გავრცელებული ვირუსების გამო, მოქალაქეები აქტიურად ცდილობენ თავის დაცვას და ამ მხრივ ყველაზე აპრობირებულ მეთოდს მიმართავენ, პირბადეს იყენებენ. თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, პირბადის მორგება არ ნიშნავს იმას, რომ თავს დავიცავთ. ამიტომ უნდა ვიცოდეთ მისი სწორად გამოყენება. მას მოხმარების თავისი წესები აქვს. ამის გარეშე ის დამცავის ნაცვლად ვირუსის წყარო ხდება.
1. გამოყენებიდან 2 საათის შემდეგ უნდა გადააგდოთ, ვეღარ დაგიცავთ
2. არ შეეხოთ უშუალოდ პირბადეს - მხოლოდ მის რეზინებთან "იკონტაქტეთ"
3. ყოველთვის გაიკეთეთ ხალხმრავალ დახურულ სივრცეში: მეტროში, ავტობუსში, სუპერმარკეტში, რიგში დგომისას...
4. პირბადე უნდა ფარავდეს ცხვირს, პირს და ნიკაპს.
5. მჭიდროდ უნდა იყოს სახეზე მორგებული
გახსოვდეთ, ნიღაბი გიცავთ არა თვით ვირუსისგან, არამედ დაავადებული ადამიანის მიერ ხველისას და ცემინებისას გამოყოფილი წვეთებისგან. ვირუსი სწორედ ამ წვეთების საშუალებით აღწევს სხვა ადამიანის ორგანიზმში, როცა ერთმანეთთან საუბრობენ ან ახლო-ახლოს დგანან (1 მეტრ ნაკლებ მანძილზე).
არ შეეხოთ ნიღაბს, როცა ის გიკეთიათ როცა გამოყენებულ ნიღაბს ეხებით (იხსნით ან რეცხავთ) დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით ან გაისუფთავეთ სპირტიანი ხსნარით გამოცვალეთ ნიღაბი ახლით, როგორც კი დანესტიანდება ორთქლით არ გამოიყენოთ ერთჯერადი ნიღაბი ხელმეორედ. გამოყენებული ნიღაბი დაუყოვნებლივ გადააგდეთ ნაგავში. რაც შეეხება ნიღბის ცისფერ და თეთრ მხარეს: ორივე ერთნაიდად ფილტრავს. უბრალოდ ერთი (როგორც წესი - თეთრი) მხარე უკეთესად იწოვს თქვენს გამონაორთქლს, მეორე კი უფრო წებოვანია და პირიქით, შიგნით არ უშვებს ნაწილაკებს. რაც შეეხება იმას, რომ ჯანმრთელებს თეთრი მხარით უნდა ეკეთოთ, ხოლო ავადმყოფებს ცისფრით ან გნებავთ პირიქით.