რატომ არ შეიძლება წყალბადის ზეჟანგის დალევა - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ!
რატომ არ შეიძლება წყალბადის ზეჟანგის დალევა - ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ!
გრიპის ვირუსის მასობრივ გავრცელებასთან და საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟთან ერთად მასობრივად ვრცელდება სხვადასხვა "ბუნებრივი საშუალება", რომლითაც თითქოსდა ე.წ. ღორის გრიპის დამარცხებაა შესაძლებელი. ერთ-ერთ ასეთ საშუალებად წყალბადის ზეჟანგი (ე.წ. პერეკისი) გამოცხადდა და სოციალურ ქსელში ბევრი აზიარებს პოსტებს, თუ როგორ გადაგარჩენთ "პერეკისის დალევა" ვირუსებისგან. 
კომენტარისთვის ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ არჩილ მარშანიას მივმართეთ: 


- გვიცავს თუ არა წყალბადის ზეჟანგი გრიპისგან და შეიძლება თუ არა მისი დალევა? ამაზე მოკლე და კონკრეტული პასუხია - არა! გარეგანი აპლიკაციისთვის განკუთვნილი პრეპარატის დალევა არ შეიძლება, სახიფათოა და ის
ვერანაირი ვირუსისგან ვერ დაგვიცავს!

და თუ რატომ
არა, შეგვიძლია განვიხილოთ ვრცლად:

ბოლო დროს, სამწუხაროდ, ვრცელდება არასწორი და პოტენციურად საშიში ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს წყალბადის ზეჟანგის მიღებით ან ცხვირში ჩაწვეთებით ჩვენ თავს დავიცავთ გრიპის ვირუსებისგან და მისი დალევა არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.

დავიწყოთ იმით, რომ ამ დეზინფორმაციის გამავრცელებლებს არ აქვთ არანაირი კომპეტენცია და სამედიცინო განათლება და არც რაიმე კონკრეტული სანდო წყარო, რაზე დაყრდნობითაც შეიძლება ავრცელებდნენ მსგავს ინფორმაციას. ერთადერთ "სარწმუნო წყაროდ" გვევლინება ვინმე "რუსი პროფესორი", რომელმაც თითქოს სადღაც რაღაც თქვა ამასთან დაკავშირებით. არანაირი კვლევა, არანაირი სამედიცინო რეკომენდაცია თუ იმის განმარტება, რა არის საერთოდ წყალბადის ზეჟანგი.

წყალბადის ზეჟანგი უფერო უსუნო ხსნარია, არის ძლიერი ოქსიდანტი და აქვს მსუბუქი ანტისეპტიკური მოქმედება, არამდგრადი ნივთიერებაა და სხვადასხვა მოქმედებისას მალევე იშლება და გამოიყოფა ჟანგბადი. სხვადასხვა კონცენტრაციის მიხედვით გამოიყენება როგორც ინდუსტრიაში, ისე სადეზინფექციო ხსნარებში, ისევე სამედიცინო მიზნებისთვის. აქვს თავისი ჩვენებები, უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები.

სამედიცინო მიზნებისთვის ძირითადად გამოიყენება გარეგანი აპლიკაციისთვის, ინფიცირებული ჭრილობების დასამუშავებლად, პირში სავლებად პირის ღრუს ჰიგიენისთვის თუ ინფექციების დროს და ა.შ.

ჭრილობის დამუშავებისასაც კი, აქვს ჩვენება, თუ როდის და კონკრეტულად რა ტიპის ჭრილობისას იქნას გამოყენებული. მაგალითად, მისი რუტინული ხმარება ყველა ტიპის ჭრილობაზე არ არის რეკომენდებული, რადგან ოქსიდაციის გზით მან ჯანსაღი ქსოვილებიც შეიძლება დააზიანოს (ფერმენტ კატალაზასტან ურთერთქმედებით წყალბადის ზეჟანგი იშლება და გამოიყოფა ჟანგბადი) და შეანელოს შეხორცებითი პროცესი, ასევე არ გამოიყენება ღრუებში შესაყვანად და ა.შ.

