როგორ მოვამზადოთ ბავშვები გრიპის ვირუსის მეორე ტალღისთვის და რა მოხდება, თუ გრიპი აცრიდან მალევე დაგემართათ
როგორ მოვამზადოთ ბავშვები გრიპის ვირუსის მეორე ტალღისთვის და რა მოხდება, თუ გრიპი აცრიდან მალევე დაგემართათ
გრიპის ვირუსის გავრცელების პირველმა პიკმა იკლო. თუმცა მოსახლეობა შიშით ელოდება მეორე ტალღას, რომელიც შესაძლოა, თებერვალ-მარტში გააქტიურდეს. ამიტომაც კვლავ აქტუალურია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის თემა, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც მშობლებს ბევრი კითხვა აქვთ. ცნობილმა პედიატრმა, თსსუპროფესორმა ივანე ჩხაიძემ გადაცემა "პირად ექიმ მარი მალაზონიასთან ერთად" ბევრ საინტერესო და პრაქტიკულ კითხვას გასცა პასუხი.

- საჭიროა თუ არა იმ ბავშვების აცრა, რომლებიც საკმაოდ იშვიათად ავადმყოფობენ?

- 6 თვიდან 18 წლამდე ბავშვები, მიუხედავად მათი ჯანმრთელობისა, მიეკუთვნებიან რისკის მქონე კატეგორიას და
უნდა აიცრან. არა აქვს მნიშვნელობა, ხშირად ავადობს ბავშვი თუ იშვიათად.

altთუ გრიპი უკვე გადაიტანეთ - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!


- ხომ არ დაამძიმებს მდგომარეობას აცრა, თუ ჩავიტარეთ ვაქცინაცია და რამდენიმე დღეში ვირუსი შეგვეყარა?

- საქართველოში შემოტანილი ვაქცინის უპირატესობა ის გახლავთ, რომ არის ინაქტივირებული, მკვდარი ვირუსისგან დამზადებული. მსოფლიოში 4 სხვადასხვა ტიპის გრიპის ვაქცინაა, მაგრამ საქართველოში მხოლოდ ერთი შემოდის. ანუ მას არ შეუძლია დაავადების გამოწვევა. ასე რომ, თუ ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტის გამომუშავებამდე დაავადდით, ვაქცინა მდგომარეობას არ დაამძიმებს, არ გაგიმწვავებთ. უბრალოდ, ვერ მოასწრებს თავის საქმის გაკეთებას.

- მთავარი დილემა - აქვს თუ არა აზრი აცრას ახლა, ვირუსის აქტიურად გავრცლების პერიოდში.

- ვირუსის მეორე ტალღა, ბუნებრივია, გვაქვს ბავშვებშიც. ეს არის თებერვალში, მარტში და ზოგჯერ
აპრილშიც. ახლა კი იანვრის შუა რიცხვებია. რა თქმა უნდა, იდეალური პერიოდი არ არის, მაგრამ, თებერვლამდე და შემდეგი თვეებისთვის აცრილი ორგანიზმი მაინც მომზადებული შეხვდება. აქედან გამომდინარე, აცრას დღესაც აზრი აქვს.

altრატომ გართულდა წელს ვირუსთან ბრძოლა და რამ გამოიწვია პანიკა ღორის გრიპთან დაკავშირებით


- ჩვენს ხშირად ვაფრთხილებთ მოსახლეობას, მაგრამ იქნებ კიდევ გავიმეოროთ, რა უნდა გააკეთოს პირადი და ოჯახური ჰიგიენის თვალსაზრისით, რომ გრიპის დარტყმა ნაკლებად შეეხოთ?

- სამწუხაროდ, გაფრთხილებებს ჩვენთან ნაკლები ეფექტი აქვს. ეს ჩვენი საზოგადოების პრობლემაა. ასე იყო ყოველთვის და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელსაც ამ თვალსაზრისით იგივე ტალღა გვექნება. პროფილაქტიკაში მონაწილეობენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც პირადად შეეხო პრობლემა და მწარე გამოცდილებით იცის, რა არის გრიპი. სანამ პირადად არ შეგვეხება, სამწუხაროდ, გაფრთხილებებზე დიდად არ ვრეაგირებთ. ყველასთვის ცნობილი ღონისძიებები ხელის დაბანა, ავადმყოფის იზოლაცია, დროული მიმართვა ექიმთან, მოსახლეობისგან აღიქმება, როგორც ნაკლებად მნიშვნელოვანი.

altპაატა იმნაძის დეტალური რეკომენდაციები გრიპის ვირუსთან და საგანგაშო სიმპტომებთან დაკავშირებით


- საკმაოდ პრობლემატურია მშობელთა მიდგომაც. ფიქრობენ, რომ ვაქცინა არასანდოა და მათი არგუმენტია, რომ ზოგიერთი ექიმი თავად არ ცრის შვილებს.

- ეს იგივეა, ექიმი რომ მოწევას გიკრძალავთ და თავად წინ საფერფლე უდევს. ასეთ შემთხვევაში უფრო ექიმის გაუნათლებლობაა, რადგან იმის თქმა, რომ დღეს საქართველოში შემოსული ვაქცინა უხარისხოა, სისულელეა და ამის დამადასტურებელი არცერთი კვლევა არ არსებობს. ვაქცინა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოდის, არ მზადდება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. მხოლოდ ორი დასავლეთ ევროპის ქვეყანა აწარმოებს გრიპის ამ ვაქცინას. რაც შეეხება ეფექტურობას, არავინ ამბობს, რომ გრიპის ვაქცინა 100%-ით იცავს. მისი ეფექტურობა 60%-70%-ია. აცრილი ადამიანი დაცულია მძიმე გართულებისგან და არა იმისგან, რომ 100%-იანი გარანტიით არ შეხვდება გრიპი. შესაძლოა აიცრათ და სულ სხვა ვირუსი შეგეყაროთ, რომელიც სასუნთქი სისტემის დაავადებებს იწვევს. ასეთი ვირუსი უამრავია.
რაც შეეხება აცრის უკუჩვენებებს, გრიპის ვაქცინას, რომელიც საქართველოში შემოდის, არ აქვს უკუჩვენება, გარდა კვერცხის ცილაზე გამოხატული ალერგიისა. ასეთ პაციენტს შეუძლიათ აიცრან სამედიცინო დაწესებულებაში. სხვა შემთხვევებში აცრების გადავადება ხდება მხოლოდ მაშინ, თუ იმ პერიოდში მწვავე ცხელებით მიმდინარე რაიმე დაავადება აღინიშნება…
იხილეთ ვიდეო


8650
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?