ვისთვის და როდის არის საჭირო ტამიფლუს მიღება
ვისთვის და როდის არის საჭირო ტამიფლუს მიღება
მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ საჭიროების შემთხვევაში ტამიფლუ უფასოდ გადაეცემა ყველა მოქალაქეს, ისმის ბევრი კითხვა ამ პრეპარატზე.
მაინც ვისთვის არის საჭირო ტამიფლუ და დაავადების რა ეტაპზე უნდა დაინიშნოს?

თამარ მამაცაშვილი, mkurnali.ge -ს მთავარი რედაქტორი:
- ტამიფლუ გახლავთ ანტივირუსული პრეპარატი და გამოიყენება ა და ბ ჯგუფის ვირუსული გრიპის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მას აქვს გარკვეული უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები, ამიტომ უნდა დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მისი მიღება აუცილებელია.
მაინც ვის და როდის
ენიშნება ეს პრეპარტი:
ტამიფლუ ენიშნება პაციენტს, რომელიც რისკ-ჯგუფში იმყოფება და რომელსაც გამოუვლინდა გრიპის სიმპტომები.

რისკ-ჯგუფში არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ:

  1. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები,
  2. დიაბეტი,
  3. ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები,
  4. ქრონიკული დაავადებები,
  5. 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები
  6. ორსულები.

სასურველია, რომ მათ ანტივირუსული პრეპარატი დაენიშნოთ გრიპის ნიშნების გამოვლენიდან 48 საათის განმავლობაში. ე
არის ვირუსის აქტიური რეპლიკაციის (გამრავლების) პერიოდი და ამიტომ პრეპარატის მიღება სწორედ ამ პერიოდშია ეფექტური.
ასევე შესაძლებელია პრეპარატის დანიშვნა პროფილაქტიკისათვის რისკ-ჯგუფის ადამიანებში, თუკი ისინი დაავადების კერაში იმყოფებიან და კონტაქტი აქვთ გრიპით ავადმყოფებთან.

ტამიფლუ ასევე უნდა დაინიშნოს იმ პაციენტებში,
რომელთაც გრიპის ნიშნების გამოვლენიდან მეორე - მესამე დღესვე განუვითარდა ფილტვების ანთება. ეს იმას ნიშნავს, რომ ანთებას აქვს ვირუსული ხასიათი. თუმცა ტამიფლუსთან ერთად მკურნალობაში უნდა ჩაირთოს ანტიბიოტიკებიც, რათა არ მოხდეს მეორეული ბაქტერიული ფლორის გააქტიურება და არ განვითარდეს შერეული გენეზის პნევმონია. წაიკითხეთ ვრცლად
ტეგები: ტამიფლუ
1589
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```