მეტყველება არის ის, რითაც ადამიანები ერთმანეთთან ვამყარებთ კავშირს, წარმოდგენა გვექნება ერთიმეორეზე და ზოგადად, ვქმნით საკუთარ მესა და იმიჯს. სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში გახშირდა მეტყველების პრობლემები. ცნობილია, რომ პლანეტის მოსახლეობის 2% აქვს ლოგონევროზი, რაც მოკლედ, რომ ვთქვა, მეტყველების რითმისა და ტემპის დარღვევას გულისხმობს. ეს ერთ-ერთი რთულად განკურნებადი დაავადებაა, რომელსაც სჭირდება კომპლექსური მკურნალობა. ვისაც ამ პრობელმასთან ჰქონია შეხება, დამეთანხმება, რომ რთულია მოძებნო სპეციალისტი, რომელიც შემოგთავაზებთ მკურნალობის ეფექტურ გზას.
ამ თემაზე სასაუბროდ მივმართეთ, მეტყველების თერაპევტს, სიმონ ხიჩინაშვილის სახ. საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის წევრ, დეფექტოლოგ, მზია ზენაიშვილს, რომელსაც უშუალოდ ჰქონია ამ ტიპის პრობლემასთან შეხება და 32 წელია ზემოთ აღნიშნულ პათოლოგიის მქონე პაციენტებთან მუშაობს.
ლოგონევროზი არის მეტყველების ტემპისა და რითმის დარღვევა, რომელსაც თან ახლავს სამეტყველო კუნთების სპაზმური შეკუმშვა. სტატისტიკური მონაცემებით ბავშვთა 10%ექვემდებარება ამ ფენომენს და ეს არ არის პატარა რიცხვი, პლანეტის მოსახელობის 2% კი სხვადასხვა სახით ატარებს ამ დაავადებას. ლოგონევროზი ლოგოთერაპიაში ყველაზე რთულ დაავადებად ითვლება,რადგან სხვა ტიპის მეტყეველების დარღვევბზე მუშაობის პროგრესი თვალსაჩინოა, ხოლო ლოგონევროზი არის ერთადერთი დაავადება, რომელსაც სჭირდება პირველადი, სწორი კომპლექსური მკურნალობა, ვინაიდან არასწორი, ან შეწყვეტილი მკურნალობის ფონზე ახასიათებს რეციდივი, რაც შეიძლება ბევრად რთული იყოს, ვიდრე საწყისი ჩვენება. ალბათ გვინახავს ბევრი ადამიანი, რომელსაც ზრდასრულ ასაკშიც კი უჭირს მეტყველება. ადრე მეცნიერები ამტკიცებდნენ რომ ლოგონევროზი არის ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგად გამოწვეული მეტყველების დარღვევა და არ ახასიათებს გენეტიკური განწყობა. ახლა კი საპირისპირო მტკიცდება, რომ ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება, რომელიც განეკუთვნება გენეტიკურ დაავადებათა ჯგუფს და ის უშუალოდ იწვევს მეტყველების არითმიას და სპაზმებს. ვთვლი, რომ მშობლები უნდა იყვნენ ინფორმირებული, რადგან დროულად მოხდეს ლოგონევროზის პრევენცია.
