- ქალბატონო ინგა, მშობლებში გავრცელებულია აზრი, რომ ჩუტყვავილას დროს ნუროფენი მიცემა არ შეიძლება. რამდენად არის ეს სიმართლესთან ახლოს და საიდან უნდა წარმოშობილიყო ეს აზრი. საერთოდ, არის მედიკამენტები, რომლებიც ბატონების დროს უკუნაჩვენებია?
- სიცხის რეგულაციისათვის მშობლებს მრავალი ანტიპირეტული საშუალების გამოყენება უწევთ. არსებობს მოსაზრება, რომ იბუპროფენის გამოყენება არ შეიძლება ჩუტყვავილას დროს. ზოგიერთი ავტორი აღნიშნავს, რომ თითქოს, იბუპროფენის გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს კანის მძიმე ინფექციები. ეს მოსაზრება არ არის რეალური, რადგან ამ ჰიპოთეზას არ ამყარებს ორმხრივი, ბრმა, რანდომიზირებული და სხვა სარწმუნო კვლევები. ანუ ეს მხოლოდ მოსაზრებაა, რომელიც არ დამტკიცებულა.
- ნუროფენის და პარაცეტამოლის გარდა, სხვა სიცხის საწინააღმდეგო წამლები არსებობს?
- აღარ ჰამოიყენება ასპირინი და ანალგინი. ნუროფენი და პარაცეტამოლი ორივ გამოიყენება ჩუტყვავილას დროს.