როგორია გრიპით ავადობის მაჩვენებელი დღეს - ახალი სტატისტიკა გამოქვეყნდა
როგორია გრიპით ავადობის მაჩვენებელი დღეს - ახალი სტატისტიკა გამოქვეყნდა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსით ავადობის და მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი უმნიშვნელოდაა შემცირებული.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, H1N1-ით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 19 შემთხვევაა.

 

altროგორ ხასიათდება გრიპის მეორე ტალღა და შეიძლება თუ არა გრიპსა და წითელაზე ერთდროულად ავიცრათ - ეპიდემიოლოგის პასუხი


 


მან გრიპის ვირუსთან დაკავშირებით წინა კვირის მაჩვენებელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემცირება შეინიშნება, თუმცა არა სწრაფი ტემპებით.

altშეიძლება თუ არა, ახლა აიცრათ გრიპზე? - პაატა იმნაძის პასუხი



"წინა კვირის მონაცემების მიხედვით, ავადობის
გავრცელების მაჩვენებელი არის 100 000 მოსახლეზე 251, ორი კვირის წინ 253 იყო. უმნიშვნელო შემცირებაა. ოდნავ შემცირებულია ასევე მძიმე მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი -30.9%. დინამიკა არის კლებისკენ მაგრამ არა ძლიერი. შემცირებულია მძიმე მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, განსაკუთრებით ბავშვებში - 46%-დან 26%-მდე. ზოგადად ჰოსპიტალში მყოფ გრიპის და გრიპის მსგავს დაავადებების მქონე ავადმყოფთა რაოდენობა 750-მდეა, რაც იყო 900-ზე მეტი. სასწრაფოს გამოძახების რიცხვიც მწვავე რესპირატორული დაავადებებით შემცირებულია, როგორც თბილისში ისე მთელ ქვეყანაში", - განაცხადა გამყრელიძემ.
2516
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```