სჭირდება თუ არა ყველა ბავშვს ორთოპედიული ფეხსაცმელი და სუპინატორი?
სჭირდება თუ არა ყველა ბავშვს ორთოპედიული ფეხსაცმელი და სუპინატორი?
ბოლო დროს დამკვიდრდა მოსაზრება, რომ ბავშვის ფეხსაცმელი აუცილებლად უნდა იყოს ორთოპედიული და ფეხსაცმელში უნდა იყოს სუპინატორი, მაღალი და მყარი სადგამი ქუსლთან - ტერფის სწორი ფორმირებისათვის. საინტერესოა როგორ იზრდებოდნენ ადრე ბავშვები „კარგი“ ტერფებით?

პასუხობს ცნობილი ორთოპედი შლიკოვი:

- დიახ, მართალია, დღეს ბაზარზე ორთოპედიული ფეხსაცმელების მრავალფეროვანი არჩევანია. რამდენად ესაჭიროება ბავშვის მოზარდ ძვლებს და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ტერფს ორთოპედიული ფეხსაცმელი? მოდით მივყვეთ ფაქტებს:
  1. ტერფის ნორმალური ფუნქციონირებისა და გადაადგილებისათვის აუცილებელია კარგად ფუნქციონირებდეს სახსრები, კუნთები და ჩვენი სისტემის მთავარი რეგულატორი - ნერვული სისტემა. ბუნებამ რატომღაც
    დაადგინა ჩვენი ტერფების დაფიქსირება და ფეხსაცმლით მათი დაფარვა.
  2. სუპინატორი ჰქვია ფეხსაცმლის მედიალურ ნაწილში ჩაყოლილ მეტალის დეტალს. მწარმოებლის აზრით, სწორედ ასეთი დეტალია საჭირო მედიალური თაღის ჩამოყალიბებისთვის. ზოგიერთი ორთოპედი ეთანხმება მოსაზრებას, რომ სწორედ ასეთი „ბალიში“ დაეხმარება ტერფის სწორ ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემების და ჩვენების დროს მედიალური თაღის სუპინატორით დაფიქსირება სწორი მიმართულებაა, მაგრამ ფუნქციონალური ანატომიის პირობებში ტერფს აქვს არა ერთი, არამედ სამი თაღი და მუშაობენ როგორც ერთიანი სტრუატურა. ასე რომ, თუ „დავაწვებით“ ერთ თაღს, „დეფორმირდება“ დანარჩენი. გამოდის, რომ საჭიროა ინდივიდუალური ღაბაშის დამზადება.
  3. ზომა, სიმაღლე და ტერფის შიგნითა თაღის სხვა მახასიათებლები ინდივიდუალური მაჩვენებელია. ფეხსაცმელი ხომ
    მასიური წარმოებით გამოდის და კონკრეტულ ბავშვზე არ არის გათვლილი.
  4. ტერფის მოძრაობა (რასაც „ორთოპედიული ფეხსაცმელების“ მწარმოებლები ასე მონდომებით ცდილობენ დაბლოკონ) არის ნორმალური, ფიზიოლოგიური პროცესი მისი განვითარებისთვის. ამ მოძრაობის შეზღუდვას მოსდევს სახსრის მოძრაობის შეზღუდვა და ტერფის ძვლების არასწორი განვითარება. ფეხსაცმლის მაღალი უკანა მყარი ადგილი (ქუსლთან) არღვევს კოჭ-წვიის სახსრის ნორმალურ ფორმირებას. მისი ფიქსაცია არ არის საჭირო.
  5. ფეხსაცმლის მაღალი და მყარი ნაწილი (ქუსლის მიდამოში), ზღუდავს ბავშვის თავისუფალ მოძრაობას და უშლის სიარულში, ხტუნვაში, სირბილსა და თავისუფლად სიარულში.
  6. სწორი ტერფის ჩამოყალიბებისთვის არა ხელოვნური კარკასი, არამედ ძლიერი კუნთებისა და მყესების კარკასია საჭირო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კუნთები და მყესები მივაჩვიოთ ყველანაირ მოძრაობას, რაც მიიღწევა მხოლოდ კუნთების და ნერვული სისტემის მუდმივი ვარჯიშისას. ეს ვარჯიშები უმჯობესია შესრულდეს არაერთგვაროვან ზედაპირზე ფეხშველა ფეხით.
  7. მთავარია ქუსლის ადგილზე ფეხსაცმელმა ფორმა შეინარჩუნოს და არ გადაიბრიცოს -ეს მნიშვნელოვანია! მისი სიმაღლე კი ინდივიდუალურია - ბავშვის ტერფის მდგომარეობიდან გამომდინარე.

იმედია, ეს არგუმენტები საკმარისი იქნება ბავშვისთვის ფეხსაცმლის შეძენის დროს და იმისთვის, რომ მოიგოთ კამათში.

altსჯობს ბავშვმა სახლში ფეხშიშველმა იაროს


806
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```