დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსით ავადობის და მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი უმნიშვნელოდაა შემცირებული.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, H1N1-ით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 19 შემთხვევაა.
მან გრიპის ვირუსთან დაკავშირებით წინა კვირის მაჩვენებელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემცირება შეინიშნება, თუმცა არა სწრაფი ტემპებით.
შეიძლება თუ არა, ახლა აიცრათ გრიპზე? - პაატა იმნაძის პასუხი
"წინა კვირის მონაცემების მიხედვით, ავადობის გავრცელების მაჩვენებელი არის 100 000 მოსახლეზე 251, ორი კვირის წინ 253 იყო. უმნიშვნელო შემცირებაა. ოდნავ შემცირებულია ასევე მძიმე მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი -30.9%. დინამიკა არის კლებისკენ მაგრამ არა ძლიერი. შემცირებულია მძიმე მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, განსაკუთრებით ბავშვებში - 46%-დან 26%-მდე. ზოგადად ჰოსპიტალში მყოფ გრიპის და გრიპის მსგავს დაავადებების მქონე ავადმყოფთა რაოდენობა 750-მდეა, რაც იყო 900-ზე მეტი. სასწრაფოს გამოძახების რიცხვიც მწვავე რესპირატორული დაავადებებით შემცირებულია, როგორც თბილისში ისე მთელ ქვეყანაში", - განაცხადა გამყრელიძემ.