წელს საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ცირკულირებს პანდემური A ტიპის H1N1 ვირუსი!
გასულ წელს საქართველოს მსგავსი მდგომარეობა და კლინიკებში გაზრდილი მიმართვიანობა იყო რუსეთშიც. ჯერ კიდევ შემოდგომაზე სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ 2018 წელს გრიპის ეპიდემია შესაძლოა ყველაზე მძიმე ყოფილიყო ბოლო რამდენიმე წელთან შედარებით. პროგნოზი გამართლდა, 2018 წელს რუსეთის პრაქტიკულად ყველა რეგიონში გრიპის ვირუსის შემთხვევების მატება შეინიშნებოდა. რუსეთის ტერიტორიაზე, გრიპის ვირუსის დაახლოებით 80% ღორის გრიპის A (H1N1) შტამზე მოდიოდა. ლეტალური გამოსავალის პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად გაზრდილი იყო.
შემთხვევით არ ეძახიან გრიპს ოჯახურ დაავადებას: სახლში ავადმყოფის იზოლირება რთულია. დაავადებული ადამიანი აცემინებს, ახველებს და გამოყოფს საშიშ ინფექციას- გრიპის ვირუსს, რომელიც ადვილად გადაეცემა ჯანმრთელ ადამიანს - ჭურჭლიდან, ავეჯიდან, პირსახოციდან... შედეგად ავადდება ოჯახის ყველა წევრი.
როგორც წესი, ლეტალური შედეგი რეგისტრირდება პაციენტებზე, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს.
პროფილაქტიკა საჭიროა გრიპის ნებისმიერი შტამის არსებობის შემთხვევაში:
გამორიცხეთ კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან თავი აარიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნას ატარეთ სამედიცინო ნიღაბი და შეცვალეთ ყოველ 2 საათში ერთხელ ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით გაანიავეთ შენობა და მოწმინდეთ სველი წესით ვირუსი პირველად 1931 წელს აღმოაჩინეს ამერიკაში. 2009 წელს იგი განსაკუთრებულად აქტიურად გავრცელდა მთელ მსოფლიოში, მას ე.წ ღორის გრიპს უწოდებენ. ავადდება როგორც ცხოველი და ფრინველი, ისე - ადამიანი. გრიპის მთავარი და ყველაზე ხშირი გართულება ვირუსული პნევმონიაა.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის 7 იანვრის მონაცემებით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ ზონაში, გრიპის აქტიურობა ნელ-ნელა იზრდება. ჩრდილო ამერიკაში გააქტიურდა გრიპის ვირუსის A (H1N1) pdm09-ის შტამი. ევროპაში გაიზარდა გრიპის ვირუსის აქტივობა. სამხრეთ აფრიკაში გრიპის A (H3N2) შემთხვევა იქნა დარეგისტრირებული. დასავლეთ აზიაში ზოგიერთმა ქვეყანამ გრიპის ინტენსივობის საშუალო მაჩვენებელს მიაღწია. არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებში გავრცელდა ინფორმაცია გრიპის აქტიურობის მატების შესახებ. სამხრეთ აზიაში გრიპის სეზონი დაიწყო და დაფიქსირდა A (H1N1) ტიპის ვირუსი. ჩრდილო აზიაში ბოლო კვირაში მკვეთრად გაიზარდა სტაციონარში მიმართვიანობა. A (H1N1) ირანში და ინდოეთშიც დაფიქსირდა. მსოფლიოში დაფიქსირებული სეზონური გრიპის А ტიპის შემთხვევების უმრავლესობას წარმოადგენს. მოსახლეობის დაახლოებით 15-30% შეიძლება დაავადდეს გრიპის მაგვარი სიმპტომებით.
H1N1-ით ინფიცირებულ პაციენტებს ქვემოთ მოცემული სიმპტომებიდან ცხელება და მინიმუმ 1-2 სიმპტომი აღენიშნებათ:
მაღალი ცხელება, რომელიც გრძელდება 6-9 დღე ხველა ყელის და თავის ტკივილი სისუსტე დიარეა, ღებინება
პროფილაქტიკის მიზნით, ექიმის რეკომენდაციით, მიიღეთ ანტივირუსული საშუალებები.
ყურადღება! თუ დაავადების დაწყებიდან 2-3 დღეში მდგომარეობა არ გაგიუმჯობესდათ, საჭიროა სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია!!!