კიდევ ვინ მიიღებს უფასო "ტამიფლუს" - ჯანდაცვის სამინისტრომ ჩამონათვალი გააფართოვა
კიდევ ვინ მიიღებს უფასო "ტამიფლუს" - ჯანდაცვის სამინისტრომ ჩამონათვალი გააფართოვა
ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ა­ფარ­თო­ვა იმ პი­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, ვინც ან­ტი­ვირუ­სულ პრე­პა­რატს "ტა­მიფ­ლუს" უფა­სოდ მი­ი­ღებს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მე­დი­კა­მენტ "ტა­მიფ­ლუს" მა­რა­გე­ბი აქვს და აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტის საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბას სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებს გა­დას­ცე­მენ.

"ჩვენ პე­რი­ო­დუ­ლად ვუს­ვამთ ხაზს თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ექიმ­თან დრო­უ­ლი მის­ვლა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის დრო­უ­ლი და­წყე­ბა. ამ­ჯე­რად, ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტის მა­რა­გე­ბი ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­რი­სია, თუმ­ცა, სამი ძი­რი­თა­დი არე­ა­ლი­დან (რო­გო­რი­ცაა:სტა­ცი­ო­ნა­რე­ბი, სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლი და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მა­რა­გე­ბი), ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერ­თში - სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­ში დე­ფი­ცი­ტი
შე­იქ­მნა. 10 იან­ვარს შევ­სე­ბა შე­მო­ვა, თუკი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ამ მე­დი­კა­მენტს თა­ვი­სი მა­რა­გე­ბი­დან მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით უფა­სოდ გას­ცემ­და მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის­თვის და ორ­სუ­ლე­ბის­თვის, ამ­ჟა­მად აფ­თი­ა­ქებ­ში შექ­მნი­ლი დე­ფი­ცი­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ გა­ვა­ფარ­თო­ვეთ ეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი და ამით ისარ­გებ­ლე­ბენ არა­მარ­ტო ორ­სუ­ლე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი, არა­მედ ბავ­შვე­ბი, ასა­კით პენ­სი­ო­ნე­რე­ბი, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის რა­ი­მე და­ა­ვა­დე­ბა აქვთ, დი­ა­ბე­ტის მქო­ნე­ე­ბი, ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბი და სა­სუნ­თქი სის­ტე­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მათ შე­უძ­ლი­ათ მი­მარ­თონ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბებს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მა­რა­გე­ბი­დან გავ­ცემთ ამ მე­დი­კა­მენ­ტებს. ასე­ვე, დღეს სა­ღა­მოს უკვე დას­რულ­დე­ბა სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­თან შე­თან­ხმე­ბა და ამ ქსე­ლებ­საც გა­დავ­ცემთ სა­მი­ნის­ტროს მა­რა­გე­ბი­დან ამ მე­დი­კა­მენ­ტის
საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბას, რათა დე­ფი­ცი­ტი არ შე­იქ­მნას", - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

მი­სი­ვე თქმით, ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ თუ რო­მელ აფ­თი­აქ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტი მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცხე­ლი ხა­ზის - 15 05 მეშ­ვე­ო­ბით მი­ი­ღონ.
"ამ მე­დი­კა­მენ­ტის მა­რა­გი ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­რი­სია, კი­დევ ერთხელ მინ­და გა­ვუს­ვა ხაზი ექიმ­თან დრო­უ­ლად მი­მარ­თვის სა­ჭი­რო­ე­ბას და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბას", - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კო
1454
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```