ვაქცინაციაზე უარის თქმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კაცობრიობის გლობალურ საშიშროებად დაასახელა
ვაქცინაციაზე უარის თქმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კაცობრიობის გლობალურ საშიშროებად დაასახელა
სამწუხაროდ, ბოლო დროს მედიკოსებს სულ უფრო ხშირად უწევთ იმაზე საუბარი, თუ რამდენად საჭიროა ვაქცინაცია - და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. 
2019 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეადგინა კაცობრიობის გლობალური საშიშროების ყოველწლიური სია, ერთგვარი რეიტინგი. ამჯერად ათ ყველაზე გლობალურ საფრთხეს შორის ვაქცინაციაზე უარის თქმა დასახელდა. ბოლო რამდენიმე წელია ანტივაქსერულმა პროპაგანდამ იმატა და მსოფლიო მასშტაბით. 
ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად ვაქცინაციით 2-3 მილიონი ადამიანის გადარჩენაა შესაძლებელი.
ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, ვაქცინაციაზე უარის თქმის შედეგად წითელას შემთხვევები 30%-ით გაიზარდა. 

ამ თემაზე, ანტივაქსერულ მითებზე და დღევანდელ რეალობაზე წაიკითხეთ ვრცლად:

altამ სტატიას რომ წაიკითხავთ, აუცილებლად აცრით თქვენს შვილს და აღარ დაგებადებათ ეჭვები ვაქცინაციაზე!


1905
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
0
აცრისგან დაზარალებულს რას ეძახით 39 სიცხეს?(თუ რამე სერიოზულია სამწუხაროა მაგრამ ეს ერთეული შემთხვევა შეიძლება იყოს)წითელა ჩუტყვავილა ყბაყურა ტეტანუსი ჰეპატიტი ბ მენინგოკოკები . ამ აცრებზე უარის თქმა არის დიდიი უპასუხუსმგებლობა!
02:36 / 03-09-2019
nana
0
ე.ი ოღონდ გაასაღონ ეს ნაგავი და სად აღარ ვხვდებით აცრების პროპაგანდას,ექიმებისგან,ტელევიზიით,ჟურნალ-გაზეთებისგან და რავიცი,რატო იმაზე არ წერთ რამდენი ბავშვი დაზარალდა და გაუბედურდა ამ აცრით,რატო იმაზე არ წერთ რა საშიშ ნივთიერებებს შეიცავს ეს აცრები,იტყვით ახლა ერთეული შემთხვევებიაო,როგორაა ერთეული შემთხვევა როცა მარტო ჩემს ირგვლივ ვიცნობ 2 აცრით დაზარალებულ ბავშვს,მაგათ მშობლებს როგორ ეუბნებით რო აცრა გვიცავს და აუცილებელია,ცდებს ნუ ატარებთ ჩვენზე
13:44 / 06-03-2019
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?