"როცა მშობელი მშვიდად ხვდება ბავშვის ავად ყოფნას, მათი შვილები უფრო მალე გამოდიან მდგომარეობიდან" - ინგა მამუჩიშვილის რჩევები მშობლებს
"როცა მშობელი მშვიდად ხვდება ბავშვის ავად ყოფნას, მათი შვილები უფრო მალე გამოდიან მდგომარეობიდან" - ინგა მამუჩიშვილის რჩევები მშობლებს
ცნობილმა პედიატრმა, ინგა მამუჩიშვილმა სეზონურ ვირუსებსა და მასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ რეკომენდაციებზე ისაუბრა. როგორც ექიმმა ტელეკომპანია "ერთსულოვნების" ეთერში განაცხადა, პირადად მასთანაც გრიპის სიმპტომებით პაციენტთა მიმართვიანობამ საგრძნობლად იკლო, თუმცა შემთხვევები ისევ არის და მშობლებს დროული მიმართვიანობისკენ მომუწოდებს.
"დროული მკურნალობის დაწყება გადამწყვეტია პაციენტთა ყველა ასაკში. მიმართვა საჭიროა არა მეორე ან მესამე დღეს, არამეს სიმპტომების გამოჩენის პირველივე დღეს. ეს სიმპტომებია მაღალი სიცხე, რომელიც 41-42 გრადუსზეც ადის და პრაქტიკულად არ ემორჩილება სიცხის დამწევებს, სისუსტე და ძილიანობა, ხველა, შესაძლოა დიარეა და ღებინება. ეს იმას არ ნიშნავს,
რომ 37,5 ტემპერატურაზეც სასწრაფო დახმარება გამოიძახოთ. გრიპის გარდა სეზონზე სხვა ვირუსებიც ცირკულირებს, რომლებიც გრიპისა და გაციების მსგავს სიმპტომებს იწვევენ. ამ შემთხვევაში პაციენტები ბინაზე უნდა მკურნალობდნენ პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ, რომლის გამოძახებაც შესაძლებელია. ვირუსს სჭირდება დიდი რაოდენობით სითხეები და არა მედიკამენტები და მითუმეტეს, ანტიბაქტერიული საშუალებები.
არ არის საჭირო ზედმეტი პანიკა და შფოთვა. ეს ხელს შეგიშლით. ყოველდღიურად ძალიან ბევრ პაციენტს ვიღებ და ხშირად ვეუბნები მშობლებს, შეხედეთ იმ დედებს, რომლებიც მშვიდად და გაწონასწორებულად ხვდებიან ამ პრობლემას. მათი ბავშვები გაცილებით მარტივად გამოდიან მდგომარეობიდა. სადაც შიში და პანიკაა, მდგომარეობა იქ უფრო რთულდება" - აღნიშნა ინგა მამუჩიშვილმა.

altროგორ მოვამზადოთ ბავშვები გრიპის ვირუსის მეორე

ტალღისთვის და რა მოხდება, თუ გრიპი აცრიდან მალევე დაგემართათ

altრა განსხვავებული ნიშნებით მიმდინარეობს ღორის გრიპი ბავშვებში - რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება?



16019
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
ბევრს ნიშნავს კარგი ექიმი მშობელი როცა დაპანიკდება რომ დაამშვიდოს აუხსნას რომ არაა საჭირო 37.5 სიცხის დამწევი უბრალოდ რომ აუხსნას რაშია საქმე.. მაგრამ არც ის ვარგა როვმცა ექიმი პირიქით ვერ ხრდავს საშიშროებას და მშობლის პანიკას არაფრად აგდებს ასეთი მიდგომით შეიძლება სავალალო შედეგი მივიღოთ.. აიქნება და ანალიზი საჭიროა მშობელზე უკეთ ბავშვს ვინ იცნობს ამიტომ მშობლის პანიკებიც სერიოზულადაა მისაღები!კარგი ექიმი გაიგებს თუ ძირფესვიანად გასინჯავს და სამი ორი დღის მერე კიდევ დაიბარებს..
00:26 / 25-01-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```