შესაბამისად, რადგანაც წყალბადის ზეჟანგი მალევე იშლება/ორთქლდება, იმაზე საუბარი, რომ მისი ცხვირში ერთჯერადი (თუნდაც მრავალჯერადი) ჩაწვეთება დაგვიცავს ვირუსისგან, არის აბსურდი.

არ შეიძლება მისი პერორალური მიღება (დალევა), მისი მსუბუქი ანტისეპტიკური მოქმედება როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხდება გარეგანი აპლიკაციისას და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას ასევე აქვს სისტემური ეფექტიც.

სხვადასხვა კონცენტრაციის წყალბადის ზეჟანგის შემთხვევით მიღებისას (დალევისას), მას არ ექნება არანაირი დადებითი ეფექტი ჯანმრთელობაზე. შესაძლოა განვითარდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მუცლის ტკივილი, გულისრევა - ღებინება, გასტრიტი, შედარებით მაღალი კონცენტრაციის მიღებისას შეიძლება განვითარდეს ლორწოვანის დაზიანება, მაღალი კონცენტრაციის მიღებისას კი ისეთი სერიოზული დაზიანებები, როგორც არის საყლაპავი მილის დამწვრობა, ლორწოვანის დაზიანება და სიკვდილიც კი.

შესაბამისად ნუ ენდობით დეზინფორმაციას და სამედიცინო თემებზე გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია ყოველთვის გადაამოწმეთ, პირველ რიგში დააკვირდით ვინ ავრცელებს და მოითხოვეთ წყარო, რაზე დაყრდნობით ვრცელდება ესა თუ ის ინფორმაცია, გადაამოწმეთ წყაროს სანდოობა და შემდეგ კი კომპეტენტურ პირებთან გაიარეთ კონსულტაცია.
თუ სახლში გაქვთ წყალბადის ზეჟანგი, შეინახეთ ის მზისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, გამოყენებისთვის და გვერდითი მოვლენების დაწვრილებით გასაგებად გაეცანით ინსტრუქციას და მიმართეთ პროფესიონალებს.
38455
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (25)
წყალბადის ზეჟანგი
1
ფარმაკოლოგიას არ სურს ეს თქვენ იცოდეთ მათი მიზანი არ არის თქვენი განკურნება და კაპიკიანი პერეკისით რომ გამოჯანმრთელდეთ ხომ დაემხოთ თავზე მილიარდიანი ფარმა იმპერია!! მათ სურთ რომ თქვენ მუდმივად ავად იყოთ რომ რაც შეიძლება მეტი წამლები იყიდოთ ! ვისაც ეჭვი გეპარებათ დაგუგლეთ, იუთუბიზეც და ფბზეც უამრავი პოსტი იდება ვინც ღებულობს უკვე წლები და ფრჩხილიც არ წამოგვტკენიაო! *აქ დავდებ რამდენიმე ფოსტს ფბიდან დედას ქონდა კოვიდი, ფბზე ვნახე მკურნალში ხალხი წერდა წყ ზეჟანგზე როგორც ყველაფრის წამალზე, ვცადე და 2 დღეში სრულად გამოჯანმრთელდა! 74წლისაა! 