რომელ წრეებზე უნდა ატაროთ ბავშვი მეტყველების პრობლემებისას და როგორ მკურნალობენ ლოგონევროზს - რჩევები ლოგოპედისგან - მშობლები

რომელ წრეებზე უნდა ატაროთ ბავშვი მეტყველების პრობლემებისას და როგორ მკურნალობენ ლოგონევროზს - რჩევები ლოგოპედისგან

2018-12-26 11:15:00+04:00

მეტყველება არის ის, რითაც ადამიანები ერთმანეთთან ვამყარებთ კავშირს, წარმოდგენა გვექნება ერთიმეორეზე და ზოგადად, ვქმნით საკუთარ მესა და იმიჯს. სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში გახშირდა მეტყველების პრობლემები. ცნობილია, რომ პლანეტის მოსახლეობის 2% აქვს ლოგონევროზი, რაც მოკლედ, რომ ვთქვა, მეტყველების რითმისა და ტემპის დარღვევას გულისხმობს. ეს ერთ-ერთი რთულად განკურნებადი დაავადებაა, რომელსაც სჭირდება კომპლექსური მკურნალობა. ვისაც ამ პრობელმასთან ჰქონია შეხება, დამეთანხმება, რომ რთულია მოძებნო სპეციალისტი, რომელიც შემოგთავაზებთ მკურნალობის ეფექტურ გზას.

ამ თემაზე სასაუბროდ მივმართეთ, მეტყველების თერაპევტს, სიმონ ხიჩინაშვილის სახ. საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის წევრ, დეფექტოლოგ, მზია ზენაიშვილს, რომელსაც უშუალოდ ჰქონია ამ ტიპის პრობლემასთან შეხება და 32 წელია ზემოთ აღნიშნულ პათოლოგიის მქონე პაციენტებთან მუშაობს.

- თავდაპირველად გაგვიმარტეთ, თუ რას გულისხმობს დეფექტოლოგია?

- დეფექტოლოგია ეს არის მედიცინისა და ზოდაგი პედაგოგიკის საფუძვლებზე დამყარებული მეცნიერება. დეფექტოლოგი ვალდებულია, ჰქონდეს სამედიცინო განთლება და გაიაროს საკორექციო პედაგოგიკა. თუ არ გაქვს შესაბამისი სამედიცინო განათლება და საფუძვლიანად ვერ ერკვევი ამ საკითხში, ვერ მიხვდები, მეტყველების ესა თუ ის დარღვევა რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული, რაც საბოლოო ჯამში იწვევს საპირისპირო, უარყოფით შედეგებს, რომელიც სამწუხაროდ საკმაოდ გახშირებულია ბოლო დროს.

- სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში მომრავლდა მეტყველების პრობლემები. რისგანაა ეს გამოწვეული?

- ზოგადად, თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში მეტყველებითი დარღვევები პროცენტულად გაიზრადა. მეტყველების ინტენსიური განვითარების პერიოდში, დაახლოებით 2-5 წლის ასაკში, როდესაც ხდება სამეტყველო ნერვული კავშირების განვითარება, ადვილია ამ არამყარი სუსტი მექანიზმის დაზიანება. თუ ეს პროცესი 6 თვეზე მეტ დროს გრძელდება, აუცილებლად უნდა მივმართოთ მეტყველების სპეციალისტს. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩამოყალიბებული არ არის ბავშვის ორგანიზმი, ამ დროს კომპიუტერები, ტელეფონები, ზოგადად გაჯეტები უარყოფითად მოქმედებს ნერვულ სისტემასა და ფსიქიკაზე, რის შემდგომაც მეტყველების დარღვევა მარტივად იჩენს თავს. 32 წლიანმა პრაქტიკამ კარგად დამანახა, რა იყო ადრე და რა ხდება დღეს, ამიტომ ყურადღებას გავამახვილებ ისეთ პრობლემაზე, რომელიც საკმაოდ აქტიურია, როგორც ბავშვებში, ასევე მოზარდებში - ეს გახლავთ ლოგონევროზი.

