ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა - რა უნდა გააკეთოთ, რომ დაცული იყოთ - მშობლები

ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა - რა უნდა გააკეთოთ, რომ დაცული იყოთ

2019-01-17 11:50:27+04:00

1-ელი იან­ვრი­დან 16 იან­ვრის ჩათ­ვლით, სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­თე­ლას 312 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ქვე­ყა­ნა­ში წი­თე­ლას ეპი­და­ფეთ­ქე­ბაა, გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლე­ბი კი კა­ხე­თი, იმე­რე­თი და სა­მეგ­რე­ლოა. ამას­თან, რო­გორც ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­თა 56% ძი­რი­თა­დად, 20-დან 40 წლამ­დე ასა­კის პი­რებ­ზე მო­დის.

alt"წითელა არ გაჩერდება... იმატებს თბილისში და შემთხვევები თანდათან ყველგან მოიმატებს" - პასუხი კითხვებზე, რომლებიც ყველას აინტერესებს

რო­გორც ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გან­მარ­ტა, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ და­ა­ვა­დე­ბა კი­დევ უფრო გავ­რცელ­დეს, ამი­ტომ წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მთავ­რო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­კარ­გუ­ლე­ბა მომ­ზად­და, სა­დაც წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

altვის არ ემუქრება "წითელა" და რატომ არის ის სხვა "ბატონებზე" უფრო მძიმე დაავადება

"ვა­პი­რებთ, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას. წი­თე­ლას გავ­რცე­ლე­ბის 8%-9% და­ახ­ლო­ე­ბით, 0-დან 1 წლამ­დე ბავ­შვებ­ზე მო­დის, რაც იმას მი­ა­ნიშ­ნებს, რომ და­ა­ვა­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა დე­დებს არ ჰქონ­დათ გა­კე­თე­ბუ­ლი, არც წი­თე­ლა ჰქონ­დათ გა­და­ტა­ნი­ლი და ამი­ტომ მოხ­და მისი ბავ­შვებ­ში გან­ვი­თა­რე­ბა. წი­თე­ლას თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა არის ვაქ­ცი­ნა­ცია. ყვე­ლა დე­დამ უნდა გა­და­ა­მოწ­მოს აც­რე­ბის ის­ტო­რია, თუ ბავ­შვს წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ აქვს, უნდა მი­იყ­ვა­ნოს და აც­რას. აღ­ნიშ­ნულ აც­რას აფი­ნან­სებს სა­ხელ­მწი­ფო და ყვე­ლას­თვის უფა­სოა. წი­თე­ლას გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლე­ბი არის კა­ხე­თი, იმე­რე­თი და სა­მეგ­რე­ლო, აჭა­რა­ში და­ა­ვა­დე­ბას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ვა­ტა­რეთ", - აღ­ნიშ­ნა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

alt"ჯერ კიდევ არ ვიცით, რა შედეგები მოჰყვება წითელას აფეთქებას 10-15 წლის შემდეგ" - პაატა იმნაძე საშიშ ეპიდემიებზე