რა არის ტამიფლუ?
უკანასკნელ დღეებში გრიპის ვირუსის გავრცელებასთან ერთად ყველაზე ხშირად ალბათ ამ მედიკამენტის სახელი გესმით - ტამიფლუ.
ბევრი პაციენტის დედა მეკითხება, რა არის ეს პრეპარატი, შეიძინოს თუ არა და მისცეს თუ არა ის პატარას ექიმის გარეშე.
ამიტომ დღეს სწორედ ტამიფლუზე მინდა გიამბოთ.
ტამიფლუ ანტივირუსული მედიკამენტის სავაჭრო დასახელებაა.
მის მოქმედ ნივთიერებას გაცილებით რთული სახელი აქვს - ოსელტამივირი.
პრაქტიკულად თვითონ ოსელტამივირს არ აქვს ანტივისრული მოქმედება. ორგანიზმში ის გარდაქმნის პროცესებს გადის, რის შედეგადაც მიიღება აქტიური მოქმედი ნივთიერება - ოსელტამივირის კარბოქსილატი.
სწორედ მას აქვს ანტივირუსული ეფექტი თრგუნავს რა ნეირამინიდაზას აქტივობას. შეგახსენებთ, ნეირამინიდაზა არის ცილა გრიპის უჯრედის ზედაპირზე, რომელიც ხელს უწყობს გრიპის ვირუსის შეჭრას ადამიანის უჯრედებში.
შედეგად, ტამიფლუ ხელს უშლის გრიპის ვირუსის ზრდასა და გამრავლებას ადამიანის ორგანიზმში, რითაც ამცირებს გრიპის დაავადების ხანგრძლივობას, მის სიმძიმეს და გართულებების სიხშირეს.
თუმცა ტამიფლუს გამოყენება ყველა შემთხვევაში არ არის საჭირო.
ტამიფლუს მხოლოდ ექიმი ნიშნავს შესაბამის რისკ-ჯგუფებში და აუცილებლად მკაცრად ჩვენების მიხედვით.
შეგახსენებთ, რა შემთხვევებში უნდა იქნას მიტანილი ეჭვი H1N1 ვირუსით გამოწვეულ გრიპზე:
ან
• სასუნთქი სისტემის მძიმე ინფექციური დაავადება მიმდინარე ქოშინით ან სუნთქვის უკმარისობით, როცა სხვა მიზეზი არ არის დადგენილი.
ასევე პირი, რომელსაც აქვს ცხელება და სასუნთქი გზების დაზიანების ნიშნები და ცნობილია, რომ კონტაქტში იყო გრიპით დაავადებულთან.
მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე