როგორ დავამარცხოთ ხველა - პედიატრის რჩევები
როგორ დავამარცხოთ ხველა - პედიატრის რჩევები
ხველა ორგანიზმის დაცვითი რეაქციაა, რომელიც სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულის მოცილებას უზრუნველყოფს. სასუნთქ გზებში უხვად არის ნერვული დაბოლოებები, რომლებიც უცხო, თუნდაც მიკროსკოპული ზომის საგნის, ასევე ნახველისა და ნებისმიერი სხვა ნივთიერების ზემოქმედებით ღიზიანდება და ხველის რეფლექსს იწვევს. შესაბამისად, რაც უფრო ძლიერად ახველებს პაციენტს და ამოაქვს ნახველი, მით უკეთესია.

ხველის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, რინოსინუსიტი. ხველის მიზეზი შეიძლება იყოს ბრონქული ასთმა, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ყივანახველა, თამბაქო, ფილტვის ინტერსტიციული დაავადებები, როგორიცაა ემფიზემა, სარკოიდოზი. ხველის
დროს გამოსარიცხია ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, მუკოვისციდოზი, უცხო სხეულის არსებობა სასუნთქ სისტემაში, ფილტვის კიბო.

როგორც ექიმი პედიატრი ხატია აბრამიშვილი განმარტავს, ხველა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია პაციენტის ექიმთან ვიზიტისა საოჯახო მედიცინის პრაქტიკაში.

"ხველა დამცავი მექანიზმია სასუნთქი გზებიდან გამომწვევის მოცილებისა. თავისი ხასიათით ხველა შეიძლება იყოს მშრალი, მყეფავი, სპაზმური, პროდუქტიული ანუ სველი. მისი გამომწვევი მიზეზები მრავალგვარია. ძირითადად ეს არის ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, გრიპი, პარაგრიპი, ყივანახველა, ასევე, მტვერი, კვამლი, უცხო სხეული. არსებობს ქრონიკული ხველა. ხველა ახლავს ქრონიკულ დაავადებებს: ბრონქულ ასთმას, ტუბერკულოზს, სიმსივნურ დაავადებებს. სველი ხველის მიზეზი უფრო ხშირად ბრონქიტი და პნევმონიაა," - განმარტავს პედიატრი.
mshoblebi
სველ და
მშრალ ხველას სხვადასხვაგავარი მიდგომა სჭირდება. როგორც პედიატრი აბრამიშვილი განმარტავს, განსხვავება მშრალ და სველ ხველას შორის ნახველის, იგივე სეკრეტის არსებობაა სასუნთქ გზებში, რომელსაც გამოყოფს სასუნთქი გზების ამომფენი ეპითელი, იგივე მუკოცილიარული აპარატი, იმუნური პროცესების დახმარებით.

"ნახველის მთავარი შემადგენელი ლორწოა, რომლის დაშლას და გამოდევნას უზრუნველყოფს ზემოთხსენებული მუკოცილიარული აპარატი სასუნქი გზებიდან. ამ პროცესის ხელშეწყობას და ნახველისაგან გათავისუფლებას ბევრი ფარმაკოლოგიური პრეპარატი ასრულებს, რომელთა შორის გამოირჩევა სრულიად ბუნებრივი, მცენარეული "პროსპანი". ის შეიცავს მხოლოდ მშრალი სუროს ექსტრატს, რომელიც ბუნებრივად შლის ლორწოს, ხსნის სასუნქ გზებში არსებულ სპზმს და ხელს უწყობს რბილად ამოხველებას. "პროსპანი" ეფექტური, უსაფრთხო და გვერდითი მოვლენებისაგან თავისუფალი მედიკამენტია. პრეპარატს გემრიელი სიროფის ფორმა აქვს, რომელიც ძალზე მოსახერხებელია მისაღებად და მოსწონთ პატარებს. ის ფართოდ გამოიყენება ჩვენს პრაქტიკაში. "პროსპანის" წვეთის მიღება რეკომენდებულია 1 წლიდან დასალევად, ხოლო სიროფი - დაბადებისთანავე. აღსანიშნავია, რომ "პროსპანის" წვეთის გამოყენება შესაძლებელია საინჰალაციო თერაპიაში," - განმარტავს ხატია აბრამიშვილი.

ხველის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება ისაა, რომ ის დიდი ხანი გრძელდება. ხველის ხანგრძლივობის მიხედვით არსებობს: მწვავე - 3 კვირამდე, ქვემწვავე - 4-8 კვირა და ქრონიკული ხველა, 8 კვირაზე მეტხანს მოზრდილებისა და 4 კვირაზე მეტხანს ბავშვებისთვის.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ნორმალური ხველა არის მდგომარეობა, როდესაც ჯანმრთელი ადამიანი საათში 1-2-ჯერ, ანუ 24 სთ-ის განმავლობაში 24-48-ჯერ წამოახველებს. ჯანმრთელი ბავშვისთვის, რომელსაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში არ გადაუტანია ზედა სასუნთქი გზების ინფექციები და არც ხველის სხვა მიზეზი არსებობს, ნორმალურად ითვლება 24 სთ-ის განმავლობაში ხველის საშუალოდ 10 ეპიზოდი.
10735
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
marine
2
შეიძინეთ ძირტკბილა აფტიაქებში და ხველის უებარი საშუალებაა, ყველანაირ ხველებას უხდება
15:29 / 25-01-2019
:)))))))))))))))))
1
იმისთანა ნაგავს ვსუნთქავთ, რომ არ დაახველო, იმან უნდა შეგაშფოთოს. ახველებ? გიხაროდეს :)))ე.ი. ნაგავს გამოდევნი ორგანიზმიდან და ჯანმრთელი ხარ.
17:06 / 23-01-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```