mshoblebi

ლოგონევროზი არის მეტყველების ტემპისა და რითმის დარღვევა, რომელსაც თან ახლავს სამეტყველო კუნთების სპაზმური შეკუმშვა. სტატისტიკური მონაცემებით ბავშვთა 10%ექვემდებარება ამ ფენომენს და ეს არ არის პატარა რიცხვი, პლანეტის მოსახელობის 2% კი სხვადასხვა სახით ატარებს ამ დაავადებას. ლოგონევროზი ლოგოთერაპიაში ყველაზე რთულ დაავადებად ითვლება,რადგან სხვა ტიპის მეტყეველების დარღვევბზე მუშაობის პროგრესი თვალსაჩინოა, ხოლო ლოგონევროზი არის ერთადერთი დაავადება, რომელსაც სჭირდება პირველადი, სწორი კომპლექსური მკურნალობა, ვინაიდან არასწორი, ან შეწყვეტილი მკურნალობის ფონზე ახასიათებს რეციდივი, რაც შეიძლება ბევრად რთული იყოს, ვიდრე საწყისი ჩვენება. ალბათ გვინახავს ბევრი ადამიანი, რომელსაც ზრდასრულ ასაკშიც კი უჭირს მეტყველება. ადრე მეცნიერები ამტკიცებდნენ რომ ლოგონევროზი არის ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგად გამოწვეული მეტყველების დარღვევა და არ ახასიათებს გენეტიკური განწყობა. ახლა კი საპირისპირო მტკიცდება, რომ ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება, რომელიც განეკუთვნება გენეტიკურ დაავადებათა ჯგუფს და ის უშუალოდ იწვევს მეტყველების არითმიას და სპაზმებს. ვთვლი, რომ მშობლები უნდა იყვნენ ინფორმირებული, რადგან დროულად მოხდეს ლოგონევროზის პრევენცია.

altროგორ მოქმედებს ეკრანი ბავშვის მეტყველებაზე და როგორ უნდა მეტყველებდეს ბავშვი სხვადასხვა ასაკში

ლოგონევროზის გამომწვევი მიზეზები მრავალი სახისაა: ფსიქოლოგიური ტრავმა, ფსიქო-ნევროლოგიური განწყობა და პიროვნების ინდივიდუალური განვითარება მოცემული ტრავმის დროს, ასევე ლოგონევროზის წარმოქმნის მიზეზი შეიძლება გახდეს სხვადასხვა ინფექციური დაავადებები და ამისგან გამოწვეული ორგანიზმის ინტოქსიკაცია. აქვე დავძენ, თუ ბავშვს ახასიათებს ტახილალია, ანუ ჩქარი მეტყველება, ესაა ლოგონევროზის წინაპირობა. ზოგადად, ლოგონევროზი არ განიხილება, როგორც ცალკე მდგომი მეტყველების პათოლოგია. ის სინქრონშია სხვა სახის მეტყველების დარღვევასთან ერთად, თუმცა ყველაზე ხშირად მისი წინამორბედი არის ტახილალია. ლოგონევროზზე უარყოფითად მოქმედებს დაშინება, დასჯა, ოჯახში დაძაბული მდგომარეობა და ამის ბევრი მაგალითი არსებობს. ასევე, უმნიშვნელოვანესი საკითხი და მიზეზი არის იოდის დეფიციტი ორგანიზმში, ამაზე აუცილებლადუნდა გამახვილდეს ყურადღება, რადგან იოდი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის სინთეზისათვის, რაც უზრუნველყოფს ბავშვის სწორ ზრდა- განვითარებას.

altმეტყველების პრობლემები ბავშვებში - ფსიქოთერაპევტის პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე

ლოგონევროზში გამოიყოფა სამი სახის კრუნჩხვების ფორმა, ანუ სპაზმები. ესენია: ტონური, კლონური და შერეული ფორმის სპაზმები. კლონურია როცა მარცვალს რამდენჯერმე იმეორებს მაგალითად, ასე გა- გა- გა-მარჯობა, ტონურია როცა აგრძელებს მარცვალს, გაააააააააამარაჯობა. წმინდად ტონური, ან კლონური სპაზმი შედარებით იშვიათია, უმეტესად შერეული ტონო-კლონური სპზამებიაქვთ ხოლმე.

