაციისათვის მშობლებს მრავალი ანტიპირეტული საშუალების გამოყენება უწევთ. არსებობს მოსაზრება, რომ იბუპროფენის გამოყენება არ შეიძლება ჩუტყვავილას დროს. ზოგიერთი ავტორი აღნიშნავს, რომ თითქოს, იბუპროფენის გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს კანის მძიმე ინფექციები. ეს მოსაზრება არ არის რეალური, რადგან ამ ჰიპოთეზას არ ამყარებს ორმხრივი, ბრმა, რანდომიზირებული და სხვა სარწმუნო კვლევები. ანუ ეს მხოლოდ მოსაზრებაა, რომელიც არ დამტკიცებულა.

- ნუროფენის და პარაცეტამოლის გარდა, სხვა სიცხის საწინააღმდეგო წამლები არსებობს?
- აღარ ჰამოიყენება ასპირინი და ანალგინი. ნუროფენი და პარაცეტამოლი ორივ გამოიყენება ჩუტყვავილას დროს.
1293
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```