100 მლ. გადადუღებულ და გაციებულ წყალში 8-10 წვეთიი დილით უზმოზეო, კვირაში ოთხჯერო. ასე უწერია ექიმ გელა მალუძეს. გელას ჩვეულებრივ 100მლ. წყალი უწერია მე ხუთი წელია ვსვავ და ჯანზე ვარ :)))))))) ძაან მაგარია მართლა კარგი აზრია არატრადიციული მედიცინის რუბრიკის შექმნა თუმცა ამ საშუალებას კოსმონავტების მედიცინა ქვია და ნახევარსაუკუნეზე მეტია იყენებენ რუსეთში! 200 მგ წყალი 10 წვეთს ვასხამ და ვსვამ ათ დღეს მერე რამდენიმე დღე ვისვენებ რისკ ჯგუფში ვარ 71 წლის და არაფერი მეკარება წყალი უნდა იყოს ნატურალური, ან ანადუღარი. თუ მაგ წვეთებს დალევთ ქლორიანი ონკანის წყლით, შედეგი იქნება - 0! ჩემს მეუღლეს ვასმევდი გსახდომად. მძიმეწონიანი კაცი იყო.გახდა,თან საქმეც იმაშია,აღარ მოიმატა მერე,აგერ უკვე მეორე წელია. ........... პოლიკისტოზი მქონდა, მრავალჯერ ამოჭრილი,და მრავალჯერ ნამკურნალევი, უშედეგოდ... პანაცეას ძებნაში,სულ გადავქექე სამედიცინო ლიტერატურა,რათა,მიმეგნო,რაიმე ალტერნატიული მეთოდისთვის,შემთხვევით ვნახე იუთუბში,პროფესორ ნეუმივამკინის ვიდეოები,სადაც კითხულობს ლექციას წყალბადის ზეჟანგის სასწაულმოქმედ ძალაზე.დავიწყე დალევა,და 6 თვეში,კისტა გაიწოვა,თუ დაიშალა არ ვიცი,რა მოხდა ზუსტად,არც რენდგენით აღარ ფიქსირდება,აღარც ანალიზებით, ისევ ვაგრძელებ დალევას,....მე ჩემი სქემით ვსვამ,10 წვეთს,50გრ.წყალზე,უზმოზე,არ ვიღებ არანაირ წამალს,ვიტამინების გარდა,თავს უაღრესად კარგად ვგრძნობ,კომენტარები წავიკითხე,ერთი,რო წერს არ მიშველაო,რა გითხრათ,ონკოლოგიურ დაავადებებს,ნამდვილად შველის,და სხვა არ ვიცი,....მე კეთილთვისებიანი სიმსივნე მქონდა,.....კიბოთი დაავადებულებმა კი დოზა უნდა გაზარდონ,და სანამ დაიწყებდნენ მკურნალობას,კარგად გაეცნონ მის შემდგენლობას, ღმერთი გფარავდეთ და გაძლიერებდეთ გასახდომად აქვს კიდევ ძლიერი ეფექტი.... მიმიქარავს გასახდომი წამლები. მე მეტასტაზები გამიქრო! ექიმებს ვერ აუხსნიათ! ვერც მე!მარა ფაქტია ეს! მეოთხე თვეა ვსვამ და აღარც ღებინება მაქვს და აღარც ღებინების შეგრძნება. ღმერთმა იცის, რამდენჯერ ვიმკურნალე, თუ საქართველოში და თუ იტალიაში. თავის ტკივილებიც მომიხსნა ან შემიმსუბუქა. ვაგრძელებ მიღებას. 20_25 წვეთი ერთ ჭიქა წყალზე.. თავიდან დავიწყე 1 წვეთი, მერე 5. მერე 10 და ახლა უკვე 20_25 წვეთი ყოველ დღე! უზმოზე, ჭამადე 40_60 წუთით ადრე. გადმოწერეთ პროფესორ ნეუმივაკინის წიგნი "პერეკის ვოდოროდა მიფ ილი რეალნოსტ" დაწვრილებითაა მოთხრობილი პერეკისის შესახებ რეცეპტებსაც წიგნში ნახავთ
19:35 / 22-04-2022
ლუხოს
0
ლუხო, 90წლ იცოცხლა ნეუვიაკინმა და ნეტა მე და სენც ვიცოცხლოთ მაგდენი
20:49 / 18-11-2020
myquiz
მსგავსი სიახლეები