- როგორია ლოგონევროზის მკურნალობის გზა? - კლასიკური ლიტერატურა ან სხვა ტიპის მასალები, ამ დაავადების მკურნალობას სხვადასხვაგვარად ასახავენ. 17 წელია ვმუშაობ ლოგონევროზზე კომპლექსური მკურნალობის კურსით, რომელიც მოიცავს კვანტურ თერაპიას, ლოგოთერაპიასა და ფსიქოთერაპიის ელემენტებს. საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტურ მკურნალობას. პაციენტი პირველივე სეანსიდან შეიგრძნობს კომფორტს, უმცირდება სპაზები და სამი საკურსო მკურნალობის შემდეგ დგება თვალნათელი შედეგი.

- რას გულისხმობს სამი კურსი?

alt ბავშვის მეტყველება - რა არის ნორმა და რა - დარღვევა

- პაციენტი მშობელთან ერთად გადის სამ საკურსოს, თითეული კურსი მოიცავს 10 დღიან სეანსს, რომლის დასრულების შემდეგ პაციენტს აქვს დაახლეობით ერთთვიანი პაუზა, რის შემდეგაც გრძელდება მკურნალობა. სამი საკურსოს შემდეგ ჩვენ ვასრულებთ სამუშაოს. ლოგონევროზი ძალიან ინდივიდუალური და თავისებურია, უამრავ ბავშვს გაუვლია ჩემს ხელში, მაგრამ ორი ერთნაირი სიმპტომატიკით არ მყოლია. ზოგადად რაიმე ვადების განსაღვრა რთულია. არის შემეთხვევები,როდესაც პირველი საკურსოს შემდეგ სრულიად მოგვარებულა პაციენტის პრობლემა, ან მეორე საკურსოს შემდეგ დასტყობია აშკარა უკეთესობა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, საწყისად მკურნალობა იძლევა 80-85% შედეგს, დარჩენილ 20-15% სჭირდება რამდენიმე თვე, რომ ჩატარებული მკურნალობა თანთანდან გაააქტიურდეს. მე ყოველთვის ვითხოვ, მშობლებს ჰქოდეთ ჩემთან კონტაქტი, მე არ ვიცი, ჩემს შემდეგ ბავშვს რა გარემოში უწევს ზრდა-განვითრება, ამიტომ თუ კი რაიმე პრობლემას ისევ შეამჩნევენ, ვითხოვ დროულად ჩამაყენონ საქმის კურსში.

- ახდნეს თუ არა გავლენას შედეგზე, რამდენად დროულად, ან პატარა ასაკში მოიყვანენ ბავშვს სამკურნალოდ?

- რა თქმა უნდა, ახდენს. რაც უფრო დროულად და ადრეულ ასაკში დაიწყება მეტყველების რეაბილიტაცია, მით უფრო ეფექტური და გრძელვადიანია შედეგი.

- არსებობს მოსაზრება, რომ სიმღერა, ცურვა კარგია ისეთი ბავშვებისთვის, ვისაც აქვს ლოგონევროზი, ეთანხებით ამას?

- მათი სპორტია ცურვა, ველოსპორტი, ცხენოსნობა, ხატვა და სიმღერაც. ზოგადად, სიმღერის დროს ყველაზე რთული ფორმის ლოგონევროზიც კი "იკარგება", ასევე სასურველია მხატვრულ კითხვაზე, თეატრალურ წრეებზე სიარული, მათ სჭირდებათ მეტყველებითი იმპროვიზაცია.

- ქალბატონო მზია, გარდა ლოგონევროზისა, ვიცი, რომ თქვენ ასევე მუშაობთ იმ ადამიანებთან, ვისაც ვთქვათ, რაიმე დაავადების, მაგალითად, ინსულტის შედეგად ექმნება მეტყველების პრობლემა.

- კი, ასაკობრივი შეზღუდვა ამ მხრივ არ არსებობს. თუ პაცინეტი კარგავს მეტყველებას, მაგალითად ინსულტის შედეგად და მისი კლინიკა იძლევა მეტყველების აღდგენის საშუალებას, მაშინ შეიძლება მუშაობა. ზოგთან ბოლომდე მოხდება აღდგენა, ზოგთან - ნაწილობრივ, გააჩნია მდგომარეობას.

ციცი ომანიძე