"ჯანმრთელი ადამიანის მიერ ნიღბის, განსაკუთრებით - ქირურგიული ნიღბის ტარებას, აზრი არ აქვს..." - პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი
"ჯანმრთელი ადამიანის მიერ ნიღბის, განსაკუთრებით - ქირურგიული ნიღბის ტარებას, აზრი არ აქვს..." - პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი
საფრანგეთში მოღვაწე პროფესორი, მედიცინის დოქტორი, მეან-გინეკოლოგი, ლაპარასკოპიული ქირურგი რევაზ ბოჭორიშვილი პოსტს ავრცელებს ნიღბების ტარებასთან დაკავშირებით. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ბევრი იწერება ამ დღეებში ნიღბების ტარებაზე, შიგნითა და გარეთა მხარის სწორ ამოცნობაზე და სხვა.. და როგორც ყოველთვის, ხშირად არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

როგორც ქირურგს, ნიღბების, ქირურგიული ხელთათმანების და საოპერაციო სამოსის ისტორია ყოველთვის მაინტერესებდა. ახლა კიდევ დავძებნე და ბევრი საინტერესო რამ ვიპოვე. და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ისტორიის ცოდნა გვეხმარება ბევრი საკითხის სწორ
ახსნა გაგებაში.

1890 წელს გერმანელმა ჰიგიენისტმა ფლუგემ ექსპერიმენტული გზით დაადგინა რომ ლაპარაკის დროს ნებისმიერი ადამიანი თავის ირგვლივ ავრცელებს უმცირეს სითხოვან ნაწილაკებს ანუ უბრალოდ რომ ვთქვათ მიმოფანტავს პირისა და ცხვირის ღრუდან სითხის წვეთებს. ამ დროიდან ევროპაში ამ წვეთებს ფლუგეს (Flügge) წვეთებს უწოდებენ. ყველაზე საინტერესო კი ისაა, თუ როგორ მივიდა ამ დასკვნამდე ფლუგე.

ის, თავის ასისტენტებთან ერთად პირში იგუბებდა მცირე რაოდენობით სითხეს, რომელიც შეიცავდა არასაშიშ მიკრობებს (Bacteria Prodigiousus). ანუ ხელოვნურად იწვევდა რესპირატორული ინფექციის იმიტაციას. შემდეგ, ექსპერიმენტში მონაწილე პირები იწყებდენენ ტექსტის კითხვას ან თვლას 500-600 მდე (!) 10-15 წუთის განმავლობაში მაგიდასთან, რომელზეც პეტრის ფინჯნები იყო განლაგებული, სხვადასხვა მანძილზე მონაწილესაგან.

ექსპერიმენტის პირველ ჯგუფში მის მონაწილეებს არაფერი არ
ჰქონდათ პირზე აფარებული, მეორეში მარლის ერთი შრე უფარავდათ პირს, მესამეში 2 შრე. შედეგები საოცრად მეტყველი აღმოჩნდა.
პირველი ჯგუფის ექსპერიმენტში, პეტრის ფინჯნებზე ბაქტერიების უამრავი კოლონია გაიზარდა, განსაკუთრებით ახლო ფინჯნებზე, ნაკლები შორს განლაგებულზე. მეორე ჯგუფში ბევრად ნაკლები ახლო მდგომზე და არაფერი შორს მდგომზე. ხოლო მესამე ჯგუფში არც ერთ ფინჯანზე არანაირი კოლონია არ გაიზარდა.

ასეთნაირად, პირველად ისტორიაში თვალნათლივ იქნა ნაჩვენები სასუნთქი გზებიდან, ანუ ცხვირ-პირიდან ინფექციის ჰაერ-წვეთოვანი გზით გავრცელება. ასევე, ნაჩვენები იქნა რომ რაც უფრო ახლოსაა წყარო, ინფექციის გადადების მით უფრო მეტი რისკია და ეს რისკი, თუმც მინიმალური დაახლოებით 1,5-2 მეტრამდე ნარჩუნდება.. განსაკუთრებით დაცემინების შემთხვევაში.. ერთ-ერთი ექსპერიმენტის შედეგები მკვეთრად განსხვავებული აღმოჩნდა. ძალიან ბევრი კოლონია ამოითესა შორს მდგომ ფინჯნებზეც.. აღმოჩნდა რომ ამ ექსპერიმენტის მონაწილე პიროვნებამ დააცემინა.
mshoblebi
ქირურგიული ნიღაბი და რესპირატორული დამცავი ნიღაბი

