გრიპის სხვადასხვა სახის ვირუსი ყოველწლიურად ვრცელდება და ყოველთვის ახლავს თან
გართულებებიც და სიკვდილიანობაც, მაგრამ წელს განსაკუთრებული მღელვარება და შიში გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში H1N1-ით გამოწვეულმა ინფექციამ. რას უკავშირდება საზოგადოებაში არსებული პანიკა?
გვესაუბრება mkurnali.ge-ს რედაქტორი, ექიმი თამარ მამაცაშვილი:
- მართლაც დიდია მღელვარება გრიპთან დაკავშირებით. ადამიანები საზოგადოებასთან კონტაქტს ერიდებიან, მრავლად იმარაგებენ ანტივირუსულ პრეპარატებს, დადიან ნიღბებით და რაც მთავარია, ძალიან შეშინებულები არიან. ამის მიზეზი კი არის შემდეგი ფაქტორები:
გართულებათა მაღალი პროცენტი გრიპით დაავადებულებში. გარდაცვლილთა შორის არიან ახალგაზრდა პაციენტები.
ამასთან ერთად გაურკვეველი წყაროებიდან გავრცელდა უსაფუძვლო ჭორი იმის შესახებ, რომ თითქოსდა ვირუსი არის ხელოვნურად შექმნილი და გავრცელებული ჩვენს დასახოცად.
პაატა იმნაძის დეტალური რეკომენდაციები გრიპის ვირუსთან და საგანგაშო სიმპტომებთან დაკავშირებით
ეს გახლავთ სრული სისულელე, რადგან არაერთი ლაბორატორიული კვლევით დადასტურდა, რომ გავრცელებული ვირუსი არის H1N1 და ეს ვირუსი საქართველოს გარდა მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაშია ამჟამად გავრცელებული და იქაც ზუსტად ასეთ გართულებებს იწვევს.
"წლევანდელი გრიპის ვირუსი გაცილებით აგრესიულია" - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს
გრიპს ყოველთვის ახასიათებდა გართულებები პაციენტთა გარკვეულ ნაწილში, მაგრამ H1N1 ვირუსს, რომელიც წელს არის გავრცელებული, აღმოაჩნდა პულმოტროპული თავისებურება და ზედა სასუნთქ გზებთან ერთად პაციენტთა უმრავლესობაში დააზიანა ქვედა სასუნთქი გზებიც, განავითარა ვირუსული პნევმონია, რომელთან საბრძოლველად ექიმებს არც თუ ისე დიდი არსენალი გააჩნიათ და ბევრი რამ არის დამოკიდებული ადამიანის იმუნიტეტზე. იხილეთ ვრცლად