როგორ გადავურჩეთ გაციებას: 10 წესი და სამი შეხსენება, აი რას გვირჩევთ ექიმი კომაროვსკი
გაციების სეზონის დროს ადამიანები ავადმყოფობენ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებით. მოდით, განვიხილოთ დაავადების ძირითადი პროფილაქტიკის წესები.
ნაკლები ხალხი - ნაკლები ვირუსია. მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. ღია ცის ქვეშ ვირუსების კონცენტრაცია ათასჯერ ნაკლებია, ვიდრე ნებისმიერ შენობაში, სახლში, სკოლასა თუ მეტროს ვაგონში. კარგად მოიფიქრეთ: ნამდვილად გჭირდებათ იქ წასვლა? რაც უფრო ახლოს იდგები ადამიანთან, მით დიდია ვირუსით დაინფიცირების შანსი. დაიცავით დისტანცია!!! დაინახეთ? გაიგონეთ? (დაცემინება, დახველება, სუნთქვის გაძნელება) - დაიცავით მაქსიმალური დისტანცია. ინფექციის წყაროა - დაავადებული ადამიანის ხელები. ნაკლებად ჩამოართვით ხელი შემხვედრს. იხმარეთ ხელთათმანი, როდესაც იძულებული ხართ ჩახვიდეთ მეტროში, ავტობუსში და ა. შ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხელის მოსაკიდებს და კარის სახელურებს. ვირუსის შეხვედრის შანსი დიდია იქ, სადაც ბევრი ავადმყოფი იმყოფება - განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ბავშვთა პოლიკლინიკებში ვიზიტის დროს. ვირუსის ნაწილაკები დღე-ღამის განმავლობაში ინარჩუნებენ თავიანთ აქტიურობას. განსაკუთრებით კარგად გრძნობენ თავს მტვრიან, მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერის პირობებში. პრაქტიკულად მომენტალურად კვდებიან გრილ, სუფთა ტენიანი ჰაერის პირობებში. ნუ გადაახურებთ! დაატენიანეთ! საცხოვრებელი სახლის პირობებში, ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა 16-22°С, ტენიანობა - 40-70%. შექმენით კომფორტი ამ პირობებში. შეგცივდათ? ჩაიცვით!!! დაიბანეთ ხელები. თუ არ გაქვთ ამის საშუალება - გამოიყენეთ სველი ან და სადეზიფექციო ხელსახოცები. დაატენიანეთ სასუნთქი სისტემის ლორწოვანი. ცხვირში ჩასაწვეთებლად გამოიყენეთ ფიზიოლოგიური ხსნარი - აეროზოლი ან ცხვირის წვეთები (რაც მეტია ირგვლივ ხალხის რაოდენობა, მით ხშირად ჩაატარეთ ეს პროცედურები). შეგიძლიათ მარილხსნარი სახლშიც დაამზადოთ: 1 ჩაის კოვზი მარილი გააზავეთ 1 ლიტრ მდუღარე წყალში, შეინახეთ მაცივარში.