როგორ მოქმედებს ეკრანი ბავშვის მეტყველებაზე და როგორ უნდა მეტყველებდეს ბავშვი სხვადასხვა ასაკში
ლოგონევროზის გამომწვევი მიზეზები მრავალი სახისაა: ფსიქოლოგიური ტრავმა, ფსიქო-ნევროლოგიური განწყობა და პიროვნების ინდივიდუალური განვითარება მოცემული ტრავმის დროს, ასევე ლოგონევროზის წარმოქმნის მიზეზი შეიძლება გახდეს სხვადასხვა ინფექციური დაავადებები და ამისგან გამოწვეული ორგანიზმის ინტოქსიკაცია. აქვე დავძენ, თუ ბავშვს ახასიათებს ტახილალია, ანუ ჩქარი მეტყველება, ესაა ლოგონევროზის წინაპირობა. ზოგადად, ლოგონევროზი არ განიხილება, როგორც ცალკე მდგომი მეტყველების პათოლოგია. ის სინქრონშია სხვა სახის მეტყველების დარღვევასთან ერთად, თუმცა ყველაზე ხშირად მისი წინამორბედი არის ტახილალია. ლოგონევროზზე უარყოფითად მოქმედებს დაშინება, დასჯა, ოჯახში დაძაბული მდგომარეობა და ამის ბევრი მაგალითი არსებობს. ასევე, უმნიშვნელოვანესი საკითხი და მიზეზი არის იოდის დეფიციტი ორგანიზმში, ამაზე აუცილებლადუნდა გამახვილდეს ყურადღება, რადგან იოდი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის სინთეზისათვის, რაც უზრუნველყოფს ბავშვის სწორ ზრდა- განვითარებას.
მეტყველების პრობლემები ბავშვებში - ფსიქოთერაპევტის პასუხები ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე
ლოგონევროზში გამოიყოფა სამი სახის კრუნჩხვების ფორმა, ანუ სპაზმები. ესენია: ტონური, კლონური და შერეული ფორმის სპაზმები. კლონურია როცა მარცვალს რამდენჯერმე იმეორებს მაგალითად, ასე გა- გა- გა-მარჯობა, ტონურია როცა აგრძელებს მარცვალს, გაააააააააამარაჯობა. წმინდად ტონური, ან კლონური სპაზმი შედარებით იშვიათია, უმეტესად შერეული ტონო-კლონური სპზამებიაქვთ ხოლმე.
- როგორია ლოგონევროზის მკურნალობის გზა? - კლასიკური ლიტერატურა ან სხვა ტიპის მასალები, ამ დაავადების მკურნალობას სხვადასხვაგვარად ასახავენ. 17 წელია ვმუშაობ ლოგონევროზზე კომპლექსური მკურნალობის კურსით, რომელიც მოიცავს კვანტურ თერაპიას, ლოგოთერაპიასა და ფსიქოთერაპიის ელემენტებს. საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტურ მკურნალობას. პაციენტი პირველივე სეანსიდან შეიგრძნობს კომფორტს, უმცირდება სპაზები და სამი საკურსო მკურნალობის შემდეგ დგება თვალნათელი შედეგი.
ბავშვის მეტყველება - რა არის ნორმა და რა - დარღვევა
- პაციენტი მშობელთან ერთად გადის სამ საკურსოს, თითეული კურსი მოიცავს 10 დღიან სეანსს, რომლის დასრულების შემდეგ პაციენტს აქვს დაახლეობით ერთთვიანი პაუზა, რის შემდეგაც გრძელდება მკურნალობა. სამი საკურსოს შემდეგ ჩვენ ვასრულებთ სამუშაოს. ლოგონევროზი ძალიან ინდივიდუალური და თავისებურია, უამრავ ბავშვს გაუვლია ჩემს ხელში, მაგრამ ორი ერთნაირი სიმპტომატიკით არ მყოლია. ზოგადად რაიმე ვადების განსაღვრა რთულია. არის შემეთხვევები,როდესაც პირველი საკურსოს შემდეგ სრულიად მოგვარებულა პაციენტის პრობლემა, ან მეორე საკურსოს შემდეგ დასტყობია აშკარა უკეთესობა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, საწყისად მკურნალობა იძლევა 80-85% შედეგს, დარჩენილ 20-15% სჭირდება რამდენიმე თვე, რომ ჩატარებული მკურნალობა თანთანდან გაააქტიურდეს. მე ყოველთვის ვითხოვ, მშობლებს ჰქოდეთ ჩემთან კონტაქტი, მე არ ვიცი, ჩემს შემდეგ ბავშვს რა გარემოში უწევს ზრდა-განვითრება, ამიტომ თუ კი რაიმე პრობლემას ისევ შეამჩნევენ, ვითხოვ დროულად ჩამაყენონ საქმის კურსში.
ციცი ომანიძე