ჯანმრთელობააქტუალური
დღეიდან წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება - "ეპიდაფეთქებაა, ჩავიტაროთ ვაქცინაცია!"
დღეიდან წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება - "ეპიდაფეთქებაა, ჩავიტაროთ ვაქცინაცია!"
მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გავა ცვლი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც წი­თე­ლას აცრა ყვე­ლას­თვის უფა­სო გახ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრის თქმით, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის წი­თე­ლას ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე არის თა­ნა­გა­დახ­და, თუმ­ცა დღეს სა­ღა­მო­დან ის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა ყვე­ლას­თვის.

"გარ­კვე­ულ ასა­კობ­რივ ჯგუ­ფებ­ში და გარ­კვე­ულ გე­ოგ­რა­ფი­ულ ლო­კა­ცი­ებ­ზე შე­იძ­ლე­ბა სა­ჭი­რო იყოს ამ წუ­თის მდგო­მა­რე­ო­ბით გარ­კვე­უ­ლი თა­ნა­გა­დახ­და მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან, თუმ­ცა დღეს მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გაგ­ვაქვს ეს სა­კი­თხი, შე­ვი­ტანთ ცვლი­ლე­ბებს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად მიწ­ვდო­მადს გავ­ხდით უკვე დღეს სა­ღა­მო­დან ყვე­ლას­თვის წი­თე­ლას აც­რას", - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

და­ვით სერ­გე­ენ­კო მო­სახ­ლე­ო­ბას
მო­უ­წო­დებს, რომ თუკი მათ არ ახ­სოვთ, აქვთ თუ არა გა­კე­თე­ბუ­ლი წი­თე­ლას აცრა, ჩა­ი­ტა­რონ ვაქ­ცი­ნა­ცია კვლავ, რად­გან მე­ო­რედ მისი გა­კე­თე­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხეს არ უქ­მნის.

"თუ ვინ­მეს, გან­სა­კუთ­რე­ბით 20-40 წლის ასა­კის მო­ქა­ლა­ქეს არ აქვს ზუს­ტი და­დას­ტუ­რე­ბა, რომ მან გეგ­მუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­ი­ტა­რა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ გა­ი­კე­თოს და­მა­ტე­ბი­თი ვაქ­ცი­ნა­ცია. იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ახ­სოვს, რომ თით­ქოს გა­ი­კე­თა, მაგ­რამ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ აქვს, მა­ინც უნდა გა­კეთ­დეს, რად­გან თუკი ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი და კი­დევ გა­ი­კე­თა, ეს მის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხეს არ შე­უქ­მნის. ბავ­შვთა ასაკ­ში ვაქ­ცი­ნა­ცია უნდა მოხ­დეს კა­ლენ­დრის მი­ხედ­ვით, ხოლო 40 წელ­ზე მა­ღალ ასაკ­ში, მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ადა­მი­ანს ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი წი­თე­ლას­თან",- გა­ნა­ცხა­და
სერ­გე­ენ­კომ.

მი­სი­ვე თქმით, დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, წი­თე­ლას 335 და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვაა, რაც ეპი­და­ფეთ­ქე­ბაა. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­რე­შე რის­კე­ბი კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა.

მი­ნის­ტრი მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­ი­ტა­რონ.

"ეს პრობ­ლე­მა ჯერ კი­დევ 90-იან წლებ­ში ჩა­ი­სა­ხა, თუმ­ცა ის მდგო­მა­რე­ო­ბა რაც ჩვენ დღეს გვაქვს უკი­დუ­რე­სად სა­ყუ­რა­დღე­ბოა. ამას ეწო­დე­ბა ეპი­და­ფეთ­ქე­ბა, რო­მელ­საც თა­ვი­სი რე­ა­გი­რე­ბის გეგ­მა აქვს, თუმ­ცა მე­დი­ის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა რთუ­ლი იქ­ნე­ბა. დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, 335 და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვაა წი­თე­ლა­სი, რო­მე­ლიც მკვეთრდ მა­ტუ­ლობს დღე­ე­ბის მი­ხედ­ვით. გან­სხვა­ვე­ბით გრი­პის სტა­ტის­ტი­კი­სა და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ის­გან, ამ შემ­თხვე­ვა­ში ეს რა­ო­დე­ნო­ბა უკვე საკ­მა­რი­სია, რომ მოხ­დეს დე­ფი­ნი­ცია - ეს არის ეპი­და­ფეთ­ქე­ბა. ამის სპე­ცი­ფი­კა ის არის, რომ ერ­თა­დერ­თი და გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი დაც­ვა ამ და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­გან არის ვაქ­ცი­ნა­ცია, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის ხელ­მიწ­ვდო­მია. მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რჯერ იყო მცდე­ლო­ბა რომ მომ­ხდა­რი­ყო მა­სი­უ­რი კამ­პა­ნი­უ­რი აცრა წი­თე­ლას წი­ნა­აღ­მდეგ, რად­გა­ნაც ახლა ჩვენ პრობ­ლე­მა გვაქვს 20-40 წლამ­დე ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­ში, მათ­ში, ვი­საც 90-იან წლებ­ში უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა გეგ­მუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია, მაგ­რამ დიდ­წი­ლად ეს არ ხერ­ხდე­ბო­და ცნო­ბი­ლი მი­ზე­ზის გამო. 2008 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით, ეს იყო 1 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი, იმ წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის შე­დე­გად ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნის ვაქ­ცი­ნა­ცია მო­ხერ­ხდა, ნა­ხე­ვა­რის - ვერა და ამა­ში გარ­კვე­უ­ლი წვლი­ლი მა­შინ გარ­კვე­ულ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა შე­ი­ტა­ნეს. დღე­ის­თვის, სა­ვა­რა­უ­დოდ, 200 ათა­სი ადა­მი­ა­ნი არის წი­თე­ლას იმუ­ნი­ტე­ტის გა­რე­შე, უმე­ტე­სად ეს არის სა­შუ­ა­ლო ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­შიც და­ა­ვა­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ვაქ­ცი­ნა­ცია არის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა ამას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად. ამი­ტომ ცალ­სა­ხა მო­წო­დე­ბა იქ­ნე­ბა, რომ ერ­თი­ა­ნად ჩა­ვა­ტა­როთ ვაქ­ცი­ნა­ცია და მოვხსნათ ეს რის­კი, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, რის­კე­ბი იქ­ნე­ბა მა­ღა­ლი",- გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.
ბეჭდვა