და რაც მთავარია ნაჩვენები იქნა რომ ნიღაბი მკვეთრად ამცირებს ინფექციის გადადების, გავრცელების რისკს…
შეხსენებისავის, ინფექციების მიკრობული წარმოშობის პასტერისეული თეორია სრულიად ახალი სიტყვა იყო მეცნიერებაში, ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა და ფლუგეს ექსპერიმენტი ძალზე გაბედული ნაბიჯი იყო.
ეს კვლევები შემდგომ იქნა განმეორებული და დახვეწილი. ნეტში ვიპოვე 1903 წელს მონპელიეში დაცული სადიპლომო ნაშრომი, რომელიც დეტალურად იხილავს ამ კვლევებს. და ამ დიპლომში ქირურგიული ნიღბების სხვადასხვა მოდელებიც კი არის განხილული.. ხო, განსაკუთრებითაა მითითებული არა მარტო პირის, არამედ ცხვირის დაფარვის საჭიროება.

წინა საუკუნის ოცინ წლებამდე ნიღბებს საოპერაციოში იშვიათად იკეთებდნენ. ნიღბები თანდათანობით დაინერგა ფლუგეს და სხვების ექსპერიმენტების შემდგომ. თავიდან, ფლუგეს კვლევების რადიკალურად მიმდევარი ქირურგები ოპერაციის დროს ლაპარაკსაც კი კრძალავდნენ .
ხოლო მასიურად ნიღბების გამოყენება საოპერაციოში 1916-1918 წლების “ესპანური გრიპის“ ეპიდემიის შემდგომ დაიწყო.

დღეს კარგადაა ცნობილი რომ ნიღბის გაკეთება საჭიროა იმისთის რომ ჰაერ სასუნქი გზების ინფექციით დააავადებულმა პიროვნებამ სხვას არ გადასდოს დაავადება, ვინაიდან ეს პიროვნება ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვანის ანთებისა და ლორწოს ჭარბი სეკრეციის გამო უამრავ დაინფიცირებულ სითხის ნაწილაკს მიმოფანტავს ირგვლივ, ხველების, ცემინების, თუნდაც ლაპარაკის დროს. მან უნდა გაიკეთოს ნიღაბი ! დაავადებულმა. წინა საუკუნის დასაწყისიდანაა ნათელი. და დღეს პასუხისმგებლობის საკითხია. და ალბათ ზრდილობის. იაპონიაში, სადაც ძალზე გავრცელებულია ნიღბების ტარება, უბრალოდ “გაცივებულმა“ ადამინმა მეორეს რომ გადასდოს დაავადება, ეს დიდ უზრდელობად ითვლება, დიახ უზრდელობად.

მაგრამ, ჯანმრთელი ადამიანის მიერ ნიღბის, განსაკუთრებით კი ქირურგიული ნიღბის ტარებას დიდი აზრი არ გააჩნია.. თუ ეს ადამიანი მუდმივად და ახლო მანძილზე არ იმყოფება დაავადებულ პირთან.. რომელიც მუდმივად ახველებს და აცემინებს. ქუჩაში, სამსახურში, შენობებში და ა.შ. გრიპის “გადადების“ უფრო რეალური წყარო ხელია, ხელის დაინფიცირება.. ანუ ხელის ჰიგიენის დაცვა უფრო მნიშვნელოვანია.

ქირურგიული ნიღაბი, რომელი მხრიდანც არ უნდა გაიკეთო, არ არის გათვლილი ვირუსული ინფექციისგან საკუთარი თავის დასაცავად. საუკუნეზე მეტია მისი ფუნქციაა ოპერაციის დროს ქირურგის ცხვირ-პირიდან გამოყოფილი სითხის ნაწილაკებისგან ჭრილობის დასცავად, რომლებმაც პოტენციურად შეიძლება ჭრილობის ინფექია გამოიწვიოს. ესაა და ეს მხოლოდ.

არსებობს სპეციალური ნიღბები, რესპირატორული დაავადებებისგან თავის დასაცავად, განსხვავებული ფორმისა და სტრუქტურის. ბევრად უფრო ძვირი და განსაკუთრებულ სიტუაციებში, ადგილებში გამოსაყენებლად. არა ფართო ხმარებისათვის გათვლილი".
ტეგები: გრიპი
12682
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
სოს!
2
ვითომ რა თქვა ახალი?
11:23 / 13-01-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?